in

კრედო ბანკმა თანამშრომლებისთვის ახალი სტილის საერთო სამუშაო სივრცე “Project Lab” გახსნა

საერთო სამუშაო სივრცეები, მოგეხსენებათ, საზღვარგარეთ წლებია არსებობს და ისინი ნელ-ნელა თბილისშიც ჩნდება. ეს არის მშვიდი და საქმიანი გარემო, სადაც სამუშაო დროის განკარგვა სასიამოვნოდ და რაც მთავარია, პროდუქტიულად არის შესაძლებელი. ახალმა ეპოქამ „კრედო ბანკის“ დღის წესრიგში სამუშაო სივრცის  სწორედ აღნიშნული იდეით გარდაქმნა დააყენა და 2020 წლის 18 დეკემბერს არასტანდარტული სამუშაო სივრცე – Project Lab – გახსნა.

„Project Lab-ის კონცეფცია თანამედროვე ადამიანის თავისეულ გაგებასთან დავაკავშირეთ. სათავო ოფისის ახალი სივრცის ინტერიერი შთაგონებულია ქალაქ ლონდონის სტილით. ლამაზი ქუჩებისა და მიწისქვეშა კულტურული ჰაბის სინთეზი, თბილი ტონები, თემატურად შერჩეული ავეჯი, ბეტონი, ხე და სხვა დეტალები საერთაშორისო მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად და ისტორიული დანიშნულების ადგილს ასახავს“.

Project Lab-ის ღია სამუშაო სივრცე ემსახურება მეტ ინტერაქციასა და კოლაბორაციას თანამშრომლებს შორის. აქ ყველაფერია, რაც კომფორტულ, კრეატიულ და სასიამოვნო სამუშაო გარემოს ქმნის თანამშრომლებისთვის.

შეცვლილი ხედვითა და მიზნისაკენ სავალი სახასიათო სწრაფვით „კრედო ბანკმა“ ხელახლა განსაზღვრა პროფესიული ლანდშაფტი და გარდაქმნა ტრადიციული ოფისის სულისკვეთება, დასაქმებულებს მისცა დამატებითი მოტივაცია, რათა კიდევ უფრო გაუმჯობესებულ სამუშაო გარემოში სიამოვნებით შეასრულონ დაკისრებული მოვალეობები.

 

[R]

თქვენს მუსიკალურ გემოვნებას ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ბოტი განსჯის

“ვარსკვლავური ომების” საახალწლო ინტერპრეტაცია – Lego-ს ახალი გამოწვევა