in

Profy – შენი საყოფაცხოვრებო საჭიროებების მოსაწესრიგებლად

სანამ სტატიის ძირითად თემაზე გადავალთ, მოდი, შევთანხმდეთ – ყველა ჩვენგანი ოცნებობს ცხოვრების გამარტივებაზე, ყველას გვსურს რუტინული საქმეები ჩვენ მაგივრად სხვებმა აკეთონ და ხშირ შემთხვევაში, სიზარმაცე და სურვილიც რომ გვერდზე გადავდოთ, არის რაღაც საქმეები, რომლებიც უბრალოდ არ ვიცით, როგორ კეთდება. მაგალითად: გაფუჭებული ონკანის გამოცვლა, იმ ლეპტოპის გადარჩენა, რომელშიც წყალი ჩავიდა, დამშვიდება, როცა შემთხვევით სანტექნიკამ გვიმტყუნა და მეზობელი ჩავრეცხეთ, რბილი ავეჯიდან ლაქების ისე ამოყვანა, რომ ხელები არ შევწიროთ და კიდევ უამრავი ასეთი მაგალითი რომ არ გაგვახსენდეს, ახლა აქ გაგაჩერებთ…

არცოდნის გარდა, ცხოვრების აჩქარებული ტემპიდან გამომდინარე, როცა დილას თავქუდმოგლეჯილები გავრბივართ სამსახურში ან დავალება დავალებაზე მოგვდის, თუნდაც დისტანციურად ვმუშაობდეთ, ვერ ვასწრებთ სახლის საქმეების დროულად მიხედვას. ალბათ ხშირად გაქვთ შემთხვევა, როცა სამსახურიდან სახლში დაბრუნებულებს, არეული ოთახები გხვდებათ ან სახლში ხართ, მაგრამ ბევრი სხვა საქმის გამო, ვერ ახერხებთ დროულად ყველაფრის მოწესრიგებას. არადა, არეული სახლი არც ჩვენ მოგვწონს და თან იქნებ, მოულოდნელად მეგობარი გვესტუმრა ან მეზობელი შემოვიდა? სხვა ადამიანისთვის იმის ახსნა, რომ სახლში ყველაფერი თავდაყირა დგას, ცოტა გვიჭირს ხოლმე. ამ მიზეზების გამო, ალბათ ხშირად ოცნებობთ, რომ გექნებათ ჯადოსნური ჯოხი, რომლის მოქნევითაც ყველაფერი თავისით შეკეთდება, დალაგდება, თავის ადგილას დაეწყობა და როგორც კრისტალურად სუფთა ნივთების რეკლამებშია ხოლმე, ბოლოს ბრჭყვიალსაც დაიწყებს…

ჯადოსნური ჯოხი, სამწუხაროდ, ზღაპრული გამონაგონია, რეალურ ცხოვრებაში ის არ არსებობს, მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ზღაპრული საგნები გააცოცხლონ და ამას არსებული ხელსაწყოებით აკეთებენ. PROFY ერთ-ერთი ასეთი გუნდის მიერ შექმნილი პლატფორმაა. ეს არის აპლიკაცია, რომელსაც თუ ერთხელ გადმოწერთ, არასოდეს წაშლით თქვენი სმარტფონიდან, რადგან ის აგვარებს ისეთ საკითხებს, როგორებიც ზემოთ ჩამოვთვალეთ და მეტსაც. მის სერვისებში შედის როგორც ტექნიკისა და საყოფაცხოვრებო ნივთების შეკეთება, ისე დალაგება-დასუფთავება, IT მომსახურება და სხვა. „პროფის” აპლიკაციასა და საიტზე კატეგორიების მიხედვით დაყოფილ ქვესერვისებს ნახავთ, რომლებიც ნებისმიერ სიტუაციაში გამოგიყვანთ უხერხული სიტუაციიდან, დაზოგავს თქვენს დროს და, რაც მთავარია, ამ ყველაფერს მოხერხებულად და მარტივად გააკეთებს.

„პროფი” რამდენიმე წელია, რაც შეიქმნა და მას უკვე ბევრი კმაყოფილი მომხმარებელიც ჰყავს, თუმცა მისი ფუსფუსა წევრები მუდმივად ფიქრობენ მომხმარებელსა და იმაზე, რა სერვისი დაამატონ, კიდევ რით გაამარტივონ რუტინული საქმეები. ამ ეტაპზე ორი საინტერესო სიახლეა: დიასახლისის კატეგორიას დაემატა სახლის წვეულებების მიმტანის გამოძახების სერვისი. აი, წარმოიდგინეთ, რამდენჯერ აღმოჩენილხართ სიტუაციაში, როცა ყველაფერი გაამზადეთ, გააწყვეთ სუფრა, მოვიდნენ სტუმრები, გსურთ, მათთან ერთად დასხდეთ, ისაუბროთ, ივახშმოთ და გაერთოთ, ამ დროს კი ხან თეფშია გამოსაცვლელი, ხან გაგახსენდათ, რომ დესერტის დროა, ხან რა და ხან რა. პროფი გთავაზობთ მიმტანის მომსახურებას, რომელიც ყველა ამ საქმეს შეითავსებს თქვენი სახლის წვეულებაზე, თავად კი შეგეძლებათ ახლობლებთან ურთიერთობით დატკბეთ. 

Profy-ის მეორე სერვისია რბილი ავეჯის ქიმწმენდა სახლის პირობებში. დაგვეთანხმებით, რბილი ავეჯის მოვლა არც ისე მარტივია. მუდმივად გვიწევს ფრთხილად ყოფნა, რომ შემთხვევით არ დავსვაროთ, რამე არ დაიღვაროს და ასე შემდეგ, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ, როგორ კარგადაც არ უნდა ვუფრთხილდებოდეთ, ნებისმიერი რბილი ავეჯი ჭუჭყიანდება და საგულდაგულო დასუფთავებას საჭიროებს. ამ პრობლემას პროფების ახალი სერვისით მოვაგვარებთ. ავეჯის არც სადმე წაღება და წვალება მოგვიწევს, აპლიკაციის ერთი-ორი კლიკით, ჩვენთან გაჩნდება ადამიანი, რომელმაც კარგად იცის ეს საქმე.

გარდა იმ სიკეთეებისა, რაც უკვე ჩამოგითვალეთ, პროფს თქვენთვის კიდევ ერთი სასიამოვნო ამბავი აქვს – აპლიკაციის ჩამოტვირთვისა და რეგისტრაციის შემდეგ, თქვენს ანგარიშზე 10 ლარი ირიცხება, პირველი შეკვეთის განთავსებისას კი შეგიძლიათ ამ 10 ლარიანი ფასდაკლებით ისარგებლოთ. 

ერთი სიტყვით, დამღლელი და რუტინული ამბების მოსაგვარებლად რომ ჯადოსნურ ჯოხზე ოცნება აღარ არის საჭირო, იმედია, უკვე გაგაგებინეთ. ახლა მხოლოდ ისღა დარჩა, რომ მიმოიხედოთ, რამე ხომ არ არის გაფუჭებული ან დასალაგებელი? მერე კი ამ ბმულებს დააკლიკოთ, საიდანაც ანდროიდელები და აიოსელები Profy-ის გადმოწერას წამებში შეძლებთ. 

[R]

მეცნიერებმა ნარცისიზმის ორი ტიპი გამოყვეს — კვლევა

აზროვნება დინამიკაში! – ასე შეიქმნა კომპანია „რეფორმას“ ბრენდინგი