in ,

PROMO & ACTIVATION LIONS – Cannes 2014

კანის ფესტივალი დაიწყო… გუშინ პირველი ლომები გადასცეს გამარჯვებულებს… საქართველოში ბუნებრივია ყველაზე პოპულარული “FILM LIONS“კატეგორიაა და ხშირ შემთხვევაში კანის ფესტივალი მხოლოდ მასთან ასოცირდება.

თუმცა, ყველაზე პრესტიჟულ “FILM LIONSთან ერთად კანის ფესტივალზე კიდევ 16 ძალიან საინტერესო ნომინაციაა, რომლებიც სარეკლამო სფეროს ყველა მიმართულებას მოიცავს.

გუშინ 4 ნომინაციაში გამარჯვებულები დაასახელეს, ესენია PROMO & ACTIVATION LIONS, CREATIVE EFFECTIVENESS LIONS, DIRECT LIONS, PR LIONS.

თითოეულ ნომინაციაში 4 რანგის ჯილდო არსებობს: ბრინჯაოს ლომი, ვერცხლის ლომი, ოქროს ლომი და გრან პრი.

ჟიურის საკმაოდ რთული სამუშაოს შესრულება უწევს. მაგალითად, „PROMO & ACTIVATION LIONSკატეგორიაში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 3200 ნომინანტი იყო. ალბათ სწორედ აქედან გამომდინარეა ის რომ, ბრინჯაოს და ვერცხლის ლომები საკმაოდ უხვად გაიცემა. მხოლოდ ამ ნომინაციაში 44 ბრინჯაოს და 29 ვერცხლის ლომი გადასცეს. (და ეს მაქსიმუმი სულაც არ არის).

ბრინჯაოს და ვერცხლის ლომების დასახელებას ერთი ძალიან საინტერესო დეტალი ახლავს. ოქროს და გრან პრის გამარჯვებულებს წინასწარ ატყობინებენ გამარჯვების შესახებ, რადგან მათ დარბაზში მათთვის განკუთვნილი ადგილი დაიკავონ, რომ პრიზის გადაცემის მომენტში ცერემონიის მსვლელობა არ შეფერხდეს და გამარჯვებულებმა დაუბრკოლებლად მოახერხონ სცენაზე ასვლა. ანუ, მათ რამდენიმე საათით ადრე იციან გამარჯვების შესახებ და პირველი მოულოდნელი სიხარული უკვე განცდილი აქვთ.

რაც შეეხება ბრინჯაოს და ვერცხლის ლომებს: მათი დიდი რაოდენობის გამო გამარჯვებულების დასახელება შემდეგი წესით ხდება. დიდ ეკრანზე ისე, როგორც ჰოლივუდის ფილმების ბოლო ტიტრებშია, მოკლე დროში იწერება იმ კომპანიების ჩამონათვალი, რომლებმაც კონკრეტულ ნომინაციაში გაიმარჯვეს. დარბაზში ნომინანტები გაფაციცებით აკვირდებიან სცენას და მოულოდნელად ჩაბნელებული დარბაზის სხვადასხვა კუთხეში ისმის გამარჯვებულების შეძახილები და ოავაციები, რომლებმაც სულ ამ წამს გაიგეს გამარჯვების შესახებ.

და ამის შემდეგ იწყება მთავარი, ოქროს ლომების და გრან პრის გამარჯვებულების დაჯილოდოება:

პირველი კატეგორია – PROMO & ACTIVATION LIONS

– აქტივობა, რომელიც მიზნად ისახავს შექმნას/გამოიწვიოს სწრაფი რეაქცია ან მომხმარებელს შესთავაზოს გასაყიდი პროდუქტი ან მომსახურება .

  

cannes-gold

ოქროს ლომები:

Advertiser: DHL

Product: POSTAL DELIVERY

Entrant: JUNG von MATT Stuttgart, GERMANY

Title:TROJAN MAILING

http://youtu.be/O-8POr_0RJA

Client: HONDA MOTOR CO.

Product: INTERNAVI

Entrant: DENTSU Tokyo, JAPAN

Client: BISCHÖFLICHES HILFSWERK MISEREOR

Product: DONATIONS

Entrant: KOLLE REBBE Hamburg, GERMANY

https://www.youtube.com/watch?v=ZcqsRhMHo8o

Client: CNA

Product: ENGLISH COURSE

Entrant: FCB BRASIL São Paulo, BRAZIL

cannes-grand

გრან პრი:

Client: HARVEY NICHOLS

Product: CHRISTMAS

Entrant: ADAM&EVEDDB London, UNITED KINGDOM

ბაჩო მებურიშვილი – ექსკლუზიურად მარკეტერისთვის კანის ფესტივალიდან!

ბურთი და “მოხუცი” – ვირუსული რეკლამა

ბოთლის ახალი სიცოცხლე – Coca-Cola