in

რატომ უნდა ვისწავლოთ პროგრამირება „მზიურში“?

ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადა, თეირანი 2017 წელი/გამარჯვებულთა შორის არიან „მზიურელები“ - ნიკოლოზ ბირკაძე და გიორგი კლდიაშვილი. ამჟამად, ორივე MIT-ის სტუდენტია

დღეს, ყველა პრესტიჟული პროფესია კომპიუტერთან არის დაკავშირებული. პანდემიის პერიოდში, კიდევ უფრო აქტუალური გახდა კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენება. შეიძლება, წარმოუდგენლად მოგეჩვენოთ, მაგრამ 1987 წელს, მაშინ, როცა ბევრმა ჩვენგანმა ჯერ  კიდევ არაფერი იცოდა კომპიუტერისა და მისი შესაძლებლობების შესახებ, პირველი ქართული პროგრამირების სკოლა – საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი „მზიური“ დაარსდა.

თუ გაინტერესებთ და გინდათ, საფუძვლიანად დაეუფლოთ კომპიუტერულ ტექნოლოგიებს, ისწავლოთ პროფესიონალებისგან და საფუძველი ჩაუყაროთ წარმატებულ მომავალს, მაშინ გირჩევთ, განაგრძოთ ამ სტატიის კითხვა“.

წარმოიდგინეთ, ერთ მშვენიერ დღეს, ისე კარგად ისწავლეთ პროგრამირება, რომ ბედი საერთაშორისო ოლიმპიადაზე სცადეთ. საბედნიეროდ, თქვენმა მონდომებამ შედეგი გამოიღო და მოხვდით გამარჯვებულთა შორის. მოპოვებული მედლის წყალობით კი, რომელიმე პრესტიჟულ უცხოურ უნივერსიტეტში (სრული ან ნაწილობრივი დაფინანსებით) მოეწყვეთ, ახლა კი, ისეთ ცნობილ კომპანიაში მუშაობთ, როგორიც, მაგალითად, Google-ია.

საქართველოს მოსწავლეთა ინფორმატიკის ეროვნული ნაკრები – წევრები და მწვრთნელები/ ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადა, ავსტრალია, 2013 წელი

ფიქრობთ, რომ ამ ყველაფერზე მხოლოდ ოცნებაა შესაძლებელი? მაშინ სიურპრიზისთვის მოემზადეთ. მზიური არის ადგილი, სადაც თქვენი ოცნებების რეალიზებას შეძლებთ“.

„მზიურელების“ დიდი ნაწილი, ახლა, Facebook-ში, Google-ში, Microsoft-ში, Dropbox-სა და სხვა მრავალ წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიაში მუშაობს.

იმასაც გეტყვით, რომ „მზიურის“ მოსწავლეები წარმატებით აგრძელებენ სწავლას ჩვენი ქვეყნისა თუ საზღვარგარეთის უმაღლესი რეიტინგის უნივერსიტეტებში. ნებისმიერი სასწავლებელი იამაყებდა იმ ფაქტით, რომ მისი მოსწავლეები სწავლას აგრძელებენ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში Massachusetts Institute of Technologies (MIT). პირველი ორი ქართველი, რომლებმაც MIT დაამთავრეს, „მზიურელები“ არიან. ამჟამად კიდევ ხუთი „მზიურელი“ სწავლობს ამ უნივერსიტეტში. ყველა მათგანი, მათი წარმატებების გამო, სრული დაფინანსებით არის ჩარიცხული.

ამ წარმატებებში მთავარი განმსაზღვრელია გამარჯვებები საერთაშორისო კონკურსებსა და ოლიმპიადებში. „მზიურელები“ მუდმივად არიან საქართველოს მოსწავლეთა ინფორმატიკის ეროვნული ოლიმპიადის გამარჯვებულთა შორის და მუდმივად ხვდებიან ქვეყნის ნაკრებში. მათ მონაპოვარში უამრავი მედალი და სხვადასხვა ხარისხის დიპლომია. მათ შორის, ყველაზე მაღალი ჯილდოებია ინფორმატიკის მსოფლიო ოლიმპიადების 6 ოქროს, 6 ვერცხლისა და 24 ბრინჯაოს მედალი“.

ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადა, იაპონია 2018 წელი

წარმატებული კურსდამთავრებულები, რეგულარულად, ძალიან ეხმარებიან „მზიურს“. წელს, მათ საფუძველი ჩაუყარეს ახალ ინიციატივას. იმ მოსწავლეებს, რომლებიც მოხვდებიან ინფორმატიკის ეროვნულ და ახალგაზრდულ ნაკრებებში, სწავლის საფასურს მანამ დაუფინანსებენ, სანამ „მზიურში“ ისწავლიან, ანუ სკოლის დამთავრებამდე.

„მზიურში“, დიდი ხანია, მოქმედებს ფინანსური დახმარების პროგრამა, რომელიც ცენტრს საშუალებას აძლევს, შეძლებისდაგვარად, შეინარჩუნოს ნიჭიერი ბავშვები შეჭირვებული ოჯახებიდან.

და მაინც, რით არის „მზიური“ უნიკალური? ალბათ, იმით, რომ აქ პრიორიტეტი მოსწავლეზე მორგებული გარემო, სწავლის თანამედროვე და საინტერესო მეთოდებია.

„მზიური“ არის ადგილი, სადაც არასდროს დაკარგავთ მოტივაციას, აქ ყველა დაგეხმარებათ, რომ თქვენი ცხოვრების უკეთესი ვერსია შექმნათ და მსოფლიოში წარმატებულ ადამიანთა რიგებში მოხვდეთ“.

 

[R]

Menga Man საკუთარ რეკორდს ხსნის – მან კოშკის ასწაყობად “ჯენგას” 1 512 კუბიკი გამოიყენა!

ნახეთ: მცურავი ოფისები, როგორც დისტანციური მუშაობის მომავალი