in

რეკლამირების ტრენდი, რომელსაც AI გააქტიურებს

საუკეთესო რეკლამები ამბებს გვიყვებიან, მაგრამ ინვესტირებისა თუ ინოვაციების ათწლეულების შემდეგ პროგრამული რეკლამები დაპირებას აღარ ასრულებს, რაც პერსონალური ამბების მასშტაბურად მოყოლას გულისხმობს. მიუხედავად ამისა, აშკარაა, რომ გენერაციულ ხელოვნურ ინტელექტს ამ ტრენდის შემობრუნების პოტენციალი აქვს. აი, როგორ:

ე. წ. პროგრამული რეკლამა თავისი არსით ინჟინერთა გამოწვევას აგვარებს — სარეკლამო ინდუსტრიას სამიზნე სეგმენტის განსაზღვრის ნამდვილი შესაძლებლობა, მეტი გამჭვირვალობა და უკეთესი ხელსაწყოები მისცა. თუმცა რაც უფრო ეფექტური ხდება რეკლამირება, მით უფრო მეტი მომხმარებელი ამბობს, რომ მათ არ მოსწონთ რეკლამები. გულწრფელად რომ ვთქვათ, შეიძლება პრობლემა ფორმაში იყოს — პერსონალიზებული შემოქმედებითობის მასშტაბირების ნაცვლად, უსასრულო ბანერების რეკლამები რომ მივიღეთ. 

აქ კი ჩნდება კითხვა — თუ ყველას სურს, ბანერების რეკლამები აღარ არსებობდეს, რატომ არ ქრება? პასუხის პოვნა შემოქმედებით ინდუსტრიაში შეიძლება. მაშინ, როცა პროგრამული ტექნოლოგია დიდ მასშტაბზე გასასვლელად ბიუჯეტურია, კრეატიულ მხარეს მსგავსი ინოვაცია არ არსებობს, რომელიც პერსონალური რეკლამირების მასშტაბირებას შეგვაძლებინებდა. ამგვარად, ამ დრომდე ბანერების რეკლამა იყო ერთადერთი გზა პროგრამული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

ხოლო გენერაციული ხელოვნური ინტელექტი ამ ტრენდის შემობრუნების შანსს გვაძლევს, თუმცა ამას მარტო ვერ მოახერხებს — ის, თუ როგორ ვიფიქრებთ AI ხელსაწყოებზე, ძალიან ბევრ რამეს გადაწყვეტს. ახლა კი შემოქმედებით ინდუსტრიაში ხელოვნური ინტელექტის დანერგვის 2 შესაძლო სცენარი განვიხილოთ:

პირველი: AI ბიუჯეტურ ხელსაწყოდ გვევლინება, ათასობით ადამიანზე დაყრდნობის ნაცვლად, რომლებიც ბანერის რეკლამების ზომას შეამცირებენ. AI ამას მეტად სწრაფად, იაფად და პოტენციურად ულიმიტო მასშტაბით გააკეთებს. უკვე ისიც გავიგეთ, რომ ერთ-ერთმა კომპანიამ მწერლები ChatGPT-ით ჩაანაცვლა. მართალია, ეს ხარჯებს მკვეთრად შეამცირებდა, მაგრამ რას იტყვით შემოქმედებით მხარეზე? ამას ვერ გაუმკლავდება…

მეორე: AI ხელსაწყოების დანერგვა ახალი შემოქმედებითი პოტენციალის საჩვენებლად. ერთ-ერთი TED Talk-ის დროს თქვეს, რომ ხელოვნური ინტელექტის გამოყენება სწავლის შესაძლებლობების გასაძლიერებლად შეიძლებოდა და ეს არც მასწავლებლების ჩანაცვლებას და არც სწავლის საფასურის შემცირებას ეხებოდა. ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყოებით სტუდენტების იმ მოთხოვნების დაკმაყოფილება გახდებოდა შესაძლებელი, რომლებიც აქამდე სასწავლო რესურსების სიმცირის გამო შეუძლებელი იყო.

პირველი სცენარის შემთხვევაში AI ვერ გაამართლებს, მაგრამ რას იტყოდით მეორე სცენარზე? მეტად სავარაუდოა, რომ ასე უსასრულო კრეატიულ შესაძლებლობებს გავუხსნათ გზა. დამღლელი, დაბალი დონის საქმეების ნაცვლად, კრეატორებს იმის გაკეთება შეეძლებათ, რაც საუკეთესოდ გამოსდით — ისინი საოცარ ამბებს მოგვიყვებიან. მსგავსად კი, ე. წ. პროგრამული დაპირების რეალობად ქცევასაც შევძლებთ…

სახლის რემონტისა და მოწყობის გიგანტი — მიჰაუსი 3 წლისაა!

წიგნები, რომლებიც ყველა მშობელმა უნდა წაიკითხოს