მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანია ChatGPT განხილვის საგანია, ბევრისთვის კვლავაც უცნობია, მაინც როგორ უნდა მიაწოდოს ბრძანება ხელოვნურ ინტელექტს, რათა სასურველ კითხვაზე შესაბამისი პასუხი მიიღოს. ამ სტატიაში სწორედ ბრძანებების აგებას განვიხილავთ.
მკაფიო ინსტრუქციები
ბანალურად ჟღერს, მაგრამ ChatGPT ვერ ამოიცნობს, რა ხდება თქვენს გონებაში. თუ გამოტანილი პასუხები ძალიან გრძელია, ChatGPT-ის სთხოვეთ მოკლე პასუხები. თუ შედეგები ძალიან მარტივია, უკარნახეთ, რომ ექსპერტის დონის წერა გჭირდებათ. თუ არ მოგწონთ ფორმატი, აჩვენეთ მაგალითი, რომლის ნახვაც გსურთ. რაც უფრო მკაფიოა ინსტრუქცია, მით უფრო ადვილად მიიღებთ პასუხებს.
გამოიყენეთ ეს ტაქტიკა:
* დაურთეთ დეტალები თქვენს შეკითხვას, რომ მიიღოთ უფრო შესაბამისი პასუხები
* სთხოვეთ AI-ს დაწეროს რეალური ადამიანივით
* გამოიყენეთ შეზღუდვები, რათა ნათლად მიუთითოთ ცალკეულ ნაწილებზე
* მიუთითეთ დავალების შესასრულებლად საჭირო ნაბიჯები
* მიეცით მაგალითები
* მიუთითეთ გამომავალი ტექსტის სასურველი მოცულობა
მიუთითეთ ტექსტი მაგალითად
ChatGPT-ს დამაჯერებლად შეუძლია მოგაწოდოთ არასწორი პასუხი, განსაკუთრებით თუკი არაზუსტ თემაზე ეკითხებით. ამიტომ, მიაწოდეთ მაგალითი, რათა ფაბრიკაციის ალბათობა შეამციროთ. ასწავლეთ, როგორ იხელმძღვანელოს მიწოდებული მაგალითით ან როგორ გამოიყენოს ციტატის სახით.
კარგია რთული ამოცანების დაყოფა მარტივ ქვეამოცანებად
ისევე, როგორც პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერიაში კარგი პრაქტიკაა რთული სისტემის დაშლა მოდულურ კომპონენტებად, იგივე ეხება ენობრივ მოდელში მიწოდებულ ამოცანებს. კომპლექსურ ამოცანებში უფრო მაღალი ალბათობაა შეცდომის დაშვების. გარდა ამისა, რთული ამოცანები ხშირად შეიძლება დაიყოს მარტივი ამოცანების ნაკადად, სადაც წინა ამოცანის შედეგები მომდევნოს განმსაზღვრელია. გაფილტრეთ დიალოგები და შეაჯამეთ შედეგები, რათა მომდევნო ამოცანებში გამოიყენოთ ეფექტურად.
მიეცით ფიქრის დრო
ამოცანის მიხედვით, შესაძლებელია ენობრივმა მოდელმა მყისიერად გიპასუხოთ ან ფიქრი დასჭირდეთ. მსგავსი მოდელები უფრო მეტ შეცდომას სწორედ მაშინ უშვებენ, როცა პასუხის გაცემას სწრაფად ცდილობენ, ამიტომ მიეცით დრო. დაავალეთ შეიმუშაოს საკუთარი ალტერნატივა, დასკვნის გაკეთებამდე. გამოიყენეთ მოთხოვნების თანმიმდევრობა მოდელის მსჯელობის პროცესის დასამალად. ჰკითხეთ, რაიმე ხომ არ გამორჩა წინა კითხვებზე პასუხისას.
გამოიყენეთ გარე ხელსაწყოები
მოდელის სისუსტეების კომპენსირება სხვა ხელსაწყოების შედეგების დახმარებით შეგიძლიათ. მაგალითად, ტექსტის მოძიების სისტემას (RAG) შეუძლია მოდელს აცნობოს შესაბამისი დოკუმენტების შესახებ. კოდის ინტერპრეტატორს, როგორიცაა OpenAI’s Code Interpreter, შეუძლია მოდელს დაეხმაროს მათემატიკურ გამოთვლასა და კოდის გაშვებაში. თუ დავალების შესრულება უფრო საიმედოდ ან ეფექტურად არის გჭირდებათ, ვიდრე მხოლოდ ენობრივი მოდელი შეძლებდა, ამ გზით უფრო დიდი ალბათობით მიიღებთ უკეთეს შედეგს.
ტაქტიკა:
* გამოიყენეთ ჩაშენებებზე დაფუძნებული ძიება ინფორმაციის ეფექტური მოძიებისთვის.
* გამოიყენეთ კოდის შესრულება უფრო ზუსტი გამოთვლებისთვის ან გარე API-ების გამოსაძახებლად
* მიეცით მოდელს წვდომა კონკრეტულ ფუნქციებზე
თქვენ როგორ იყენებთ ChatGPT-ს? თუ გაინტერესებთ კონკრეტული მაგალითები, თუ როგორ მიაწოდოთ მას ბრძანება ეფექტურად და დეტალურად ნახოთ თითოეული მიდგომის პრაქტიკული რეალიზება, ამ ბმულს ეწვიეთ.
წყარო: OpenAI