“დაემგზავრე ტექნოლოგიებს” – ამ გზავნილით სტუმრობს ტექნობასი საქართველოს რეგიონებს. ტექნობასი ბრენდირებული ავტობუსია. მისი საშუალებით, სტარტაპერებს შეუძლიათ საქართველოს რეგიონებში მოგზაურობასა და ინოვაციებსა და ტექნოლოგიებზე ადგილობრივ სკოლის მოსწავლეებს ესაუბრონ. ტექნობასმა უკვე მოიარა სამტრედიის, ქუთაისის, თერჯოლის, წყალტუბოს, ზესტაფონისა და კახეთის სკოლები. ინტერაქტიული შეხვედრების საშუალებით, სტარტაპერები ბავშვებში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართ ინტერესის გაღვივებას ცდილობენ. იდეის ავტორია სტარტაპი Lingwing, რომელმაც პროექტი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) დახმარებით განახორციელა.
[fbvideo link=”https://www.facebook.com/TechParkGeorgia/videos/259325078095654/” width=”720″ height=”405″ onlyvideo=”1″]













