in ,

PROFIX.GE – დამსაქმებლისა და დასაქმებულის დამაკავშირებელი ინოვაციური ინტერნეტ პლატფორმა

Startauperi
Startauperi
თაზო ბეჟანიშვილი
თაზო ბეჟანიშვილი

PROFIX.GE ინოვაციური ინტერნეტ – პლატფორმაა, რომელიც  საქართველოში მოქმედ სხვადასხვა დარგის სპეციალისტს აერთიანებს. ვებგვერდის მეშვეობით ნებისმიერ მათგანს შეუძლია უფასოდ გაიაროს ონლაინ რეგისტრაცია, ხოლო დამკვეთმა, ღილაკზე ერთი ხელის დაჭერით, მისთვის სასურველი სპეცილისტი აირჩიოს. შეფასების 10 ბალიანი სისტემა კი, კვალიფიციური პროფესიონალის შერჩევას უფრო მარტივს ხდის. ვებგვერდის ოფიციალური მფლობელი კომპანია „პრო გრუპია”. როგორ მუშაობს საიტი და რა პრინციპებს ეფუძნება ის, PROFIX.GE-ის თანადამფუძნებლის, თაზო ბეჟანიშვილის ინტერვიუდან შეიტყობთ.

M: მოგვიყევით Profix.ge-ის შესახებ. როგორ მუშაობს ის?

მოკლედ რომ ვთქვათ, PROFIX.GE ხალხს აკავშირებს ერთმანეთთან. ესაა ვებგვერდი, რომელიც, ერთის მხრივ, სხვადასხვა პროფესიის მქონე ადამიანებს შესაძლებლობას აძლევს ინტერნეტის მეშვეობით გაზარდონ შეკვეთების, ანუ დამკვეთების რაოდენობა და მეორეს მხრივ, დამკვეთს აძლევს შესაძლებლობას, სახლიდან გაუსვლელად იპოვოს მისთვის სასურველი პროფესიონალი ნებისმიერი სფეროდან. PROFIX.GE-ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა სპეცილისტების შეფასების ობიექტური სარეიტინგო სისტემაა, რომელიც მომხმარებელს (დამკვეთს) უადვილებს კვალიფიციური სპეციალისტის არჩევას.

PROFIX.GE-ის ვებ-გვერდი მაქსიმალურად მარტივად არის აწყობილი და მისით სარგებლობა ნებისმიერი ასაკის ადამიანისათვისაა შესაძლებელი. დამკვეთი, ფაქტობრივად, 3 “კლიკით” ირჩევს მისთვის საინტერესო სპეციალისტს, რის შემდეგაც ჩვენი თანამშრომლები 15 წუთის განმავლობაში აკავშირებენ მათ ერთმანეთთან.

unnamed (3)

M: როგორ გაჩნდა ამ ბიზნესის წამოწყების იდეა?

ჩვენს ქვეყანაში ყველაზე მწვავე და გადაუჭრელ პრობლემად დღემდე უმუშევრობა რჩება. მიუხედავად იმისა, რომ ფაქტობრივად ყველა სფეროში  არსებობს კვალიფიციური სპეციალისტების დიდი რაოდენობა, პრობლემას მათი დამკვეთთან დაკავშირება წარმოადგენს. ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ, ამ კატეგორიის ხალხისთვის შეგვექმნა ახალი ონლაინ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ვებგვერდი, რომელიც  მათ საკუთარი თავის რეალიზებასა და დამკვეთების პოვნაში დაეხმარებოდა. PROFIX.GE დამაკავშირებელი ხიდის ფუნქციას ასრულებს და ორივე მხარეს უმარტივებს ერთმანეთის პოვნასა და ურთიერთობას.

M: რა სირთულეები შეგხვდათ სტარტპის წამოწყებისას?

ასეთი ტიპის საიტი ჩვენ ქვეყანაში არის ახალი და ინოვაციური, ამის ფონზე ვაწყდებით გარკვეულ პრობლემებს, მაგ. ზოგიერთვისთვის ჩვენი საიტის კონცეფცია და მიზანი ჯერ-ჯერობით გაუგებარია. თუმცა, ეს ჩვენთვის სიურპრიზი ნამდვილად არ ყოფილა, პირიქით, ამისთვის მზად ვიყავით და მაქსიმალურად ვცდილობთ როგორც სპეციალისტებს, ასევე მომხმარებლებს გავუწიოთ კონსულტაცია და დეტალურად ავუხსნათ ჩვენი კომპანიის იდეა, როგორც ფეისბუქ გვერდის, ასევე ჩვენი თანამშრომლების მეშვეობით.

profix.geM: რა ეტაპზე ხართ ამჟამად?

უკვე ერთი თვეა, რაც ჩვენი საიტი ამოქმედდა. ამჟამად საიტზე სპეციალისტების ბაზის შევსება მიმდინარეობს. ჩვენთან თანამშრომლობაზე სურვილი უკვე გამოთქვა 820-მა პიროვნებამ, ხოლო 500 სპეციალისტთან უკვე შედგა პირადი გასაუბრება.

მინდა აღვნიშნო, რომ საიტზე დარეგისტრირება სპეციალისტებისთვის უფასოა. ასევე ის სპეციალისტები, რომლებიც პირად გასაუბრებას გადიან ჩვენ ოფისში, ანკეტაში ენიჭებათ ვერიფიკაციის სტატუსი, ანუ ადგილზე ხდება მათი პორტფოლიოების, დიპლომებისა და სერთიფიკატების გადამოწმება, რაც თავის მხრივ დიდ ნდობას იწვევს დამკვეთში.

უკვე ერთი კვირაა, რაც მომხმარებელს მიეცა საშუალება სპეციალისტის არჩევის ღილაკით ისარგებლოს. დაინტერესება დიდია როგორც სპეციალისტების, ასევე მოხმარებლების მხრიდან. ამ მოკლე დროში უკვე დავაკავშირეთ რამდენიმე ადამიანი და ზოგიერთმა სპეციალისტმა უკვე მოასწრო კიდეც დადებითი შეფასების მიღება.

unnamed (4)

M: როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

სამომავლოდ ძალიან ამბიციური და დიდი გეგმები გვაქვს, რადგანაც ჩვენი გუნდის აზრით, ამ პროექტს აქვს დიდი პოტენციალი, ქვეყანაში და კონკრეტულად დასაქმების სფეროში ახალი, საინტერესო და რაც მთავარია, გამჭვირვალე გარემო შექმნას იმ პიროვნებებისთვის, ვისაც სურთ მუშაობა და ასევე, აქვთ სურვილი რეიტინგისა და შეფასებების მეშვეობით, თავის სპეციალობაში პროფესიული ზრდა ჰქონდეთ. მარტივი ენით რომ ვთქვათ, ცუდი შეფასების შემთხვევაში, შეცდომებისგან და კონსტრუქციული კრიტიკისგან სარგებელი გამოიტანონ და თავისი სერვისის ხარისხი გააუმჯებოსონ.

კონკრეტულ გეგმებს რაც შეეხება, გვინდა PROFIX.GE მთელი ქვეყნის მასშტაბით იყოს ხელმისაწვდომი როგორც სპეციალისტებისთვის, ასევე მოხმარებლებისთვისაც. ამიტომ, ვეცდებით ეტაპობრივად  დავამატოთ საიტზე ახალი ქალაქები.

Untitled

“ძვირფასო, ეს ის არ არის, რაც შენ გგონია!” – 1000 დოლარიანი ქურქის ისტორია

მამაკაცის თვალით დანახული ქალური სილამაზე – Dove–ის უჩვეულო ექსპერიმენტი