in

დალაგების სერვისი და ხელოსნის მომსახურება ერთ პლატფორმაზე – PROFY

თანამედროვე ცხოვრების ტემპი ძალიან აჩქარებულია. ხშირად იმდენადაც კი, რომ ერთი სამუშაო დღის განმავლობაში სამსახურის საქმეების გარდა დრო არაფრისთვის გვრჩება. თუმცა, გვსურს თუ არა, ჩვენი დღეები არამხოლოდ სამსახურეობრივი, არამედ ყოფითი მოვალეობებითაც საკმაოდაა დატვირთული. ერთ-ერთ ასეთ მოვალეობას წარმოადგენს სახლის დალაგება-მოწესრიგება.

თუმცა, როცა ასეთი დატვირთული რეჟიმით ვმუშაობთ ხოლმე, ჩვენთვის კიდევ ერთ და დიდ თავსატეხს წარმოადგენს ტექნიკური პრობლემები, მაგალითად, როგორიცაა: ნიჟარის გაჭედვა, ონკანის მწყობრიდან გამოსვლა, მილიდან გაჟონვა და ა.შ ეს უკვე ის შემთხვევაა, როცა არათუ ენერგია, არამედ ჩვენი კომპეტენციაც კი ვეღარ გვიშველის მსგავს საქმეებში.

PROFY სწორედ ის პლატფორმაა, რომელიც ნებისმიერ მსგავს “წუხილს” ძალიან მარტივად და სწრაფად აქრობს. მისი მეშვეობით შესაძლებელია, სანდო დამლაგებლისა და პროფესიონალი ხელოსანის მარტივად მოძიება, ნებისმიერ, თქვენთვის ხელსაყრელ დროს გამოძახება და ყველა იმ “სახლური პრობლემის” მოგვარება, რომელსაც დროთა განმავლობაში აწყდებით ხოლმე. PROFY ერთ-ერთი ქართული, წარმატებული სტარტაპია, რომელმაც ოპერირება 2019 წელს დაიწყო. ამავე წელს მან TBC Business Award-ზე, ქვეყნის საუკეთესო სტარტაპის ტიტულიც კი მოიპოვა.

და მაინც, რას გვთავაზობს PROFY?

თუკი სახლისთვის დიდი ხანია, ხელი არ შეგივლიათ და გენერალური დალაგებისთვის დრო ფიზიკურად არ გაქვთ, PROFY-ს დამლაგებლები “უგენერალურესად” დაალაგებენ თქვენს სახლს. აი, თუკი მაინც ახერხებთ სახლის დალაგებას, მაგრამ ამ მომენტში გადარბენაზე იმყოფებით და ამისთვის არ გცალიათ, PROFY ორსაათიან დალაგებას გთავაზობთ. დალაგების სერვისი ასევე მოიცავს სტანდარტულ დალაგებასაც, რომლის ფარგლებშიც შეგიძლიათ, მიუთითოთ, რომელი ოთახების დალაგება გსურთ. და კიდევ – PROFY აგარიდებთ იმ დიდ თავის ტკივილს, რასაც რემონტის შემდგომი სახლის დალაგება წარმოადგენს. მითითების შემთხვევაში, PROFY-ს დამლაგებელი ხსნარებსაც წამოიღებს.

როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, PROFY ხელოსნის მომსახურებასაც გთავაზობთ. ხშირად ხდება ისე, რომ ტექნიკური პრობლემები “სურპრიზებივით” მყისიერად გვევლინება ხოლმე. მსგავს პრობლემებს ძალიან მარტივად PROFY მოაგვარებს! მის ხელოსნებს შეუძლიათ: შეაკეთონ, კონსულტაცია გაგიწიონ, დაამონტაჟონ გაზქურა, სარეცხი მანქანა, ჭურჭლის სარეცხი მანქანა, მაცივარი და ტელევიზორი.

მილი გასკდა? PROFY შეაკეთებს! PROFY-ს ხელოსნებს შეუძლიათ ნებისმიერი სახის წყალგაყვანილობებისა და დენგაყვანილობების მონტაჟი, შეკეთება. კონდიცირებისთვის საჭირო ყველა მომსახურების გაწევა, იქნება ეს გათბობის დემონტაჟი, კონდიციონერის მონტაჟი, შეკეთება თუ სხვა.

ავეჯს მარტო ვერ აწყობთ? PROFY დაიხმარეთ! PROFY-ს ხელოსანს შეუძლია, სხვადასხვა ტიპის ავეჯი ააწყოს, შეაკეთოს ან სულაც რესტავრაცია გაუკეთოს მას.

თუ კარი ჩაგეკეტათ, 112-ში დარეკვა საჭირო ნამდვილად აღარ არის. PROFY გააღებს! მისი ხელოსანი არათუ ჩაკეტილ კარს, არამედ საკეტის არმქონე კარსაც კი უშველის და საკეტს დაუმონტაჟებს.

PROFY შეაკეთებს და დაამონტაჟებს სახლის სხვადასხვა აქსესუარსაც, იქნება ეს: თარო, სარკე, ფარდა, კარნიზი თუ სხვა. მოკლედ, ყველაფერი ის, რაც სახლის ინტერიერს ქმნის.

და ბოლოს, ვინდოუსის გადასაყენებლად ან ნებისმიერი IT პრობლემის მოსაგვარებლად სადარბაზოში გამოკრული ნომრების ძებნა აღარ მოგიწევთ. PROFY-ს IT მომსახურებაც აქვს, რომლითაც მარტივად შეძლებთ აღნიშნული პრობლემების მოგვარებას.

ერთი სიტყვით, აღნიშნული პლატფორმა აერთიანებს როგორც ხელოსნის მომსახურებას, ისე დალაგების სერვისსაც. მითითებული სერვისები ხელმისაწვდომია PROFY-ს ვებგვერდსა და აპლიკაციაში (IOS, Android). მათი მეშვეობით მარტივად, სულ რამდენიმე “კლიკით” (და მყისიერად, ბარათით გადახდით) შეძლებთ თქვენთვის სასურველი სერვისის შეკვეთას.

აშკარაა, რომ PROFY-ში მომსახურების მრავალფეროვნება ბევრი პრობლემის გადაწყვეტის შესაძლებლობას გვაძლევს. ამიტომ, თუკი უბრალოდ სახლში ყოფნას და მათ მოგვარებას ვერ ახერხებთ, ან სახლში ხართ და მათთვის, ფაქტობრივად, არ გცალიათ, PROFY დაალაგებს, შეაკეთებს, დაამონტაჟებს და გაწევს ყველა იმ მომსახურებას, რაც თქვენ და თქვენს სახლს გჭირდებათ. თანაც, პირველი შეკვეთისას, 20%-ის დაზოგვაა შესაძლებელი. თვალი ადევნეთ პროფის აპლიკაციას/გვერდს, რადგანაც ის სამომავლოდ ბევრ სიახლეს ჰპირდება თავის მომხმარებელს.

[R]

Instagram-მა პლატფრომაზე Tik-Tok-ის მსგავსი კიდევ ერთი ფუნქცია დაამატა!

ავთანდილ გახოკიძის ფერადი “გრაფიკები” – ფერწერული ობიექტები