in

„პროექტების მართვის გამოცდილება ნებისმიერ სფეროში დაგჭირდება“ – „ალტე უნივერსიტეტი“ Project Management-ის კურსს იწყებს

არ აქვს მნიშვნელობა, რა პროფესიას ფლობთ, მშენებელი ხართ, ექიმი თუ ვინმე სხვა, ნებისმიერი საქმის კეთების დროს შეიძლება შეითავსოთ კონკრეტული პროექტებისა თუ ცვლილებების მართვა. სწორედ ამიტომ, პროექტის მენეჯმენტი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებაა. ის, სასურველი შედეგის მისაღწევად, პროექტის ყველა რგოლის მართვასა და კომუნიკაციის სწორად წარმართვაში გვეხმარება. პროექტებისა და ცვლილებების მართვით დაინტერესებული ადამიანებისთვის, ვისაც ამ სფეროში შედეგების წარმატებით მიღწევა სურს, „ალტე უნივერსიტეტმა“ Project Management-ის ერთთვიანი კურსი შექმნა. სწავლებას სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ტრენერები უძღვებიან.

„კურსი სამმა სპეციალისტმა ერთობლივად შევქმენით. ტრენერების მრავალფეროვნება საჭიროა იმისთვის, რომ კურსი კიდევ უფრო საინტერესო, სახალისო და გამოცდილებით  დატვირთული იყოს“, – ამბობს ინგა ყელაურაძე, Project Management-ის კურსის ერთ-ერთი ტრენერი.

ინგა ყელაურაძეს საბანკო სექტორში თითქმის 20 წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს. თავდაპირველად, მუშაობდა ბანკ რესპუბლიკაში IT პროექტების მენეჯერის პოზიციაზე, შემდეგ კი პროექტების მართვის ოფისის ხელმძღვანელი გახდა. ასევე, უძღვებოდა ბანკი რესპუბლიკისა და თიბისი ბანკის საერთო პროექტს. 2017 წლიდან, ხელმძღვანელობდა თიბისი ბანკში პროექტების მართვის ოფისს, სადაც 2018 წლიდან დღემდე, ეჯაილ ტრანსფორმაციის პროექტის ლიდი და ეჯაილ ქოუჩების ცოდნის ცენტრის ხელმძღვანელია.

Project Management-ის კიდევ ერთი ტრენერი გუკა კიტიაა. ის 2014 წლიდან საერთაშორისო სამშენებლო პროექტების განხორციელებაში იღებდა მონაწილეობას. 2018 წლიდან თიბისი ბანკს შეუერთდა, პროექტის მენეჯერის პოზიციაზე. მოგვიანებით კი, IT მიმართულების პროექტებს ჩაუდგა სათავეში. 2019 წელს, ეჯაილ ტრანსფორმაციის გუნდში გადაინაცვლა, ეჯაილ ქოუჩის როლით. გუკა ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრია. ასევე, არის პროექტების მართვის ინსტიტუტის საერთაშორისო სერტიფიკატის მფლობელი – PMP (პროექტების მართვის პროფესიონალი) და სერტიფიცირებული ეჯაილ ქოუჩი (ICP-ACC). ამას გარდა, აქვს საერთაშორისოდ აღიარებული სქრამ მასტერის PSM და სქრამ პროდუქტის ოუნერის PSPO სერტიფიკატი.

ინგა ყელაურაძესთან და გუკა კიტიასთან ერთად, Project Management-ის კურსს თეო ცერაძე წაუძღვება. მას ბიზნეს სფეროში 13 წლიანი გამოცდილება აქვს. 2011 წლიდან მუშაობდა Alta Software-ში, მართავდა Core-სისტემების დანერგვასა და სხვადასხვა IT პროექტს. 2018 წლიდან, თიბისი ბანკში, IT პროექტების მენეჯერისა და CRM გუნდის Product Owner-ის პოზიციაზე მუშაობდა. 2020 წლიდან არის ეჯაილ ტრანსფორმაციის გუნდის წევრი, ეჯაილ ქოუჩი. არის სერტიფიცირებული ქოუჩი (ICP-ACC) International Consortium for Agile, სქრამ მასტერი – PSM I და პროექტის მართვის პროფესიონალი (მოსამზადებელი კურსი) – PMP.

„შევეცადეთ, კონკრეტულ მიმართულებაზე ფოკუსირებული პროგრამა არ შეგვემუშავებინა. გამოცდილებიდან გამომდინარე, გვქონდა სურვილი, რომ კურსის შინაარსი ნებისმიერი სფეროს წარმომადგენლისთვის ყოფილიყო გამოსადეგი და მნიშვნელოვანი. ვფიქრობ, რომ ჩვენ ეს შევძელით და იმედია, მალე ყველა დაინტერესებული პირის მოლოდინსაც გავამართლებთ“, – გვითხრა ინგა ყელაურაძემ, რომელსაც კურსის შესახებ რამდენიმე კითხვა დავუსვით.

M: რა სახის პროექტის მენეჯმენტზეა საუბარი თქვენს კურსში?

ინგა ყელაურაძე: „რა თქმა უნდა, განსხვავებული მიმართულებების პროექტები არსებობს, სადაც კონკრეტული სპეციფიკის გათვალისწინება მნიშვნელოვანია წარმატებისთვის, თუმცა ამავდროულად, პროექტების მართვისას ძალიან ბევრი ინსტრუმენტი, პრინციპი თუ მიდგომა შეგვიძლია გამოვიყენოთ, რათა მივაღწიოთ ეფექტურ შედეგებს ნებისმიერ სფეროში. მიდგომებისა და აღქმის დონეზე, პროექტების მართვა უფრო ზოგად მიმართულებადაა მიჩნეული. თუმცა, ძალიან კონკრეტული ინსტრუმენტები და მიდგომები არსებობს, რომელსაც კარგად უნდა ფლობდე, რომ პროექტი წარმატებით განახორციელო. დაწყებული მიზნების, ბიუჯეტის, ვადების მართვით, კომპეტენციების სწორი განაწილებითა თუ დაინტერესებულ მხარეებთან სწორი კომუნიკაციით დამთავრებული.“

M: რატომ არის მნიშვნელოვანი პროექტის მენეჯმენტის კურსი?

გუკა კიტია: „თანამედროვე გარემოში, სადაც ჩვენი ყოველდღიური საქმიანობა სავსეა ცვლილებებით და სირთულეებით, მნიშვნელოვანია სიახლეების დანერგვის პროცესი იყოს ორგანიზებული, რათა ორგანიზაციებმა შეძლონ საუკეთესო შედეგების მიღება. ამ პროცესში გადამწყვეტია მიდგომები, თუ როგორ ვისახავთ მიზნებს, ვგეგმავთ, ვანაწილებთ რესურსებს, ვახდენთ რისკების იდენტიფიკაციას, ვიღებთ და ვითვალისწინებთ უკუკავშირს. შესაბამისად, პროექტის მენეჯმენტის კურსით გავაზიარებთ თეორიულ ცოდნას და პრაქტიკულ გამოცდილებას, მაგალითებს, რაც საშუალებას მისცემს დამსწრეებს ეს ყველაფერი გამოიყენონ თავიანთ საქმიანობაში და გახდნენ მნიშვნელოვანი კონტრიბუტორები ორგანიზაციული შედეგების მიღებაში.“

თეო ცერაძე: „თანამედროვე სამყაროში სამუშაო პროცესის უდიდესი ნაწილი პროექტებზეა დაფუძნებული, რომლის საფუძველზეც, პროექტის მენეჯერებზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება. მახარებს ის ფაქტი, რომ კომპანიებმა უკვე აქტიურად დაიწყებს იმის გაანალიზება, რომ პროექტის სწორი და ეფექტური მართვა უმნიშვნელოვანეს ამოცანას წარმოადგენს სტრატეგიული მიზნების მიღწევის პროცესში.“

M: კურსის სპეციფიკიდან გამომდინარე, ვინ არის თქვენთვის მთავარი სამიზნე სეგმენტი?

ინგა ყელაურაძე: „ძირითადად, შუა რგოლისა და პროექტის მენეჯერები. ის ადამიანები, რომლებიც გარკვეულ მიმართულებებს მართავენ და პარალელურად, სჭირდებათ ცვლილებებისა და სხვადასხვა ზომის პროექტული აქტივობების მართვა, ადამიანებთან კომუნიკაციისა თუ მიზნების მიღწევისთვის საჭირო ცოდნის მიღება/განვითარება.”

M: რა საკვანძო უნარებს შეიძენს Project Management-ის კურსდამთავრებული?

ინგა ყელაურაძე: „კურსის განმავლობაში მთავარი აქცენტები გაკეთდება პროექტის სასიცოცლო ციკლის მთავარ კომპონენტზე, მათი მართვისთვის თანამედროვე მიდგომების გამოყენებაზე. ასევე, განვიხილავთ სხვადასხვა ინსტრუმენტებს და გავუღრმავებთ ცოდნას კონკრეტული ქეისების განხილვით. დავამუშავებთ ინდივიდუალურ პროექტებსა და გავუზიარებთ სხვადასხვა გამოცდილებას, რომელიც ჩვენს და მსოფლიო პრაქტიკაში, წარმატებული თუ წარუმატებელი ქეისების სახით არსებობს.“

თეო ცერაძე: „კურსის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულები შეძლებენ ისწავლონ და რეალურ საქმიანობაში გამოიყენონ ის თეორიული თუ პრაქტიკული ცოდნა, რაც დაკავშირებულია პროექტის მართვასთან.

შესაძლებლობა ექნებათ განავითარონ და წარმართონ პროექტის მართვის სტრატეგია კარგიდან საუკეთესომდე (Good to Great) და სწორი მართვით, გადამწყვეტი როლი ითამაშონ ბიზნესის განვითარებისა და სტრატეგიული მიზნების მიღწევის პროცესში. არამატერიალური საგნები, როგორიცაა კომპანიის მიზნები და ღირებულებები გადააქციონ მყარ შედეგებად და თავიანთი კვალი დატოვონ კომპანიის განვითარების პროცესში.“

M: რამდენად აქტუალური და საჭიროა დღესდღეობით, რომ პროექტის მენეჯერის პროფესიას ფლობდეს ადამიანი?

გუკა კიტია: „პროექტის მენეჯმენტი დასაქმების ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე დინამიკური, მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი მიმართულებაა. ყველაზე აქტიური კი სამშენებლო, საფინანსო, IT და მარკეტინგული ორგანიზაციებია. დამწყები ან მოქმედი პროექტის მენეჯერები ან სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, რომლებსაც უწევთ ჩართულობა პროექტის მართვაში და გაივლიან ჩვენს კურსს, ყველა ამ მიმართულებით შეძლებენ გამოიყენონ ის ცოდნა და უნარები, რასაც მათ ერთი თვის განმავლობაში გავუზიარებთ.“

აღსანიშნავია, რომ „ალტე უნივერსიტეტის“ Project Management-ის კურსზე განაცხადების მიღება უკვე დაიწყო და ადგილების რაოდენობა შეზღუდულია. რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

ერთთვიანი ინტენსიური კურსის ფარგლებში დაგეგმილი პირველი ტრენინგი 14 თებერვალს ჩატარდება.

კურსის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ „ალტე უნივერსიტეტის“ ვებგვერდზე.

[R]

ჩინეთში ხელოვნურ მთვარეს ქმნიან!

ჩრდილოეთ კორეამ, კიბერ თავდასხმებით, $400 მილიონი მოიპარა!