„პროფის” მომსახურების სპექტრი თავიდანვე ფართო იყო, თუმცა კომპანია მუდმივად ფიქრობს სიახლეებზე, მომხმარებლის სურვილების შესრულებაზე და 2023 წლის ზაფხულს, გარკვეულ ანგარიშთან ერთად, მიმდინარე გეგმებსაც გვაცნობს.
ჯერ გავიგოთ, რა შესრულდა, ხოლო შემდეგ აქვე გეტყვით, კიდევ რა შესრულდება ისეთი, რაც პროფის მომხმარებელს გულს გაუხარებს.
რა შესრულდა
წინა წელთან შედარებით ორჯერაა გაზრდილი როგორც შეკვეთების რაოდენობა, ისე დასაქმებულთა რიცხვი. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ 2023 წლის ნახევარია გასული, პროფის პლატფორმაზე 400-მდე სერვისის მიმწოდებელი დასაქმდა, რომლებიც ახერხებენ იმას, რომ თავიანთი პროფესიონალიზმითა და საქმისადმი უბადლო მიდგომით, საკმაოდ სოლიდური თანხაც გამოიმუშაონ. იმის დასამტკიცებლად, რომ ეს მხოლოდ სიტყვები არ არის, კომპანია, რა თქმა უნდა, მუდმივად აკეთებს ანალიზს, რომელმაც გამოავლინა, რომ დალაგების კატეგორია თვეში 3000 + ლარის გამომუშავებას ახერხებს, ხელოსნისა კი – 6000 +.
რაც შეეხება მომხმარებლის მხარეს, მათი რაოდენობა 100 000-ს გადასცდა და 70 000 შესრულებული შეკვეთიდან უარყოფითი შეფასება თითქმის არ ყოფილა. ამაზე მეტყველებს რეიტინგები, რომლებიც პირდაპირ ციფრებში ასახავს რეალობას: apple store 4.9, google 4.7.
პროფიმ გაითვალისწინა მომხმარებლის სურვილები სეზონურ სერვისებთან დაკავშირებითაც და დაამატა ისეთი მომსახურება, როგორიცაა, მაგალითად, საქანელას აწყობა და მონტაჟი. კომპანიას დაემატა ტანსაცმლის ქიმწმენდაც და სხვა მსგავსი მიკროსერვისები.
მიმდინარე სიახლეები
ახლახან დასრულდა სადაზღვევო კომპანიასთან 4-თვიანი მუშაობის პროცესი, რომელიც უნიკალური პროდუქტის შეთავაზებას ისახავდა მიზნად. კერძოდ, მომხმარებელს შეეძლება, მინიმალური თანხის (1.5 ლარის) გადახდის სანაცვლოდ, ნებისმიერი სერვისი დააზღვიოს, რაც მას ყველა თეორიულ თუ ფინანსურ რისკს ააცილებს თავიდან, რაც კი შეიძლება წარმოიქმნას სერვისის მიწოდების პროცესში.
ამას გარდა, პროფიმ დაიწყო მობილური აპლიკაციის სრული რედიზაინი. ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რა დეტალები შეიცვლება აპში, თუმცა კომპანია მომხმარებელს ჰპირდება, რომ აპლიკაცია მათ სრულიად ახალ გამოცდილებასა და შესაძლებლობებს შესთავაზებს.
[R]