in

ამ უჩვეულო შრიფტის შექმნას 28 ადამიანის სხეული დასჭირდა

ახალი შრიფტი, სახელწოდებით Project Body Type 28 ადამიანმა შექმნა, რომლებიც ასოებს საკუთარი სხეულებით ქმნიან — მათ შორის არიან პლუს ზომის მოდელები, ალოპეციის მქონე მოდელები, მოცეკვავეები, მხატვრები, მწერლები, ვიდეოგრაფები და კრეატორები. თითოეულმა მათგანმა თავად აირჩია, რომელ ასობგერას განასახიერებდა… თავად იდეა კი ტიპოგრაფ და დიზაინერ მენ შუის ეკუთვნის.

რა თქმა უნდა, ზოგიერთი ასოს მოდელირება უფრო რთული იყოს — მაგალითად, Q-სთვის წყვილი და მათი შვილი გამოიყენეს. მშობლები ერთიანობით ქმნიდნენ წრეს, კუდს კი პატარა ბავშვი წარმოადგენდა.

მთლიანობაში, სხეულის ფორმები შრიფტად წარმოსადგენად, მენ შუის გუნდმა თითოეული ადამიანი (ან ჯგუფი) სათითაოდ გადაიღო და შემდეგ ისინი შავ სილუეტებად გარდაქმნა. ამასთან, გარკვეული განზომილების დასამატებლად, გუნდმა გამოიყენა თხელი თეთრი ხაზები სხეულის ზოგიერთი დეტალის გამოსაკვეთად, როგორიცაა მოხრილი ფეხის ნაკეცები.

იქიდან გამომდინარე, რომ მენ შუის განსაკუთრებით იზიდავს ძველი სამყაროს ხელოვნება, აღნიშნული შრიფტი ძველი ბერძნული ვაზების შავფიგურიანი კერამიკის ნახატებითაა შთაგონებული — სტილისტური მახასიათებლებისა და დახვეწილობის გამო.

ნებისმიერ შემთხვევაში, საბოლოო სახე ნაკლებად მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე პროცესი და მონაწილე ხალხი. რა თქმა უნდა, ეს შრიფტი Helvetica-ს ვერ და არ ჩაანაცვლებს, მაგრამ იდეალურია ყველასთვის, ვისაც თემატური კამპანიებისთვის ან ლოზუნგებისთვის გამოყენება ენდომება. მარტივად, ეს არის „გამოხატვის ინსტრუმენტი“, რომელშიც ჩართულია ინკლუზიური გზავნილი.

უარყოფიდან წარმატებამდე – „ქარუს“ გზა

SpaceX სამხედრო სატელიტებს ქმნის