in

პროფესია: პროდუქტის მარკეტერი

პროდუქტის მარკეტერი მარკეტინგის სფეროს სპეციალისტია, რომლის მთავარი მიზანი პროდუქტისა თუ სერვისის ბაზარზე წარმატებით გატანაა. მისი როლი მოიცავს პროდუქტზე მომხმარებლის ინფორმირებას, მისი უნიკალური ღირებულების ხაზგასმას და მომხმარებლების მოზიდვას. პროდუქტის მარკეტერის უმთავრეს როლს კომპანიაში კი წარმოადგენს ხარისხიან პროდუქტზე მუშაობა გუნდთან ერთად, იმისთვის რომ მომხმარებელს შესთავაზოს ღირებული და მის საჭიროებებზე მორგებული პროდუქტი თუ სერვისი.

პროდუქტის მარკეტერი ასევე არის “მაკავშირებელი რგოლი”  პროდუქტსა და მომხმარებელს შორის. მისი როლი პირდაპირ გავლენას ახდენს არა მხოლოდ გაყიდვებზე, არამედ ბრენდის იმიჯზე და მომხმარებლის ნდობაზე. ძლიერი პროდუქტის მარკეტერი კომპანიას ეხმარება ბაზარზე კონკურენციის გაძლიერებაში და მომხმარებლის ლოიალობის მოპოვებაში. მისი მიზანია, მოუსმინოს მომხმარებლის საჭიროებებს და ყოველთვის ღირებული და მათზე მორგებული პროდუქტი თუ სერვისი შესთავაზოს მას.

სტატიაში გაგიზიარებთ პროდუქტის მარკეტერის ძირითად ფუნქცია-მოვალეობებს:

ბაზრის კვლევა და ანალიზი

პროდუქტის მარკეტერი მუდმივად სწავლობს ბაზარს, კონკურენტებსა და სამიზნე აუდიტორიას, რათა გაიგოს:

  • მომხმარებელთა საჭიროებები და ტკივილები პროდუქტთან თუ სერვისთან მიმართებაში.
  • თანამედროვე ტენდენციები, რომლებიც გავლენას ახდენენ ბაზარზე.
  • კონკურენტების პროდუქტების სიძლიერეები და სისუსტეები, არა მხოლოდ ლოკალურ, არამედ საერთაშორისო ბაზარზეც.

პროდუქტის პოზიციონირება და სტრატეგიის შემუშავება

  • გუნდთან ერთად განსაზღვრავს, რა უპირატესობა აქვს პროდუქტს ბაზარზე და რატომ უნდა აირჩიონ მომხმარებლებმა ის.
  • ქმნის „პროდუქტის ნარატივს“ – მარტივ, მაგრამ დამაჯერებელ ისტორიას, რომელიც აუდიტორიას ამახსოვრდება.

პროდუქტის გაშვება ბაზარზე (Product Launch)

  • მარკეტერი პასუხისმგებელია პროდუქტისთვის მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავებაზე და მისი წარმატებული გაშვების უზრუნველყოფაზე.
  • ამ პროცესში ის კოორდინაციას უწევს სხვადასხვა გუნდს, რომლებიც უშუალოდ ჩართულნი არიან პროდუქტის შექმნასა და განვითარებაზე, როგორებიცაა ტექ. გუნდი, ბიზნეს გუნდი, მარკეტინგის სხვადასხვა კომპეტენციის გუნდები, მათ შორის – UX/UI და სხვა.

კამპანიების მართვა:

  • ქმნის მარკეტინგულ კამპანიებს, რომლებიც მიზნად ისახავს მომხმარებლების მოზიდვას და პროდუქტის სწორ პოზიციონირებას ბაზარზე.
  • იყენებს სხვადასხვა არხს, როგორიცაა სოციალური მედია, ელ. ფოსტა, რეკლამა, ღონისძიებები და სხვ.

პროდუქტის მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესება:

  • პროდუქტის მარკეტერი აგროვებს უკუკავშირს მომხმარებლებისგან და ამ ინფორმაციას იყენებს პროდუქტის დახვეწისა და გაუმჯობესებისთვის.
  • ხელს უწყობს პროდუქტის გამარტივებას და უკეთ შეთავსებას მომხმარებლის საჭიროებებთან.
  • მისი მიზანია პროდუქტი იყოს მუდმივად განვითარებადი და ინოვაციური.

გაყიდვების ზრდა:

  • პროდუქტის მარკეტერი ჩართულია შექმნილი პროდუქტის KPI-ის შესრულებაში ბიზნესის გუნდთან ერთად. ნებისმიერი დაგეგმილი კომუნიკაცია დგას რიცხვებზე და ემსახურება კომპანიის ბიზნეს ამოცანის წარმატებით შესრულებას. უშუალოდ კამპანიის წარმატებაც იზომება კონკრეტული მარკეტინგული მეტრიკებით, რომელსაც პროდუქტის მარკეტერი ბიზნეს KPI-ზე დაყრდნობით ისახავს.

აქვე გაგიზიარებთ იმ ძირითად უნარებს, რომელიც საჭიროა პროდუქტის მარკეტერისთვის:

ანალიტიკური აზროვნება: მონაცემების და ბაზრის კვლევის საფუძველზე სწორი გადაწყვეტილებების მიღების უნარი.

კომუნიკაციის უნარი: მარკეტერმა უნდა შეძლოს იდეების ეფექტურად გადმოცემა სხვადასხვა გუნდთან და მომხმარებელთან.

კრეატიულობა: საინტერესო კამპანიების და უნიკალური ნარატივების შექმნა.

ტექნოლოგიური უნარები: ციფრული მარკეტინგის ინსტრუმენტებისა და ანალიტიკური პლატფორმების ცოდნა.

სტეიკჰოლდერებთან კომუნიკაციის  უნარი: სხვადასხვა დეპარტამენტთან თანამშრომლობა და პროცესების კოორდინაცია.

სტატიაში გაგიზიარებთ თიბისის ციფრული ბანკინგის მარკეტინგის მიმართულების ლიდისა და სმარტ აკადემიის ლექტორის – სალი დადიანთან ინტერვიუს.

რომელი უნარები დაგეხმარა, გამხდარიყავი პროფესიონალი პროდუქტის მარკეტერი?

დიდი მადლობა, რომ დაინტერესდით ჩემი გამოცდილებით. ძალიან თამამი განაცხადია პროფესიონალი პროდუქტის მარკეტერი, მაგრამ როგორც კომპლიმენტს ისე მივიღებ.

რაც შეეხება უნარებს, უფრო მეტად ვიტყოდი, რომ მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილებაა ის წარმატების ინდიკატორი, სადაც ახლა ვარ. ვფიქრობ, ბევრი უნარი სჭირდება პროდუქტის მარკეტერს. პირველ რიგში, უნდა იყოს ბრძოლისუნარიანი, რისკიანი და რაც მთავარია ყოველთვის ფიქრობდეს მომხმარებელზე

პროდუქტის მარკეტინგი თავიდან ბოლომდე ბრძოლის ხელოვნებაა ჩემთვის და დაფუძნებულია სტრატეგიულ აზროვნებაზე

არ არსებობს 1 წარმატებული პროექტი მაინც, რის უკანაც არ დგას მომხმარებელი და ბიზნეს KPI. 

მთავარი უნარი წარმატებული კარიერისთვის არის შრომა, განვითარების მუდმივი წყურვილი, ცეცხლის ნაპერწკლები მუშაობისას და რწმენა, რომ სწორ, ღირებულ საქმეს აკეთებ და აუცილებლად მიაღწევ წარმატებას.  

თუ შენი საქმე არ გიყვარს, ამ მიმართულებაში მუშაობას თავი უნდა დაანებო. მე ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რასაც ვაკეთებ და ეს არის წარმატების ერთერთი რეცეპტი ჩემთვის, რომელიც, იმედია, სხვებსაც გამოადგებათ

გაიხსენე ერთი გამორჩეული პროექტი, რომელზეც გიმუშავია

ჩემი კარიერის მანძილზე, ყოველთვის მინდოდა გამეკეთებინა, რაიმე ისეთი, ბუმ! ვაუ! რაზეც პირველი, რომ ხალხი ილაპარაკებდა და მეორე ის, რომ იქნებოდა ღირებული

თიბისიში უკვე 6 წელია ვმუშაობამ წლების განმავლობაში მიმუშავია სხვადასხვა პოზიციაზე და მიმართულებაზე, მაგრამ ვფიქრობ, ყველაზე მეტად გამიმართლა, რომ საბოლოოდ ციფრულ მიმართულებაში ამოვყავი თავი, ჩავიბარე მობაილბანკი და ციფრული პროდუქტების მიმართულება და გადავეშვი ტექ. სამყაროში

როდესაც გამოწვევები, სტრესული გეგმები და ნული დრო მაქვს, ზუსტად მაშინ ვარ ყველაზე პროდუქტიული. ასე დაიწყო ჩემი ცხოვრების საუკეთესო პროექტის დაბადება კომპანიაში და შეიქმნა თიბისის მობაილბანკის თამაში, რომელზეც მთელი საქართველო საუბრობდა. იმხელა ჰაიპი აწია ამ პროექტმა და ისეთი მაგარი შედეგები დადო შექმნილმა პროდუქტმა, რომ დიდი ხანი ვერც ვიჯერებდი. მახსოვს, ერთადერთი რაც პროექტის დასრულებისას აღმომხდა იყო: “WE DID IT!”, და კი, ნამდვილადჩვენ”, ჩემი უმაგრესი, სუპერ პროფესიონალი გუნდი და მათი მხარდაჭერა და ენთუზიაზმი რომ არა, ეს პროექტი დღის სინათლეს ვერ ნახავდა

ყველაზე დიდი ხიბლი რაც აქვს პროდუქტის მარკეტინგს, არის რომ, მარტო არასდროს ხარ, შენ გარშემო დგას უდიდესი გუნდი, რომელიც პატარპატარა ნაბიჯებით გეხმარება უდიდესი წარმატების მიღწევაში. 

საიდან უნდა დაიწყო პროფესიის შესწავლა, რას ეტყოდი ადამიანს, რომელიც ახლა იწყებს ამ სფეროში განვითარებას

იკითხეთ ძალიან ბევრი, მიედ-მოედეთ ყველაფერს: მარკეტინგს, ფინანსებს, პროექტის მენეჯმენტს, გაიარეთ სარეკლამო სააგენტოს სკოლა, იმუშავეთ სტაჟიორად ამა თუ იმ მიმართულებით, ეცადეთ გაერკვიოთ ტექ. პროდუქტებში და მიმართულებებში, დასვით უამრავი კითხვა, “შეაწუხეთ” ყველა, ვისგანაც ღრუბელივით შეიწოვთ ღირებულ გამოცდილებებს, და რაც მთავარია, გჯეროდეთ საკუთარი შესაძლებლობების. წინ უდაოდ საინტერესო გზა გექნებათ გასავლელი, და უკან რომ მოიხედავთ და სიამაყით შეხედავთ თქვენ მიერ შექმნილ კამპანიასა თუ პროდუქტს, მაშინ მიხვდებით, თუ რამხელა ადრენალინია იყო წარმატებული და პროფესიონალი პროდუქტის მარკეტერი.

პროდუქტის მარკეტინგი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი პროფესიაა, რომლის სწავლა სმარტ აკადემიაში შეგიძლია.

გაეცანი დეტალებს და გაიგე მეტი რას ისწავლი კურსზე.

[პარტნიორის კონტენტი]

ქართველი გეიმდეველოპერის თამაშს 200 000 აქტიური მომხმარებელი ჰყავს

მერი გიორგობიანის ნამუშევრები Kia-მ გლობალური საკომუნიკაციო არხებისთვის შეარჩია