in ,

რა ტიპის პროგრამირების ენები დაგჭირდებათ, მობილური აპლიკაციის შესაქმნელად?

მოდით, განვიხილოთ პროგრამირების ენები, მობილური აპლიკაციის შესაქმნელად. გადავხედოთ, რომელი ენები და ხელსაწყოებია ეფექტური, რა უპირატესობები აქვთ და როგორ მივიღოთ გადაწყვეტილება, რომელიმე მათგანის არჩევის პროცესში.

მობილური აპლიკაციის დეველოპმენტი გახლავთ პროცესი, რომლითაც აპი ისეთი მოწყობილობებისთვის იქმნება, როგორიცაა სმარტფონები, ტაბლეტები და სხვა. იგი მოიცავს აპლიკაციის კონცეფციას, დაგეგმვას, დიზაინს, განვითარებასა და ტესტირებას. ამ ათწლეულში, სმარტფონის მომხმარებელთა მზარდი რაოდენობისა და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის პარალელურად, ეს ინდუსტრია მუდმივად იზრდება.

ამან გამოიწვია მაღალი მოთხოვნა მობაილ აპლიკაციების შემქმნელებზე, რომლებსაც მაღალი ხარისხის მოსახერხებელი აპების შექმნა შეუძლიათ. აშშ-ის შრომის სტატისტიკის ბიუროს განცხადებით, მობილური აპლიკაციების განვითარება კვალიფიციურ დეველოპერებზე მოთხოვნას მნიშვნელოვნად გაზრდის. რაც შეეხება მოთხოვნას, ის 2018-2028 წლების შუალედში 21%-ით გაიზრდება.

მობილური აპლიკაციების ტიპები

არსებობს ორი ძირითადი ტიპის მობილური აპლიკაცია: Native Apps და Hybrid Apps.

Native Apps

ასეთი ტიპის აპლიკაცია შემუშავებულია სპეციალურად ერთი ტიპის მობილური ოპერაციული სისტემისთვის, როგორიცაა iOS ან Android. ასეთი აპები იწერება ოპერაციული სისტემის ნეითივ ენაზე, როგორიცაა Objective-C ან Swift iOS აპებისთვის და Java ან Kotlin Android აპებისთვის.

ასეთ აპებს აქვთ რამდენიმე უპირატესობა:

შეუძლიათ სრულად გამოიყენონ მობილური მოწყობილობის ფუნქციები, როგორიცაა კამერა, GPS და push-შეტყობინებები.

მათი შექმნა შეიძლება სპეციალურად მობილური ოპერაციული სისტემის მომხმარებლის ინტერფეისისთვის, რაც მომხმარებლისთვის უკეთესი გამოცდილების შექმნას განაპირობებს.

მათი ჩამოტვირთვა შესაძლებელია აპლიკაციების მაღაზიებიდან, როგორიცაა App Store iOS მოწყობილობებისთვის და Google Play Store Android მოწყობილობებისთვის.

მინუსები:

მათი შემუშავება შეიძლება უფრო ძვირი დაჯდეს, ვიდრე სხვა ტიპის აპლიკაციების, რადგან მათ სჭირდებათ განვითარების ორი ცალკეული გუნდი – ერთი თითოეული ტიპის ოპერაციული სისტემისთვის.

მათ განვითარებას მეტი დრო შეიძლება დასჭირდეს, რადგან თითოეულ ოპერაციულ სისტემას საკუთარი წესები და მითითებები აქვს.

მათი განახლება შეიძლება უფრო რთული აღმოჩნდეს, რადგან თითოეულ ოპერაციულ სისტემას აქვს საამისოდ საკუთარი პროცესი აქვს.

Hybrid Apps

ჰიბრიდული აპები ისეთი ვებ-ტექნოლოგიებითაა შემუშავებული, როგორებიცაა HTML, CSS და JavaScript და ასევე, ისეთი ნეითივ ტექნოლოგიებით, როგორებიცაა Objective-C ან Java. ჰიბრიდული აპლიკაციები, როგორც წესი, შემუშავებულია ფრეიმვორქის გამოყენებით, როგორიცაა Cordova, Ionic ან React Native.

უპირატესობა:

აქვთ ადვილი და სწრაფი განვითარების საშუალება. ასეთი აპები აგებულია ვებ-ტექნოლოგიებზე, რისთვისაც უფრო მარტივია დეველოპერის მოძებნა. ამას შეუძლია დაზოგოს დრო და რესურსები.

ასეთი აპები შეიძლება შეიქმნას სხვადასხვა ტიპის მობილურ მოწყობილობაზე სამუშაოდ, მათ შორის სმარტფონებზე, ტაბლეტებსა და ლეპტოპებზე.

აპებზე შესაძლებელია თითოეული პლატფორმისთვის შექმნილი უახლესი ფუნქციების ინტეგრირება.

ჩამოტვირთვა შესაძლებელია აპლიკაციების მაღაზიებიდან, როგორიცაა App Store iOS მოწყობილობებისთვის და Google Play Store Android მოწყობილობებისთვის.

მინუსები:

Native App-ებთან შედარებით, ნაკლებად სანდოა, რადგან სხვადასხვა ტექნოლოგიაზეა დაფუძნებული.

უფრო ნაკლებად ინტერაქციულია, Native-თან შედარებით, რადგან ბრაუზერის ინტერფეისსა და JavaScript ძრავას უკავშირდება, ოპერაციულ სისტემასთან დაკავშირებისას.

განახლება შეიძლება უფრო რთული იყოს, რადგან სხვადასხვა ტიპის ოპერაციულ სისტემასთან თავსებადობაა გასათვალისწინებელი.

შეიძლება იყოს ნაკლებად მიმზიდველი, ვიდრე ნეითივ აპლიკაციები, რადგან არ აქვთ ხოლმე წვდომა ნეითივ მოწყობილობაზე, როგორიცაა კამერა და GPS.

ვებ-აპლიკაციები

ვებ აპლიკაცია შემუშავებულია ვებ-ტექნოლოგიების გამოყენებით, როგორიცაა HTML, CSS და JavaScript. როგორც წესი, შემუშავებულია ისეთი ფრეიმვორქის გამოყენებით, როგორიცაა Angular, React ან Vue.

ვებ აპლიკაციები ჰიბრიდულ აპებთან შედარებით ნაკლებად მგრძნობიარეა, HTTP-ზე დაფუძნებული ურთიერთქმედების გამო: ყველა მოთხოვნა უნდა გაიგზავნოს სერვერზე, კლიენტი (ბრაუზერი) კი დაელოდოს პასუხს. მით უმეტეს, როდესაც იყენებთ სერვერის ისეთ ტექნოლოგიებს, როგორიცაა PHP, Python, Ruby ან ASP: ყოველი მოთხოვნისთვის საჭიროა სკრიპტის გაშვება სერვერზე, სანამ კლიენტისთვის მზად იქნება პასუხი.

თუ გსურთ ჰიბრიდული აპლიკაციის შემუშავება, პირველ რიგში, აუცილებლად უნდა ააწყოთ ვებ-აპლიკაცია. ასე რომ, საჭირო იქნება ვებ-დეველოპმენტის კარგი ცოდნა.

პლატფორმები და ხელსაწყოები მობილური აპლიკაციების განვითარებისთვის

მობილური აპლიკაციების განვითარებისთვის ხელმისაწვდომია არაერთი სხვადასხვა პლატფორმა და ხელსაწყო, რომელიც შეიძლება გამოიყენოთ მაღალი ხარისხის აპლიკაციების შესაქმნელად.

Android Studio: IDE გარემო Android აპების შემუშავებისთვის. ის დაფუძნებულია IntelliJ IDEA პლატფორმაზე და აქვს ფუნქციების კომპლექტი რედაქტირებისთვის, კოდების გამართვისა და მუშაობის მიმართულებისთვის. Android Studio ხელმისაწვდომია Windows-ისთვის, macOS-ისა და Linux-ისთვის.

Xcode: IDE გარემო iOS და macOS აპლიკაციების შემუშავებისთვის. ის თავის თავში მოიცავს ფუნქციების სრულ პაკეტს კოდის რედაქტირებისთვის, გამართვისა და პერფორმანსის გასაუმჯობესებლად. Xcode ხელმისაწვდომია მხოლოდ macOS-ისთვის.

Visual Studio: კარგია Windows და ვებ-აპლიკაციების შემუშავებისთვის. ის მოიცავს ფუნქციების ფართო სპექტრს კოდების რედაქტირებისთვის, გამართვისა და პერფორმანსისთვის. Visual Studio ხელმისაწვდომია Windows-ისთვის და macOS-ისთვის. ასევე, არის Visual Studio Code (VS Code), რომელიც ხელმისაწვდომია Linux-ისთვის.

Unity: პოპულარული ძრავია 3D თამაშებისა და მობილური აპლიკაციების შესაქმნელად. იგი მოიცავს ინსტრუმენტების სრულ სპექტრს. Unity ხელმისაწვდომია Windows-ისთვის, macOS-ისთვის და Linux-ისთვის.

Eclipse: ეს საკმაოდ პოპულარული ღია კოდის IDE გახლათ, რომელსაც Java აპლიკაციების შემუშავებისთვის იყენებენ. Eclipse ხელმისაწვდომია Windows-ისთვის, macOS-ისთვის და Linux-ისთვის.

 

წყარო: sitepoint

Nike დიზაინის მომავალი 5 ათწლეულის გეგმებს განიხილავს

სისტემები თუ ინდივიდები — რა იწვევს დღეს სამსახურებრივ პრობლემებს?