in

დაივიწყეთ სენსორები – გაჯეთების მართვა ჟესტიკულაციით

BOG
BOG

Google I/O კონფერენციაზე საძიებო სისტემის გიგანტმა რამდენიმე სიახლე წარმოადგინა. ერთ-ერთი სიახლე გაჯეთების მართვის ახალი ტექნოლოგია – ჟესტიკულაცია გახდა.

Google-ის სიახლე “Project Soli” რადარის პრინციპით მოქმედებს და სენსორებზე შეხების გარეშე ხელის ჟესტიკულაციის ამოცნობას შეძლებს. ჯერჯერობით ტექნოლოგია საწყის ნაბიჯზეა და მარტივ მოქმედებებზე მუშაობს, როგორიცაა ხმის აწევ-დაწევა, წიგნის გადაშლა, ჩართვა-გამორთვა, მენიუს ტრიალი.

“Project Soli”-ის რეალიზება წლის ბოლოს იგეგმება და ახალ ფუნქციას სატარებელ აქსესუარებში ჩაამონტაჟებენ.

ბავშვები და ძველი ტექნიკა – ზუმერის ექსპერიმენტი

GoPro’s HERO+ LCD სენსორული მონიტორით