5 და 6 დეკემბერს „ექსპო ჯორჯიაში“ უძრავი ქონების ფორუმი – „ექსპო 2025“ გაიმართება. ღონისძიების ერთ-ერთი გამორჩეული მონაწილე საინვესტიციო-საკონსულტაციო კომპანია ProfitKey Properties იქნება, რომელიც დამსწრე საზოგადოებას ბათუმის ორ უმსხვილეს პროექტს და მათზე მოქმედ ექსკლუზიურ შეთავაზებებს წარუდგენს.
უპირველესად Ambassadori Island-ით უნდა დავიწყოთ, პროექტით, რომელიც ხელოვნური კუნძულის უნიკალურ და ინოვაციურ კონცეფციას ეფუძნება. ის პრემიუმ საცხოვრებელ სივრცეებს, სასტუმრო ინფრასტრუქტურას, რეკრეაციულ ზონებსა და ეკოლოგიურად გააზრებულ არქიტექტურას აერთიანებს და ჰარმონიულ ეკოსისტემას ქმნის. გარდა ამისა, Ambassadori Island-ის მშენებლობაში გამოიყენება თანამედროვე მიდგომები და მდგრადი ტექნოლოგიები, რასაც, მის უნიკალურ კონცეფციასთან ერთად, რეგიონის მასშტაბით ანალოგი ჯერჯერობით არ აქვს.
სპეციალურად გამოფენისთვის, Ambassadori Island-ზე ამოქმედდება განსაკუთრებული შეთავაზება – კონკრეტული საინვესტიციო აპარტამენტების შეძენას დაინტერესებული პირები 5%-იანი ფასდაკლებით შეძლებენ.
„Ambassadori Island-ის მთავარი ღირებულება მისი გეოგრაფიული და კონცეპტუალური უნიკალურობაა. პროექტი აკმაყოფილებს საერთაშორისო ბრენდის სტანდარტს, გააჩნია პრემიუმ ხარისხის ინფრასტრუქტურა და წარმოადგენს ტურისტულად მაღალი აქტიურობის ზონას. მაღალი ლიკვიდურობის, მდგრადი შემოსავლების პოტენციალისა და უძრავი ქონების ღირებულების სტაბილური ზრდის გამო, ის რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული პროექტია საინვესტიციოდ“, – ამბობს PKP-ს საინვესტიციო მიმართულების ხელმძღვანელი ნინა სამნიძე.

ბათუმის მეორე გამორჩეული პროექტი, რომელსაც PKP „ექსპო 2025-ზე“ წარადგენს, Like House-ს Blue Sky Tower-ია, რომელიც დაინტერესებულ პირებს სთავაზობს საცხოვრებელი და საინვესტიციო დანიშნულების სტუდიოს ტიპის, 1 და 2 ოთახიან აპარტმენტებს. „ექსპო 2025-ის“ ფარგლებში კი მათზე ამოქმედდება ფასდაკლებები. კონკრეტულად, 50 $/მ² იქნება საცხოვრებელ ერთეულებზე, ხოლო 75 $/მ² – საინვესტიციო აპარტმენტებზე.
განსაკუთრებულად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ Blue Sky Tower-ის მობინადრეებს შესაძლებლობა ექნებათ სრულად ისარგებლონ Holiday Inn-ს პრემიუმ ინფრასტრუქტურით – აუზით, სპა ცენტრით, ფიტნეს სივრცით, რესტორნებითა თუ სხვა მომსახურებებით. ეს კი არამხოლოდ ამცირებს დამატებითი ხარჯების გაღების საჭიროებას, არამედ ქმნის გრძელვადიან კომფორტს.
„Blue Sky Tower-ში უძრავი ქონების შეძენა მყიდველს აძლევს როგორც დაუყოვნებელ, ისე გრძელვადიან ფინანსურ სარგებელს. პროექტის პრემიუმ ლოკაცია, დასრულებული ინფრასტრუქტურა და Holiday Inn-ის სერვისებზე წვდომა ქმნის მაღალ რენტაბელობას და სტაბილური შემოსავლების გარანტიას. საშემოდგომო ფასდაკლებები კი ზრდის პროექტის ხელმისაწვდომობას და ინვესტირებას კიდევ უფრო მომგებიან გადაწყვეტილებად აქცევს“, – ამბობს ნინა სამნიძე.
Ambassaori Island-ისა და Blue Sky Tower-ის შესახებ მეტს „ექსპო 2025-ზე“ შეიტყობთ, აქვე დეტალურად გაეცნობით შეძენის პირობებს და მიიღებთ ამომწურავ პასუხებს ProfitKey Properties-ს გუნდისგან.
[R]











