in

PromptBase-ზე AI ხელოვნების შესაქმნელად საჭირო ტექსტების ყიდვა-გაყიდვა შეიძლება

შეიძლება ითქვას, რომ ხელოვნური ინტელექტის წყალობით, დღეს ნამუშევრების შესაქმნელად ფუნჯები აღარ გვჭირდება… DALL-E, Midjourney თუ სხვა სისტემები უბრალოდ მცირე ტექსტის მიწოდებით, თანაც, წამებში, შედევრების შექმნის საშუალებას გვაძლევს. 

ხოლო, თუ ამ კონცეფციას კიდევ უფრო ჩაუღრმავდებით, უკვე აღარ გჭირდებათ იმის ცოდნა, როგორ შექმნათ ხელოვნების ნიმუშები AI გენერატორებით. PromptBase-ის ახალი ბაზარი კი AI ხელოვნების გაყიდვას არ ცდილობს, არამედ იგი ტექსტის რეალურ სტრიქონებს ყიდის, რომლებიც შემდგომში ბოტებს შეგიძლიათ მიაწოდოთ, რათა მათ კონკრეტული ილუსტრაციები და ფოტოები შექმნან. 

თუმცა თქვენთვის სასურველი ვიზუალის მისაღებად სწორი საკვანძო სიტყვები და თანმიმდევრობაა საჭირო. მაგალითად, თუ DALL-E-ს ეტყვით, რომ უბრალოდ კატების გამოსახულება შექმნას, თქვენ სურათების მთელ ასორტიმენტს მიიღებთ, მაგრამ თუ ამას ისეთ სიტყვებს დაამატებთ, როგორებიცაა მაკრო ფოტოგრაფია“ ან „პოლიგონი“, იგი თქვენთვის სასურველ გამოსახულებას შექმნის.

PromptBase-ის გამოჩენა კი იმას ნიშნავს, რომ ბრენდებს უკვე API ხარჯების დაზოგვა შეუძლიათ. ამასთან, წარმოიდგინეთ, რა შედეგებს მივიღებთ მაშინ, როცა ადამიანები გაერკვევიან, როგორ მიიღონ მაქსიმუმი ამ სისტემებისგან…

როგორ იმარჯვებენ ბრენდები ემოციური ინტელექტისა და ხმის გამოყენებით?

ნახეთ: ფოტოებში ასახული ძველი იტალიური რიტუალები