in

როგორ ჩამოვაყალიბოთ პროფესიული ურთიერთობა? — 7 რჩევა

პროფესიული ურთიერთობები რომ ახალ კარიერულ შესაძლებლობებს აჩენს, ეს კარგად ვიცით, ამიტომ ახლა გაგიზიარებთ გზებს, რომლებიც თქვენი სამსახურებრივი კავშირების გაფართოებაში დაგეხმარებათ:

გაამრავალფეროვნეთ თქვენი ინტერაქციები

მრავალი განსხვავებული მიზეზი არსებობს ძლიერი პროფესიული კავშირების შესაქმნელად, დაწყებული კოლეგებთან თანამშრომლობით, გაგრძელებული მომხმარებლების ნდობის მოპოვებით და დამთავრებული ინდუსტრიის ლიდერებთან კომუნიკაციით. თუმცა აქ უნდა გაითვალისწინოთ, რომ ეს ადამიანებთან განსხვავებული გზებით კომუნიკაციას მოითხოვს, ხან ფიზიკურ სივრცეში ხდება, ხან კი ონლაინ. 

თქვენი სანაცნობო წრის გაფართოების მიზნით, კარგი იქნება, თუ ღონისძიებებს დაესწრებით და ინდუსტრიის წამყვან ლიდერებს შეხვდებით, ან თუნდაც ოფისის გუნდურ აქტივობებში მიიღებთ მონაწილეობას. საკომუნიკაციო უნარების დახვეწაზეც უნდა იზრუნოთ და ახალი მეგობრების შესაძენად ციფრულ მოწყობილობებსაც უნდა მიმართოთ. 

დაამყარეთ კომუნიკაცია ეფექტურად

მკაფიო და ზუსტი კომუნიკაცია უნდა შეგეძლოთ, რათა თქვენი ცოდნა აჩვენოთ, აზრიც დააფიქსიროთ, ნდობაც მოიპოვოთ და პატივიც სცეთ საზრიან პროფესიონალებს. კომუნიკაცია აქტიურ მოსმენასაც გულისხმობს, რითაც ინტერესს აჩვენებთ და შესაბამის პასუხებს სცემთ კომუნიკაციაში ჩართულ მეორე პირს. არავერბალურ მხარეებზეც უნდა გაამახვილოთ ყურადღება, თქვენს ტონზე, სხეულის ენასა და პროფესიულ გარემოში არსებულ ეტიკეტზე. ასე ურთიერთსასარგებლო კომუნიკაციის ჩამოყალიბებას შეძლებთ.

იპოვეთ რაღაც საერთო

ეს ძლიერი პროფესიული კავშირების საფუძველს წარმოადგენს. საერთო ინტერესების, მიზნებისა და გამოცდილებების პოვნით, შემდგომში თქვენს სფეროში არსებულ პროფესიონალებთან მათი გაზიარებით, ამ კავშირებს მნიშვნელოვნად აძლიერებთ. 

დაამატეთ ღირებულება თქვენს ინტერაქციებს

სანაცნობო წრის გაფართოება უბრალოდ ურთიერთობების დამყარებას არ ეხება იმ მიზნით, რომ ერთ დღეს ახალი სამსახური იპოვოთ, ეს კავშირები გულწრფელი და ურთიერთსასარგებლო უნდა იყოს. ამის გათვალისწინებით კი გამუდმებით უნდა იფიქროთ გზებზე, რომლებიც მას ღირებულებას შემატებს, იქნება ეს მათი მიზნების მხარდაჭერა, თქვენი კავშირებისა თუ უნარების მათთან გაზიარება. მთავარია, აჩვენოთ, რა შეგიძლიათ, შესთავაზოთ მათ. 

შეინარჩუნეთ პროფესიონალიზმი

ინტერაქციისას ავტენტურობა და გულწრფელობა კი მნიშვნელოვანია, მაგრამ აქ არც პროფესიონალიზმი უნდა დაგავიწყდეთ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს საუბრები სამსახურში ან სხვა პროფესიულ გარემოში ხდება. აი, პროფესიონალიზმის შესანარჩუნებლად კი დაგჭირდებათ, პატივი სცეთ საზღვრებს, გაითვალისწინოთ ნებისმიერი კულტურული თუ პერსონალური სხვაობები და თავი აარიდოთ ჭორაობას… 

იყავით კავშირზე

შესაძლოა, კონკრეტულ ადამიანებთან ინტერაქცია სულ არ გიწევდეთ, მაგრამ ეცადეთ, მათთან რეგულარულად დაამყაროთ კავშირი, იქნება ეს ელ.ფოსტების, სატელეფონო ზარების, სოციალური მედიისა თუ პირისპირ შეხვედრების ფორმატში. 

ინვესტიცია ჩადეთ თქვენს თავსა და პროფესიულ ურთიერთობებში

დაბოლოს, არასდროს შეწყვიტოთ პროფესიული განვითარება, ეძიეთ სწავლის შესაძლებლობები, დაესწარით ვორქშოფებს, ონლაინ კურსებს, რაც კვლავ სანაცნობო წრის გაფართოებაში დაგეხმარებათ. საკუთარ თავში ინვესტირება უკუკავშირისადმი ღიაობასაც გულისხმობს და საკუთარი აზრის სხვებისთვის გაზიარებას, რადგან ასე ურთიერთპატივისცემას უყრით საფუძველს. ხოლო თქვენი უნარებისა და ცოდნის მუდმივი გაუმჯობესებით, სხვებს თქვენსავე ღირებულებაში არწუნებთ.

საყურადღებოა კვლევის მონაცემებიც, რომლის თანახმადაც ვაკანსიათა 85% კავშირებით ივსება… ასე რომ, ზემოთ განხილული რჩევების გათვალისწინება ნამდვილად ღირს.

შეიძინე ბინა „მეტროპოლში“ და მიიღე საქართველო-ჩეხეთის მატჩზე დასასწრები საგზური

სააღდგომო ტკბილი პური – 5 სხვადასხვა ქვეყნის გამორჩეული ტრადიცია