in

რა არის პროგრამული რეკლამა?

პროგრამული რეკლამა არის ციფრული სარეკლამო სივრცის ავტომატური ყიდვა-გაყიდვა ინტერნეტით და აი, როგორ მუშაობს ის. ჩართულია ორი ძირითადი პლატფორმა: მიწოდების მხარეს და მოთხოვნის მხარეს.

პროგრამული ტექნოლოგიის გამოყენებით, სარეკლამო სივრცე ყიდულობს და იყიდება რეალურ დროში ავტომატური აუქციონების მეშვეობით მოთხოვნის მხარის პლატფორმაზე (DSP). ეს პროცესი მყისიერად ხდება, გამარჯვებული რეკლამა გამოჩნდება გამომცემლის ვებგვერდზეზე ან აპლიკაციაში. ეს ნიშნავს, რომ რეკლამის ყიდვა-გაყიდვა უფრო ეფექტურად და დაბალ ფასად არის შესაძლებელი.

რეკლამის ტარგეტირებისას, მარკეტერები ჯერ აიდენტიფიცირებენ სამიზნე აუდიტორიას და შემდეგ ადგენენ პარამეტრებს, როგორიცაა გეოგრაფიული მდებარეობა, ასაკი, სქესი, ინტერესები და ა.შ.

რა სარგებელი აქვს პროგრამულ რეკლამას და რატომ იზრდება მისი პოპულარობა?

ავტომატიზაციის სიმარტივის გარდა, პროგრამული რეკლამა კონკრეტული აუდიტორიის უკეთ დამიზნების საშუალებას იძლევა. ამ ტიპის მარკეტინგის ოქროს წესი ის არის, რომ ის კარგად მუშაობს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენს რეკლამას მიმართავთ სწორი მიზნებისკენ.

პროგრამული რეკლამა ეყრდნობა მონაცემებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მარკეტერებს შეუძლიათ თავიანთი რეკლამები მიმართონ ადამიანებს მათი ინტერესების, მდებარეობის, ინტერნეტ ძიებების ან თუნდაც ის, რაც მათ ადრე იყიდეს. ეს ყველაფერი რეკლამებს უფრო რელევანტურს ხდის ინდივიდისთვის და უფრო მეტ კონვერტაციასაც გამოიწვევს.

მაგალითად, თუ თქვენ ჯანსაღ საკვებს კალიფორნიაში ყიდით, რეკლამა ფიტნესის მოყვარულებისკენ შეგიძლიათ მიმართოთ ამ მხარეში.

პროგრამული რეკლამა ეფექტურია. ბევრი მარკეტერისთვის პროგრამული რეკლამა იდეალური მიდგომაა რეკლამის შესაძენად. რეკლამის განმთავსებლებს საშუალებას აძლევს შეიძინონ სარეკლამო სივრცე რეალურ დროში ანუ განათავსონ თავიანთი რეკლამები რელევანტური ხალხის მისამართით, სწრაფად და უფრო დაბალ ფასად, ვიდრე ტრადიციული მეთოდებით შეძლებდნენ.

პროგრამული რეკლამა მუდმივად ვითარდება. მარკეტერებს მისი გამოყენება შეუძლიათ არა მხოლოდ მომხმარებლების, არამედ ბიზნესის მოსაზიდადაც. ახალი ტექნოლოგიების გაჩენასთან ერთად, პროგრამული რეკლამა გაიზრდება და ადაპტირდება.

არსებობს პროგრამული რეკლამის სამი ტიპი და ოთხი ძირითადი ფორმატი:

ღია აუქციონები: ანუ რეალურ დროში შეთავაზება (RTB). ეს არის პროცესი, სადაც სარეკლამო ინვენტარის შეძენა და გაყიდვა DSP-ის ან SSP-ის მეშვეობით ხდება.

კერძო აუქციონები: მათ უწოდებენ „დახურულ გარიგებებს“ და მხოლოდ მოწვეული პრეტენდენტებისთვისაა.

პრიორიტეტული გარიგებები: აუქციონის ნაცვლად, მყიდველს პროგრამულ რეკლამას ფიქსირებულ ფასად აწვდიან.

როგორც წესი, პროგრამული რეკლამა ოთხი ფორმატისაა: დისპლეი, ვიდეო, ბანერი და აპს-შიდა რეკლამები.

ვიდეო რეკლამა იდეალურია ხალხის ყურადღების მოსაზიდად გამოსახულების, ნარატივისა და ხმის საშუალებით.

საბანერო რეკლამა შედგება გრაფიკული სურათისგან ან ანიმაციისგან, რომელიც განთავსებულია ვებგვერდზე, URL-თან ერთად, და ვიზიტორებს მიმართავს ვებგვერდისკენ.

Native რეკლამა არის ონლაინ რეკლამის ფორმა, რომელიც ემთხვევა პლატფორმის ფორმასა და ფუნქციას, რომელზეც ჩნდება. ის შეიძლება გამოჩნდეს სხვადასხვა ფორმატში, მათ შორის, არხში არსებული კონტენტის, ძიების შედეგებისა და რეკომენდაციების სახით.

აპს-შიდა რეკლამა არის რეკლამის ტიპი, რომელიც ნაჩვენებია აპში. ასეთი რეკლამა შეიძლება იყოს აპის მონეტიზაციისა და შემოსავლის გამომუშავების შესანიშნავი საშუალება.

როგორ ჩასვათ პროგრამული რეკლამა თქვენს სარეკლამო გეგმებში?

განსაზღვრეთ, რის მიღწევა გსურთ თქვენი პროგრამული რეკლამით? გსურთ გაზარდოთ ბრენდის ცნობადობა, გაზარდოთ ვებსაიტის ტრაფიკი, დააგენერიროთ მეტი ლიდი თუ გააუმჯობესოთ თქვენი ROI? მას შემდეგ, ამ კითხვებზე პასუხს დააზუსტებთ, შეგიძლიათ დაიწყოთ კონკრეტული მიზნების დასახვა და განსაზღვროთ, როგორ გაზომოთ ისინი.

დაისახეთ რეალისტური მიზნები: მნიშვნელოვანია მიღწევადი მიზნების დასახვა; წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ მხოლოდ იმედი გაგიცრუვდებათ. გაითვალისწინეთ ისეთი ფაქტორები, როგორიცაა ბიუჯეტი და ხელმისაწვდომი რესურსები.

განსაზღვრეთ KPI. ამით შეაფასებთ, თუ რამდენად მიზანმიმართული ხართ თქვენი ბიზნესის მიზნებთან დაკავშირებით. ყველას სურს რაღაც განსხვავებული მათი პროგრამული სარეკლამო კამპანიებისგან. ამიტომ, თქვენ მიერ არჩეული KPI-ები გამომდინარეობს იქიდან, რისი მიღწევაც გსურთ და რას ნიშნავს თქვენთვის წარმატება.

 

წყარო: neilpatel

როგორ წავშალოთ სპამ-კომენტარები YouTube-ზე?

კავკასიის ავტოიმპორტმა, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, გამწვანების მორიგი აქცია გამართა