პროგრამირების ოლიმპიადაში, მონაწილეობას სტეპის პროფესიები სკოლის პარალელურად – მიმართულების, პროგრამირების 14-იდან 17 წლამდე სტუდენტები იღებენ. მონაწილეებმა, განსაზღვრულ დროში, რეალურ მონაცემებზე დაყრდნობით, უნდა ააწყონ ერთ გვერდიანი ვებაპლიკაცია. თითოეული დავალება, რეალური IT პროექტის ერთგვარი სიმულაციაა. თითოეულ მათგანი, ოლიმპიადის მონაწილეებისთვის ინდივიდუალურად განისაზღვრება.
მონაწილეებს ტექნიკური დავალების გარჩევა და პროექტის დამუშავება დამოუკიდებლად უწევთ, რა დროსაც ისინი, დამატებით ისეთ მნიშვნელოვან უნარებს გამოიმუშავებენ, როგორებიცაა მაგალითად:
- დროის მენეჯმენტი
- კრიტიკული აზროვნება
- გადაწყვეტილების მიღება
- პრობლემის გადაჭრის უნარი და ა.შ.
დავალების შესასრულებლად, ოლიმპიადის მონაწილეები იყენებენ HTML, CSS და Javascript პროგრამირების ენებს.
საერთო ჯამში, ოლიმპიადაში მონაწილეობისთვის, შესარჩევი ეტაპი 400-ზე მეტმა სტეპერმა გაიარა. ტესტირების გზით, გამოვლინდა 30 საუკეთესო, რომლებიც უკვე ოლიმპიადის მთავარ – ინდივიდუალური დავალების შესრულების ეტაპზე გადავიდნენ.
[R]