თუკი ბათუმის – საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მზარდი უძრავი ქონების – ბაზრით ხართ დაინტერესებული, მაშინ ეს სტატია აუცილებლად ბოლომდე უნდა წაიკითხოთ. ჩვენ გაგაცნობთ კომპანიას, რომელიც ამ ქაოსურ სფეროში გაგიკვალავთ გზას და ყველაზე დაცული, ინფორმირებული და მოგებიანი გადაწყვეტილებების მიღებაში დაგეხმარებათ.
ProfitKey Properties – ასე ჰქვია ორგანიზაციას, რომელიც 14-წლიანი გამოცდილების მქონე ექსპერტთა გუნდს აერთიანებს და ემსახურება უძრავი ქონებით დაინტერესებულ მომხმარებელთა ფართო სპექტრს. კომპანია სანდო პარტნიორია როგორც დეველოპერებისთვისა და ინვესტორებისთვის, ისე ინდივიდუალური პირებისთვის, რომლებიც საცხოვრებელი ფართის შეძენას გეგმავენ.
„ProfitKey Properties-ის მიზანია, კომპანიებსა და კერძო პირებს გაუმარტივოს ნავიგაცია ბათუმის უძრავი ქონების ბაზარზე. ჩვენ ვეხმარებით დეველოპერებს ახალი შესაძლებლობების აღმოჩენაში; ინვესტორებს – ინფორმირებული და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებაში; ხოლო მათ, ვისაც საცხოვრებელი ფართის შეძენა სურს – თავიანთი მიზნებისა და საჭიროებების შესაბამისი უძრავი ქონების პოვნაში. მტკიცედ შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი გუნდი ამ მისიის განხორციელებას უკვე წლებია წარმატებით ემსახურება… ამის დასტურია კმაყოფილი მომხმარებლების მაღალი მაჩვენებელი“, – აღნიშნავს ProfitKey Properties-ის გენერალური დირექტორი, ნატა სამნიძე.
PKP-ის მომსახურებები მოიცავს:
- უძრავი ქონების ბაზრის დეტალურ ანალიზს;
- ფინანსურ ანალიტიკასა და საინვესტიციო შესაძლებლობების შეფასებას;
- სტრატეგიების შემუშავებას, რომლებიც მაქსიმალურ სარგებელზეა ორიენტირებული;
- მოლაპარაკებების წარმოებასა და გარიგების პირობების ოპტიმიზაციას;
- სამართლებრივ მხარდაჭერას და დოკუმენტაციის სრულ შემუშავებას;
- მშენებლობის დაგეგმვისა და შესრულებისთვის საჭირო პროცედურების მართვას;
- სასურველი ობიექტების მოძიებას, ლოკაციის შეფასებას;
- მარკეტინგულ მომსახურებას, მათ შორის ობიექტების პოზიციონირებას ბაზარზე.
ამ დრომდე, PKP-ის გუნდმა 1000-ზე მეტი წარმატებული გარიგება გააფორმა. მათი მომხმარებლების კმაყოფილების მაჩვენებელი კი 98%-ს აჭარბებს, რაც კომპანიის მომსახურების ხარისხის ნათელი მაგალითია. მისი მომსახურებით წლებია, აქტიურად სარგებლობენ უძრავი ქონების შეძენით დაინტერესებული ინდივიდუალური მსურველები და მსხვილი დეველოპერული კომპანიები.

ProfitKey Properties-ის მომსახურებების, შეთავაზებებისა და მიღწევების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე.
დაინტერესების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიის წარმომადგენლებს და მიიღოთ პროფესიონალური რჩევა თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე.
[R]












