5-9 ნოემბერს, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ ინიციატივით, საქართველო მასპინძლობს „პროფესიული განათლების კვირეული 2018-ს“. ღონისძიების მიზანია საქართველოში, დღეს არსებული შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების საზოგადოებისთვის გაცნობა. კვირეული, ოფიციალურად, 5 ნოემბერს, ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენციით გაიხსნება.
„ღია კარის” დღეებზე დასწრება თავისუფალია, სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლება, გაეცნოს ახალ პროგრამებს და იხილოს განახლებული ინფრასტრუქტურა.
კვირეული პარასკევს, „პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო 2018“ გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონიალით დასრულდება.
პროგრამის სანახავად ეწვიეთ ბმულს.













