ლიბერთის მხარდაჭერითა და სტრატეგიული პარტნიორობით, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალსა და სამხრეთ კავკასიის ღია ჩემპიონატს პროგრამირებაში, რომელიც უმაღლეს სასწავლებლებს შორის ჩატარდა. გამარჯვებულ გუნდებს შორის წელს ქართული გუნდიცაა, რომელმაც ატს უმასპინძლა. წელს გამარჯვებულ გუნდებს შორის, ერთმა გუნდმა საქართველოდან ნახევარფინალურ ეტაპზე წარმატებულად იასპარეზა და მომავალ წელს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშიც მიიღებს მონაწილეობას.
„დასრულდა 2023-2024 წლების სეზონის უმაღლეს სასწავლებელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის (ICPC – Internatimal Collegiate Programming Contest) ნახევარფინალი პროგრამირებაში, ე. წ. ჩრდილო ევრაზიის ზონაში (NERC – Northern Eurasia Regional Contest) შემავალი ქვეყნების: სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გუნდებისთვის.
ICPC-ის ნახევარფინალში მონაწილეობის უფლება 42-მა გუნდმა მოიპოვა, მათ შორის სომხეთიდან – 12, აზერბაიჯანიდან – 15 და საქართველოდან – 15 გუნდი მონაწილეობდა. სასიხარულოა ის, რომ თბილისისა და ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტების გუნდებმა წარმატებით იასპარეზეს და ფინალში გადავიდნენ. ვულოცავ გამარჯვებულ გუნდებს ამ მნიშვნელოვან შედეგს, რადგან ასეთ ჩემპიონატებს წამყვანი ორგანიზაციები აკვირდებიან, როგორებიცაა: google, facebook და სხვები, ნიჭიერი ახალგაზრდების დასაქმების მიზნით. წარმატებას ვუსურვებ ფინალში გასულ გუნდებს, რომლებიც 2024 წელს ეგვიპტეში, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში იასპარეზებენ“, – იასონ ზარქუა, პროგრამისტთა ასოციაციის თანადამფუძნებელი.
,,ლიბერთის სტრატეგიის პრიორიტეტია საგანმანათლებლო პროექტების მხარდაჭერა და ნიჭიერი ახალგაზრდების ხელშეწყობა. წელს კიდევ ერთხელ მოგვეცა საშუალება, მასშტაბური და მნიშვნელოვანი ღონისძიების ორგანიზებაში მიგვეღო მონაწილეობა. ტრადიციულად, ლიბერთის თანადგომით, პროგრამისტთა მხარდაჭერის ასოციაცია ატარებს სტუდენტებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალს დაპროგრამებაში, რომელიც მოიცავს სამხრეთ კავკასიის რეგიონს. განსაკუთრებით სასიხარულოა ის, რომ წელს ქართულმა გუნდმა გადალახა ნახევარფინალური ეტაპი და მომავალ წელს ქართველი სტუდენტები უკვე ფინალში იასპარეზებენ. ლიბერთი ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია საქართველოში ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით. ყოველწლიურად ათობით ნიჭიერ ახალგაზრდას ეძლევა ჩვენს ბანკში სტაჟირების შესაძლებლობა და მათი უმრავლესობა კარიერულ წინსვლას სწორედ ლიბერთიში აგრძელებს“, – თორნიკე ბენიძე, ლიბერთის ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულების დირექტორი.
[პარტნიორის კონტენტი]













