31
May
2017

ჭკვიანი პროგრამა, რომელიც პატარებს რჩევებს აძლევს და ძილის წინ ზღაპრებს უკითხავს

31 May 2017

Elit Electronics
Elit Electronics


მხოლოდ 2001 წლიდან, 3 მილიონზე მეტმა ბავშვმა დაკარგა მამა, ზოგი ჯარში გაიწვიეს, ზოგიც კი უკვე შეეწირა საომარ მოქმედებებს. ასეთ ბავშვებს ყველაზე მეტად აღენიშნებათ ფსიქოლოგიური პრობლემები, რამაც შესაძლოა საგანგაშო შედეგამდე, თვითმკვლელობამდეც კი მიიყვანოს არასრულწლოვანი. სამწუხაროდ, ვერც მეგობრები და ვერც სხვა ოჯახის წევრები ახერხებენ საჭირო დონეზე იმ დახმარების გაწევას, რაც მამის გარეშე დარჩენილ ბავშვებს რეალურად სჭირდებათ. სწორედ ამიტომ, ორგანიზაცია Vidax Center-მა ისეთი აპლიკაცია და პერსონაჟები შექმნა, რომლებიც ფსიქოლოგიურ დახმარებას გაუწევენ ამ ბავშვებს. აპლიკაციის პერსონაჟები საყვარელი ფორმის ცხოველები არიან, პროგრამა, ოჯახის წევრების საშუალებით, ჯერ მთლიანად შეისწავლის ბავშვის შესახებ ინფორმაციას, ხოლო შემდეგ პროფესიონალი ფსიქოლოგების დახმარებით შექმნილი გეგმის მიხედვით ამყარებს მათთან ურთიერთობას. პროგრამას შეუძლია ბავშვთან თავისუფალ, პირდაპირ დიალოგში შესვლა, რჩევის მიცემა, ძილის წინ ზღაპრის წაკითხვა, სახალისო ამბების მოყოლა, გაკვეთილების მომზადებაში დახმარება, საინტერესო ინფორმაციის მიწოდება და რაც მთავარია, მშობლებისთვის ბავშვზე დაკვირვების შედეგების მოყოლა.

 

განხილვა