in

პროფესიული განათლების პერსპექტივები საქართველოში! – ათასწლეულის გამოწვევის ფონდი საქართველო

წინა სტატიაში საქართველოში პროფესიული განათლებით დასაქმების პერსპექტივაზე გესაუბრეთ. დღეს კი კონკრეტულად იმ სპეციალობებს გვინდა შევეხოთ, რომელთა შესწავლასაც არ სჭირდება წლობით აუდიტორიაში ჯდომა და ამავდროულად, მოთხოვნადია შრომით ბაზარზე. როგორც ათასწლეულის გამოწვევის ფონდის წარმომადგენლებმა გვიამბეს, ამ პროფესიული განათლებით დაინტერესებული მოქალაქეებისთვის არსებობს სპეციალური გადასამზადებელი უფასო კურსები, რაც შემდგომი დასაქმებისთვის წაადგება მონაწილეს, ხოლო ამავდროულად, არიან კომპანიებიც, რომლებიც გადამზადებული კურსდამთავრებულების დასაქმებით არიან დაინტერესებულნი. როგორც ჩანს, მიუხედავად სამსახურის მაძიებელთა ჭარბი რაოდენობისა, ორგანიზაციები მაინც განიცდიან სპეციალისტების დეფიციტს და პროფესიული განათლების პროექტებში ამგვარი ჩართულობით ცდილობენ გამოსავლის პოვნას. მეორე მხრივ, მრავლად არიან ისინიც, ვინც არაერთი მცდელობის მიუხედავად, ვერ პოულობს სამსახურს. შესაძლოა, ეს დამსაქმებლებსა და სამსახურის მაძიებლებს შორის ინფორმაციის გაცვლის ნაკლებობითაა განპირობებული. რა უნდა იცოდეს სამსახურის მაძიებელმა, სად და როგორ ხორციელდება პროფესიული გადამზადება? რა სფეროში შეუძლია დასაქმდეს და დაახლოებით, როგორია ანაზღაურება? ამ კითხვებზე პასუხები ათასწლეულის გამოწვევის ფონდისგან მივიღეთ.

როგორც გვიამბეს, პროექტის დაწყებამდე, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციამ და ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა ჩაატარეს ეკონომიკის შემაფერხებელი ფაქტორების კვლევა, რათა გამოევლინათ ინდუსტრიის, დამსაქმებლების მოთხოვნები და ადამიანური კაპიტალის, უნარებისა და კვალიფიკაციის დეფიციტი. კვლევებმა გამოავლინა, რომ ქვეყანაში განსაკუთრებული დეფიციტია კადრებზე საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და ტექნოლოგიურ დარგებში – ისეთ დარგებში, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დასაყრდენს წარმოადგენს. კვლევის საბუძველზე აღმოჩნდა, რომ ყველაზე მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი სპეციალობები საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და ტექნოლოგიების, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის სექტორებშია. ამიტომაც, ამ მიმართულებებზეა ორიენტირებული ფონდის მიერ დაფინანსებული პროგრამები ისეთ დარგებში, როგორიცაა: საზღვაო, საინჟინრო, ტურიზმი, საინფორმაციო ტექნოლოგიები, ავიაცია და სოფლის მეურნეობა.

კვლევიდან გამომდინარე, პროფესიული განათლების ხელშესაწყობად, ფონდმა გადაწყვიტა დაეფინანსებინა ათი საგანმანათლებლო დაწესებულება საქართველოს სხვა ქალაქებიდან, რომლებსაც შრომის ბაზრის მოთხოვნის შესაბამისი სასწავლო პროგრამები უნდა უზრუნველეყოთ. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ფონდის გარდა, პროექტში თანადაფინანსებით ჩაერთნენ კერძო სექტორის წარმომადგენლებიც.

აქტუალურად მიჩნეულია შემდეგი სპეციალობები: შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვითი ტექნოლოგიების სპეციალისტი, ფერმერობა მეთევზეობაში, თევზის გადამუშავება, ლაბორატორიული საქმე მეთევზეობაში, შემდუღებელი, კონდიცირების სისტემების სპეციალისტი, ელექტრიკოსი, ჰიდროტექნიკოსი, საფეხმავლო გამყოლი, სამთო გამყოლი, თხილამურების ინსტრუქტორი, სასიმაღლო სამუშაოების ექსპერტი, შვეულმფრენის პილოტი, საჰაერტო ხომალდების ტექნიკური მომსახურება, კომპიუტერის ქსელის ადმინისტრატორი, ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდამჭერი სპეციალისტი, კომპიუტერული სისტემებისა და ქსელების ტექნიკოსი, აგრობიზნესის სპეციალისტი, ვეტერინარიის სპეციალისტი, მევენახე-ონეოლოგი, მექანიკის ინჟინერიის ტექნიკოსი, წარმოების ავტომატიზაციის ტექნიკოსი, მაღალი ძაბვის ელექტრიკოსი, მექატრონიკის ტექნიკოსი, წარმოების სუპერვაიზერი, ლოკომოტივის მემანქანე, ლიანდაგის მონტიორი, ელექტრომექანიკოსი, სავაგონო მეურნეობის მექანიკოსი, სარკინიგზო გადამზიდავი, ტესტირების ინსპექტორი, თევზსაჭერი გემის ნავიგატორი, ამწის ოპერატორი, შემდუღებელი, ლოჯისტიკისა და პორტების მენეჯერი.

M: როგორ არის შესაძლებელი სასწავლო კურსზე მოხვედრა?

სახელმწიფო კოლეჯებში სტუდენტების მიღება ხდება დადგენილი წესის მიხედვით (http://vet.ge/jump_profession/enrollment-procedure/ ); შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული პროფესიული ტესტირების გავლის შემდგომ კომპეტენციების მინიმალური ზღვარის გადალახვის შემთხვევაში პირი მოიპოვებს სახელმწიფო დაფინანსებას და სრულიად უფასოდ მიიღებს სასურველ განათლებას.

M: რა მექანიზმით ხდება მისი დასაქმება, როგორ უნდა იპოვოს სამსახური?

ჩვენი დაფინანსებით შექმნილი პროგრამები მორგებულია ინდუსტრიის/ შრომის ბაზრის საჭიროებებს, ყველა პროექტის უკან დგას დაინტერესებული stakeholder-ები. სწავლის პროცესში გამოყენებული იყო ყველა ის თანამედროვე მოწყობილობა, ლაბორატორია და ხელსაწყო, რომელიც კომპანიებს აქვს და რომლის გამოყენება ხდება ინდუსტრიაში. პარალელურად, დაფინანსებული პროექტების უმრავლესობაში უცხოური სერტიფიკატია წარმოდგენილი/ინტეგრირებული, რაც პროგრამის ხარისხის დამატებით გარანტიებს იძლევა, ხოლო დამსაქმებლებს ასევე მყარ გარანტიას აძლებს კურსდამთავრებულთა მიღებული ცოდნის, შეძენილი უნარების და გამოცდილების შესახებ.

M: ხშირად ჩნდება კითხვა, თუ სად შეიძლება დასაქმედეს კურსდამთავრებული ახალი პროფესიის მიღების შემდეგ?

დასაქმების სფეროებია: ელექტრომომარაგება, ნავთობი და გაზი, ლოჯისტიკა, ტრანსპორტი, მძიმე მრეწველობა, კომუნიკაციის პროვაიდერები, GWP, ენერგო-პრო საქართველო, ნავთობისა და გაზის კორპორაციები, სამშენებლო კომპანიები, თევზის ფერმერული მეურნეობები, თევზის გადამამუშავებელი საწარმოები, თევზმჭერტი გემები, აკრედიტებული ლაბორატორიები, ტურისტული კომპანიები, სასტუმროები, ეროვნული პარკები, ავიაკომპანიები, აეროპორტები, საავიაციო ტექნიკური მომსახურების საწარმოები, საავიაციო ქარხნები, ორგანიზაციები მომსახურების სფეროდან, ღვინის კომპანიები, ფერმერული მეურნეობები, ვეტერინარული კლინიკები, ენერგეტიკისა და კომუნიკაციის სექტორი, ელექტროსადგურები, მანქანათმშენებლობის სექტორი, სამშენებლო კომპანიები, მსუბუქი და კვების მრეწველობა, საქართველოს რკინიგზა, მეტროპოლიტენი, გადამზიდი კომპანიები, მშენებელი ქარხნები, ნავსადგურები და ა.შ.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდის განცხადებით, პროფესიული განათლების კურსდამთავრებულებს ასევე დიდი შანსი აქვთ სამეწარმეო საქმიანობით დაკავდნენ და საკუთარ ბიზნეს ჩაუდგნენ სათავეში. ამიტომაც, მეწარმეობის მოდული ერთერთ სავალდებულო მოდულს წარმოადგენს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებში , რათა სტუდენტებს საშუალება მიეცეთ არამხოლოდ კონკრეტულ პროფესიას დაეუფლოს, არამედ შეიძინონ მეწარმეობისთვის საჭირო უნარებსაც.

365 პოსტერი, 365 დახატული სიტყვა! – შვედი გრაფიკული დიზაინერის ნამუშევრები

რას სთავაზობს  „სიგმა ჯგუფი“ „ფრილანსერებს“?!