29
Jun
2018

ROI-ის პროექტირება ახალი თაობის საკუთრების მართვის სისტემით

29 Jun 2018

საკუთრების მართვის სისტემა (PMS) თქვენი სასტუმროს ბიზნეს – მოდელის გაუმჯობესების საშუალებას იძლევა. აქ იგულისხმება ინვესტიციების ანაზღაურების კოეფიციენტის (ROI) პროგნოზირება. არჩევანის გაკეთებისას, პირველ რიგში, უნდა დაისვას შეკითხვები: რამდენით შეამცირებს ახალი სისტემა რეგისტრაციის, სტუმრის check-in-ისა და check-out-ისთვის საჭირო დროს. ასევე, რა დრო დასჭირდება ისეთ შრომატევად საქმეს, როგორიცაა სტუმრების ანგარიშების კონსოლიდირება და მართვა, მათთვის გარე გაყიდვების არხების, Web-ისა და ტურისტული სააგენტოების ხელმისაწვდომობა.

მენეჯმენტი ასევე უნდა დაინტერესდეს, ახალი სისტემით რამდენად გაუმჯობესდება სასტუმროს გაყიდვები და შემოსავლები. მაგალითად, „ონლაინ“ პლატფორმის საშუალებით, როგორ გაიზრდება ჯავშნების საერთო რაოდენობა. ასევე, რა დადებით გავლენას მოახდენს ინვენტარის განახლება სტუმართა საერთო რაოდენობაზე, ან როგორ გაიზრდება საშუალო დღიური ტარიფი,  შემოსავლების მენეჯმენტისა და სხვა წინასწარ პროგნოზირებადი საშუალებების ხარჯზე.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და აუცილებლად გასათვალისწინებელი ფაქტორია სასტუმროს დანაკარგის შემცირება. მათ შორის, დანაკარგი იმ შეცდომებისთვის, მონაცემთა ხელით განახლებასა და ნომრის ღირებულების შესახებ ინფორმაციის შეფერხებას, სასტუმროს აპარატურის და პროგრამული უზრუნველყოფისთვის გაწეულ ხარჯებს რომ მოჰყვება.

გაითვალისწინეთ, რომ ახალი თაობის ​PMS-ის დანერგვით, მომსახურების ხარისხის ზრდა, ავტომატურად გაზრდის მუდმივი კლიენტების რაოდენობასა და ბრენდის მიმართ პოზიტიურ დამოკიდებულებას. სტუმრების კეთილგანწყობილ შეფასებებსა და დადებით ეკონომიკურ შედეგებს შორის თანაფარდობა ერთმანეთს უნდა უტოლდებოდეს. საბოლოო ჯამში კი, სასტუმროს მეპატრონემ და ხელმძღვანელმა  ისეთი პარტნიორი უნდა შეარჩიოს, ვინც, წარმატებაზე, მის შეხედულებებსა და სურვილებს სრულად იზიარებს.

ახალი თაობის PMS, წინამორბედისაგან განსხვავებით, შედარებით იაფია და ნაკლები ინვესტიცია სჭირდება. მრავალი მიზეზი არსებობს იმისათვის, თუ რატომ უნდა გადავიდნენ სასტუმროები ამ სისტემაზე. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ახალი PMS-ის კიდევ უფრო მარტივად ხელმისაწვდომია. მისი ინსტალაცია კი, გაცილებით, იოლი და იაფია, ვიდრე, თუნდაც, 10 წლის წინ იყო.

ახალი თაობის PMS-ების უმრავლესობა მონაცემებს cloud-ზე ინახავს. ამიტომ, მისი გამოყენების შემთხვევაში, თითქმის, ან საერთოდ აღარ არის საჭირო ადგილობრივი სერვერები. სისტემა  ითვალისწინებს მოკლევადიან კონტრაქტებსაც და აპარატურის თუ პროგრამული უზრუნველყოფისთვის არანაირი წინასწარი კაპიტალდაბანდება არ სჭირდება. ეს პირობები განსაკუთრებით ხელსაყრელია პატარა და მცირებიუჯეტიანი სასტუმროებისთვის. სასტუმროს ხარჯები ხომ მისი მასშტაბების პირდაპირპროპორციულია.

საბოლოოდ, უნდა აღინიშნოს, რომ მომავალი თაობის PMS-ის გამოყენებას ძალიან ბევრი „ბენეფიტი“ აქვს. მთელს ორგანიზაციაში მოწესრიგებული ოპერაციები და მართვის სრულყოფილი სქემა პერსონალის ეფექტურად მუშაობის ზრდას და საექსპლუატაციო ხარჯების შემცირებას უზრუნველყოფს. სტუმრებთან კომუნიკაციის არხებისა და საშუალებების ზრდა კი მათ კმაყოფილებას და ლოიალობას განაპირობებს. შესაბამისად, ისინი თქვენი სასტუმროს მუდმივი კლიენტები გახდებიან, რაც თითო ოთახის შემოსავალს და, შესაბამისად, ობიექტის  საერთო მოგებას გაზრდის. მონაცემთა უკეთესი ინტეგრაცია და სიზუსტე გააუმჯობესებს შემოსავლების მენეჯმენტსა და სხვადასხვა არხის მართვის შესაძლებლობას. და, რა თქმა უნდა, უზრუნველყოფს დადებით ფინანსურ მაჩვენებლებს.

წყარო: www.hoteltechnologynews.com



განხილვა