in

Adobe-ს ახალი მოდელი ტექსტურ მოთხოვნებს მუსიკად აქცევს

Adobe ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიით რომ დაინტერესდა, ეს დიდი ხნის წინ გავიგეთ, რასაც პერიოდულად მუდმივი სიახლეები მოსდევს. ამჯერად, კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევრებთან თანამშრომლობით, ყურადღება მუსიკისკენ მიმართა. შედეგად, Project Music GenAI Control წარადგინა — სისტემა, რომელიც ტექსტური მოთხოვნის საფუძველზე, მუსიკას აგენერირებს.

„გენერაციული AI-ს დახმარებით, სისტემა თქვენი თანაშემქმნელი ხდება. ის ადამიანებს ეხმარება, სასურველი მუსიკა მრავალფეროვანი მიმართულებით დააგენერიროთ — იქნება ეს პოდკასტისთვის, ფილმისთვის, უბრალო ვიდეოსთვის თუ სხვა. განწყობას, ტონსა და ხანგრძლივობასაც თავად არეგულირებს“, — განმარტავს ნიკოლას ბრაიანი, Adobe Research-ის უფროსი მკვლევარი.

ცოტა უფრო დეტალურად რომ განვიხილოთ, მომხმარებლებს მხოლოდ ისეთი აღწერილობების შეყვანა დასჭირდებათ, როგორებიცაა „ძლიერი როკი“ ან „ბედნიერი ცეკვა“. ხელოვნური ინტელექტი კი ამ ინსტრუქციებზე დაყრდნობით სრულიად ახალ ჩანაწერებს აგენერირებს.

ამავდროულად, ინსტრუმენტი დახვეწილი რედაქტირების შესაძლებლობებს იძლევა, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, გადააკეთონ, შეცვალონ და დახვეწონ თავიანთი აუდიო შემოქმედება. თანაც მოსახერხებელი ინტერფეისის წყალობით, ტემპის, სტრუქტურისა და ინტენსივობის კორექტირება მხოლოდ რამდენიმე დაწკაპუნებითაა შესაძლებელი.

Coach საგაზაფხულო კოლექციას AI-ით შთაგონებული რეკლამით გვაცნობს

აი, როგორ მუშაობს ფუდ-ფოტოგრაფი