in

მზის პანელებზე ფიქრობთ? – Project Sunroof გეტყვით, რამდენად ეფექტური იქნება ის თქვენი სახლისთვის

Project Sunroof გონივრულად ერწყმის Google Maps-ის სატელიტურ მონაცემებს

ალბათ, ერთხელ მაინც გიფიქრიათ სახლში მზის პანელების განთავსებაზე, მაგრამ თქვენი აზრით, რამდენად საკმარისია “ჰმმ, მზიანი დღე ჩანს” ვარაუდი ენერგიის მოსაპოვებლად? ჰო, დამაბნეველი კითხვაა, მაგრამ გამოსავალი – მარტივი და კომფორტული. 

Google-ის ინჟინერ კარლ ელკინის მიერ წარმოდგენილი პროექტი Project Sunroof გონივრულად ერწყმის Google Maps-ის სატელიტურ მონაცემებს, რომლებიც მზის ზემოქმედებას ადგილმდებარეობის, სახლის ორიენტაციის, სახურავის ზედაპირის და ახლომდებარე ხეების მიხედვით აანალიზებს. შედეგად კი, საკმაოდ ზუსტ შეფასებას მიიღებთ იმის შესახებ, თუ რამდენად შესაბამისია თქვენი სახლის სახურავი მზის პანელების დასაყენებლად?

ამასთან ერთად, Project Sunroof გიჩვენებთ, როგორ გამოიყურება თქვენი პოტენციური დანაზოგი – აქ მოცემულია მზის ენერგიის სავარაუდო გამომუშავებისა და არსებული გადასახადების მონაცემები. ეს რიცხვობრივი მაჩვენებლები ძირითადად $2 000-დან $40 000-მდე იცვლება, მისამართის საფუძველზე. 

როგორც ხედავთ, ახლა უფრო მარტივი იქნება გადაწყვეტილების მიღება – გადახვიდეთ თუ არა, მზის პანელებზე…

ბრაზილიაში ქრისტეს ქანდაკების უფრო დიდი ვერსია აშენდება

სანთლის ჩასადები, რომლის ნათებაც გეომეტრიულ ფიგურებად იშლება