in

მეწარმეების ეკონომიკური განვითარების მიზნით ახალი პროგრამა იწყება

„საქართველოს ელექტრონული კომერციის ასოციაცია”, მეწარმეებს (მცირე და საშუალო ბიზნესი), ეკონომიკური განვითარებისთვის, ახალ პროგრამას სთავაზობს. პროექტი გულისხმობს ელექტრონული კომერციის ინტენსიურ თეორიულ და პრაქტიკულ კურსს, „ონლაინ“ რეჟიმში. ასევე – ბიზნესისთვის ინდივიდუალურ „ონლაინ“ პლატფორმის შექმნას და ვებგვერდის 2-წლიანი, უფასო სარგებლობის უფლებით გადაცემას.

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად აპლიკანტი რეგისტრირებული უნდა იყოს სამეწარმეო რეესტრში, როგორც მეწარმე ფიზიკური, ან იურიდიული პირი.

შერჩევისას უპირატესობა მიენიჭება ბიზნესს/მეწარმეს:

ა) რომელიც ოპერირებს შემდეგი მიმართულებით:

-ტურიზმი / სასტუმრო

-მსუბუქი მრეწველობა / ხელნაკეთი ნივთები და აქსესუარები

-ვაჭრობა და მომსახურება

ბ) რომლის მმართველობაში ჭარბობენ ქალები

გ) რომელსაც დასაქმებული ჰყავს შშმ პირები

დ) რომელიც აქტიურია და შეუძლია რეალიზაციის დასაბუთება (ნებისმიერი ფორმით)

ბიზნესის ოპერირების გეოგრაფიული არეალი შეზღუდული არ არის. დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ სპეციალური ფორმა. განაცხადები მიიღება მიმდინარე წლის 31 მაისის ჩათვლით [599 96 71 16/591 11 02 00].

პროგრამა „განათლება და ახალი შესაძლებლობები ეკონომიკური განვითარებისთვის“ ხორციელდება USAID-ის მიერ ინიცირებული პროექტის ფარგლებში.

მონსტრების ანბანი, ანუ როგორ იქცა ჩვენი ენის 33 ასონიშანი სხვადასხვა არსებად – ქეთი ნიქაბაძის ნამუშევარი

ვერის უბნიდან – ხაშმამდე, ფეხბურთიდან – ღვინომდე! – ამბავი “თედო პაპას მარანსა” და საუკუნოვან მემკვიდრეობაზე