11
Jun
2019

როგორ გამოვიძახო ხელოსანი მარტივად? – ქართული პლატფორმა Profy505

11 Jun 2019

ხელოსნის გამოძახება ბევრისთვის საკმაოდ დიდ ძალისხმევასთანაა დაკავშირებული: ჯერ სპეციალისტი უნდა მოიძიო, შემდეგ დროზე შეუთანხმდე, სერვისის ღირებულებაზე, თვალი ადევნო, რომ სამუშაო ჯეროვნად შესრულდეს… თან, როგორც წესი, ის იმ დროს გჭირდება, როდესაც სადღაც სხვაგან გაგვიანდება. როგორ ვიპოვოთ საჭირო ხელოსანი?  ამ კითხვაზე გამოსავლის ძიება პლატფორმა Profy505-ის შექმნის შთაგონების წყაროდ იქცა. “ყველა საყოფაცხოვრებო სერვისი ერთ სივრცეში” – სანტექნიკოსი, ელექტრიკოსი და სხვა სპეციალისტი ერთ ვებგვერდზე შეიძლება მოიძებნოს. მეორე მხრივ, Profy505 ხელოსნებს თავიანთი სერვისის გაყიდვასა და დამატებითი შემოსავლის მიღების შესაძლებლობას უქმნის. როგორც კომპანია Profy505-ის გენერალური მენეჯერი, ირაკლი ზანთარაია გვიყვება, ყველაფერი პირადი გამოცდილებით დაიწყო:

“ერთ დღეს მაცივარი გაგვიფუჭდა და დაგვჭირდა ხელოსნის მომსახურება. არ გვეგონა, რომ დიდი თავგადასავალი გველოდა, სანამ ხელოსნის მოძებნა არ დავიწყეთ. როგორც აღმოჩნდა, ბაზარზე არ არსებობდა სივრცე, სადაც მარტივად შევძლებდით ჩვენთვის სასურველი ხელოსნის მოძიებას და გამოძახებას. მოგვიწია სხვადასხვა კომპანიაში დარეკვა, ფასების შედარება. სოციალური ქსელების განცხადებების ავტორებთან მიწერა. განცხადებების საიტებზე ძებნა,ზოგს არ ეცალა, ზოგიც არ გვპასუხობდა. აღმოჩნდა, რომ საკმაოდ გამაღიზიანებელი და ხანგძლივი პროცესი ყოფილა საჭირო, ერთი შეხედვით მარტივი პრობლემის მოსაგვარებლად.

დიდი ძალისხმევის შემდეგ, როგორც იქნა, მოვიდა ბატონი და გაგვიკეთა მაცივარი, რომელიც მეორე დღეს ისევ გაფუჭდა. ხელოსანს დავუკავშირდით და ავუხსენით, რომ მისი საქმე არ იყო სათანადოდ შესრულებული. ისიც შეგვპირდა, რომ აუცილებლად მოვიდოდა და გამოასწორებდა. სამწუხაროდ არ მოსულა, ტელეფონზეც არ გვპასუხობდა და მას მერე, არც გვინახავს. ამ გამოცდილებიდან გამომდინარე, დავიწყეთ საკითხის შესწავლა. როგორც აღმოჩნდა, საკმაოდ პრობლემური სფერო ყოფილა და ჩვენ გარდა, ძალიან ბევრ ადამიანს აწუხებდა ეს საკითხი.”

M: რას მოიცავს თქვენი პლატფორმა? რა სერვისები გაქვთ?

ბაზრის შესწავლის შემდეგ, გადავწყვიტეთ შეგვექმნა პლატფორმა, რომელიც მარტივად დააკავშრებდა სერვისის მაძიებელს და კვალიფიციურ შემსრულებელს ერთმანეთთან., ასე შეიქმნა Profy. ამ ეტაპზე, მომხმარებელს ვთავაზობთ ოსტატის მომსახურებას შემდეგი მიმართულებით: სანტექნიკა, ელექტრობა, კარი და საკეტები, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, გათბობა კონდიცირება, გაჭედილი კანალიზაცია, უნივერსალური ხელოსნის მომსახურება, ავეჯის შეკეთება. ასევე, ყოველდღიურად აქტიურად ვმუშაობთ სერვისების დამატებაზე, და სულ მალე, ჩვენი პლატფორმა მოიცავს სახლთან დაკავშირებულ ყველა სერვისს.

M: ვისთვის არის განკუთვნილი Profy505?

Profy არის განკუთვნილი ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც სჭირდება კვალიფიციური ოსტატის მომსახურება. ჩვენი მთავარი მიზანია, მომხმარებელს შეეძლოს, კომფორტულ სივრცეში გადაჭრას პრობლემა მისთვის მისაღებ ფასად. ვინაიდან ტარიფებს თავად ოსტატები აწესებენ, ყველა მომხმარებელს შეუძლია თავად აირჩიოს ოსტატი, რომელიც ხარისხიანად შეასრულებს სამუშაოს, მისაღებ ფასად.

M: რითაა საინტერესო თქვენი პლატფორმა თავად იმ ადამიანებისთვის, ვინც სერვისს აწვდის მომხმარებელს?

Profy არის პლატფორმა, რაც ნიშნავს იმას, რომ მოქნილია და საშუალებას იძლევა მოგებიანი სივრცე იყოს. ჩვენს Profy-ებს შემდეგი უპირატესობა აქვთ:

  • თავისუფალი გრაფიკი – ჩვენი Profy-ების უმეტესობა არის დასაქმებული სერტიფიცირებული სპეციალისტი. თავისუფალ დროს, იყენებენ ჩვენს აპლიკაციას და თავად აწესებენ სამუშაოს გრაფიკს.
  • დამატებითი შემოსავალი – Profy დამატებითი შემოსავლის კარგი წყაროა. პლატფორმის დახმარებით, ჩვენი Profy-ბი საკმაოდ სოლიდურ შემოსავალს გამოიმუშავებენ.
  • ჩვენს პლატფორმაზე ოსტატები თავად ავსებენ სამუშაოების სიას, რომელზეც სურთ შეკვეთების მიღება. ამის შემდეგ, თითოეული Profy თავად აწესებს ტარიფს ყველა მომსახურებაზე.
  • სიმარტივე – ჩვენი აპლიკაციის საშუალებით, მარტივად შეუძლიათ მართონ თავიანთი სამუშაო გრაფიკი და ფასები. შეკვეთა შემოდის პირდაპირ აპლიკაციაში და Profy-ს აქვს დეტალური ინფორმაცია შესასრულებელ სამუშაოსთან დაკავშირებით. ეს ამარტივებს პროცესს და ოსტატი ყოველთვის მომზადებული მიდის მომხმარებელთან.

M: რით გამოირჩევით ბაზარზე, რა არის თქვენი კონკურენტული უპირატესობა?

პირველ რიგში, სიმარტივე. საკუთარ თავზე გამოვცადეთ, რამდენად რთულია კვალიფიციური ოსტატის მოძიება და კომუნიკაცია. ჩვენი აპლიკაციის საშუალებით, მომხმარებელი გადის შეკვეთის განთავსების მარტივ და საინტერესო გზას, ჩვენ შევცვალეთ ოსტატის მოძიების გამოცდილება და მაქსიმალურად გავამარტივეთ ის.

  • ხარისხი – ყველა ოსტატი გადის რამდენიმე ეტაპიან გასაუბრება-ტრენინგს. მხოლოდ ამის შემდეგ განთავსდება მისი პროფილი ჩვენს პლატფორმაზე.
  • გამჭვირვალე შეფასების სისტემა და წინა მომხმარებლის კომენტარები ამარტივებს Profy-ის შერჩევის პროცესს.
  • უსაფრთხო – ყველა პროფის გავლილი აქვს შემოწმება ნასამართლეობისა და ნარკოლოგიური აღრიცხვიანობის შესახებ.
  • ხელმისაწვდომი – Profy თავად აწესებს ტარიფს კონკრეტულ მომსახურებაზე. ეს კი, მომხმარებელს აძლევს საშუალებას აირჩიოს მის ბიუჯეტზე მორგებული Profy.
  • სანდო და კომფორტული – მომხმარებელმა წინასწარ იცის, რამდენის გადახდა მოუწევს ხელობაში. თანხის გადახდა ხდება აპზე მიბმული ბარათის საშუალებით. სერვისის ღირებულება იყინება მომხმარებლის ანგარიშიდან და იჭრება მხოლოდ შესრულებული სამუშაოს საგარანტიო პერიოდის გასვლის შემდეგ.

M: სახელზეც ვისაუბროთ, რას ნიშნავს Profy505?

გვინდოდა, სახელს მაღალი დონის მომსახურება გამოეხატა, რომელსაც რეალურად ვთავაზობთ ჩვენს მომხარებელს. ამავე დროს, ვფიქრობდით, რაიმე “საგანგებო” მოკლე ნომერზე, როგორიცაა მაგ: 112, ჩვენ შემთხვევაში, შევარჩიეთ 505 რადგან SOS-თან იწვევს ასოციაციას, ასევე, ვერ დავთმეთ Profy და საბოლოო ჯამში გადაწყდა Profy505. სახელი მეორენაირადაც შეგვიძლია განვმარტოთ, როგორც: “პროფესიონალის დახმარება მჭრდება”.

M: თქვენს გუნდზეც გვიამბეთ…

ჩვენი გუნდი შედგება ადამიანებისგან, რომლებსაც სხვადასხვა სფეროში დიდი გამოცდილება დაუგროვდათ, დაწყებული მომსახურების სფეროდან, გაგრძელებული მსგავსი სპეციფიკის პლატფორმებთან მუშაობით და კონკრეტულად, ხელოსნის სერვისის მიწოდებისა და დასტაბილურების კუთხით. შესაბამისად, შეიქმნა მზაობა, რომ ეს გამოცდილება რაღაც დიდსა და ინოვაციურში გადაზრდილიყო.

[R]

განხილვა