in

პროგრამატიკული რეკლამირება – ახალი კურსი ციფრული მარკეტინგის მიმართულებით

ედ სქული” კომპანია Admixer.GE და GAU-ს ერთობლივი პროექტია, რომელიც ახალ კურსს გთავაზობთ, სახელწოდებით „პროგრამატიკული რეკლამირება”. კურსზე რეგისტრაცია უკვე გამოცხადებულია და მასზე დეტალური ინფორმაციის მიღება და რეგისტრაცია ოფიციალურ გვერდზე შეგიძლიათ. 

თუ ციფრული მარკეტინგით ხართ დაინტერსებული და ამ სფეროს ყველაზე ტრენდული და გამოყენებადი ტენდენციები როგორც თეორიულად გაინტერესებთ, ისე მათი პრაქტიკაში გამოცდა გსურთ, მაშინ ეს კურსი სწორედ თქვენთვისაა. ის 11 შეხვედრისგან შედგება, რომლის ფარგლებშიც რამდენიმე ლექტორი გეყოლებათ და ისინი მაქსიმალურად ეცდებიან, რომ თავიანთი დიდი ცოდნა და გამოცდილება გაგიზიარონ.

ჩვენ საგანმანათლებლო ბაზრის ლიდერთან – ქართულ ამერიკულ უნივერსიტეტთან კოლაბორაციით გადავწყვიტეთ რომ შეგვექმენა რეკლამირების სკოლა, რომელიც ყველა დაინტერესებულ მხარეს მიაწოდებდა კვალიფიციურ ცოდნას პროგრამატიკული რეკლამის შესახებ. გვსურდა, რომ კურსი მაქსიმალურად მოცვადი ყოფილიყო, შესაბამისად კურსს კითხულობს არა ერთი, არამედ ექვსი სხვადასხვა ლექტორი, რომლებსაც მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ ციფრული მარკეტინგის სფეროში. შესაბამისად კურსი იქნება მრავალფეროვანი და ძირითადად დაფუძნებული პრაქტიკულ ლექციებზე.

 გვსურს, მაქსიმუმი გავაკეთოთ იმისთვის, რომ თითოეულმა ჩვენმა სტუდენტმა, ჩვენთან ნასწავლი თითოეული თულის გამოყენება შეძლოს რეალურ სამუშაო პრაქტიკაში. უკვე ვაწარმოებთ შესაბამის მოლაპარაკებებს სხვადასხვა ციფრულ სააგენტოსთან, რათა ჩვენს კურსდამთავრებულებს ჰქონდეთ რეალური შესაძლებლობა შესაბამის სფეროში დასაქმების”, – ირაკლი კვეკვეცია, ლექტორი და პროექტის ხელმძღვანელი.

როგორც ad school-ში გვითხრეს, ახლო მომავალში სხვადასხვა მიმართულების კურსების დამატებასაც გეგმავენ, რომლებიც პრაქტიკაზე დაფუძნებულ ცოდნას მისცემს ყველა დაინტერესებულ პირს.

Admixer.ge გლობალური კომპანია ,,ედმიქსერის” ლოკალური წარმომადგენლობაა, რომელიც საქართველოში 2020 წლიდან ოპერირებს და ედვერთაიზერებსა და ფაბლიშერებს პროგრამატიკულ ტექნოლოგიებს სთავაზობს.

 

როგორ ვესაუბროთ გუნდს მსოფლიოში მიმდინარე კრიზისულ მოვლენებზე?

სავაჭრო ცენტრმა – „ჰოუმმარტი“ – უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების შემგროვებელი პუნქტი გახსნა