in

სჭირდება თუ არა თქვენს ბლოგს კორექტირება და რედაქტირება?

რა განსხვავებაა რედაქტირებასა და კორექტირებას შორის? დამწყებ ბლოგერებს ხშირად აინტერესებთ, არის თუ არა განსხვავება რედაქტირებასა და კორექტირებას შორის. მიუხედავად იმისა, რომ ორივე შემოწმების პროცესის ნაწილია პროექტის დაწერის შემდეგ, ეს მართლაც განსხვავებული აქტივობებია. რაც მთავარია, თქვენ უნდა მოეპყროთ მათ, როგორც განსხვავებულ აქტივობებს, თუ თქვენ ცდილობთ უკეთესი კავშირი დაამყაროთ თქვენს მკითხველთან.

კონტენტის რედაქტირება გულისხმობს თქვენი ნაწერის დახვეწას და თქვენი აუდიტორიისთვის საუკეთესო პრეზენტაციად ქცევას. კონტენტის კორექტირება უზრუნველყოფს, რომ არ იყოს შეცდომები, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს თქვენი მკითხველის გამოცდილებას ან დააზიანოს თქვენი, როგორც კონტენტის შემქმნელის სანდოობა. ორივე მნიშვნელოვანი ნაწილია.

დასვით ეს კითხვები კორექტირებისა და რედაქტირების შესახებ თქვენი ბლოგის შესახებ. პირველ რიგში კი საკითხი, სჭირდება თუ არა თქვენს ბლოგს კორექტირება და რედაქტირება, ამ ნაბიჯების საშუალებით გამოვიკვლიოთ.

ქვემოთ მოცემულ სამ კითხვაზე პასუხის გაცემის შემდეგ, თქვენ აღმოაჩენთ, თუ როგორ შეგიძლიათ უფრო სწრაფად მიაღწიოთ თქვენი კონტენტის მიზნებს.

რატომ აქვეყნებთ კონტენტს?

თუ არასოდეს გაგიციათ ამ კითხვაზე პასუხი, მაშინ ახლა ეს გაცილებით მეტ მიმართულებას მოგცემთ თქვენი კონტენტისთვის, ვიდრე უბრალოდ რედაქტირება და კორექტირება.

თქვენი გამოქვეყნების მიზეზის გაცნობიერება მთავარი ნაბიჯია თქვენი ბლოგის კონტენტ მარკეტინგის სტრატეგიის დაყენებამდე. ის გეხმარებათ იმ თემების მართვაში, რომლებზეც წერთ, ასევე გამოქვეყნების განრიგს.

მაგალითად, თუ თქვენ ხართ კონტენტის მწერალი და გსურთ შექმნათ პორტფოლიო ისე, რომ კლიენტები დაინტერესდნენ თქვენი დაქირავებით, თქვენი კონტენტი უნდა იყოს თქვენი დახვეწილი ნამუშევრის მაგალითი.

ასევე გჭირდებათ რეგულარულად გამოაქვეყნოთ და ამით აჩვენოთ თქვენი ერთგულება თქვენი ბლოგის მიმართ. ისინი, ვინც რეგულარულად ჩნდებიან საკუთარი აუდიტორიისთვის, საიმედოობას აჩვენებენ მკითხველებს.

ასევე, თქვენი ბლოგი არის გზა, სადაც დაუმუშავებელი, გაუფილტრავი შემოქმედების განთავსებას განაგრძობთ, თქვენი აუდიტორია შთააგონოთ ამ მონახაზებით და მათ უპირატესობა მიანიჭონ თქვენს ნაკლებად გაპრიალებულ ნაწერს.

ვინ არის თქვენი აუდიტორია? თქვენი იდეალური აუდიტორიის წევრები გკარნახობენ წერის სტილს, რომლითაც ქმნით კონტენტს და ასევე, გაძლევენ კონტენტის შექმნის მოტივაციას.

თუ ადამიანები, რომლებსაც ესაუბრებით, ყურადღებას აქცევენ თანმიმდევრულობას, გრამატიკული, ორთოგრაფიული და პუნქტუაციური შეცდომების გასწორებას, მაშინ თქვენი ნამუშევრის გულდასმით გასწორება და რედაქტირება ნამდვილად სჯობს. ამავდროულად, შეიძლება ეს შეცდომებიც გაპატიოთ მკითხველმა, თუკი ნამდვილად სასარგებლო ამბავს წერთ.

  • თქვენი ნაწერი რეზონანსში მოდის თქვენს მკითხველთან?
  • რა განსაკუთრებულ შეხედულებებს უზიარებთ მკითხველს?
  • თქვენი ნაწერი ახერხებს მათი ყურადღების მიპყრობას?
  • მკითხველებს უბიძგებთ, რომ გააზიარონ თქვენი კონტენტი?

თუ გიჭირთ ვიზიტორების შენარჩუნება და გამომწერების შეძენა, გირჩევთ შექმნათ უფრო ძლიერი გამოცდილება თქვენი მკითხველებისთვის გულმოდგინე რედაქტირებისა და კორექტირების საშუალებით.

შეიძლება დაგჭირდეთ უფრო საგულდაგულო რედაქტირება, თუ არ ხართ ორიენტირებული კონტენტ მარკეტინგის კონკრეტულ მიზნებზე, რომლებიც თქვენს ბიზნესს შეესაბამება.

შეცდომები, რომლებსაც გამოასწორებთ და დეტალები, რომლებსაც ამოაჩენთ საფუძვლიანი კორექტირებისა და რედაქტირების პროცესში, დაგეხმარებათ დაუკავშირდეთ თქვენს სამიზნე აუდიტორიას და გაზარდოთ პერსპექტიული მომხმარებლების რიცხვი, რომლებიც დაინტერესებულნი არიან თქვენთან ერთად ბიზნესის კეთებით.

როდესაც თქვნს ბლოგს პროფესიონალური პუბლიკაციასავით ექცევით, უფრო დიდი ალბათობით შეძლებთ უკეთესი კონტენტის შექმნას, რომელიც მორგებულია თქვენი აუდიტორიის სურვილებზე.

 

წყარო: copyblogger

რატომ გვიყვარს, როცა გვეშინია?

Translive — ყოვლისშემძლე ციფრული ლოგისტიკური პლატფორმა