in

რა როლს თამაშობს ბინის დაზღვევა ჩვენს ცხოვრებაში?

იმას, რომ სახლის აშენებასა და მოწყობას ტიტანური შრომა სჭირდება, ალბათ ყველა ის ადამიანი დაეთანხმება, ვისაც მსგავსი გამოცდილება ჰქონია. მუშებთან რამდენიმეთვიანი ომის, ბევრი ორჭოფობის, უამრავი არჩევანის და ბოლოს, როგორც იქნება, ოთახიდან ოთახამდე საქმის მიყვანის შემდეგ, თავს უფლებას ვაძლევთ, დამსახურებული ჰარმონიით ვისიამოვნოთ. თუმცა..

თუმცა, არსებობს ძალიან ბევრი ისეთი მომენტი, რომელიც ამ ჩვენს მთლიან ჰარმონიას ერთ წამში საშვილიშვილოდ არღვევს. იმ საფრთხეებს შორის კი, რომლებიც სრულიად მოულოდნელად გვატყდება ხოლმე თავს, შეიძლება იყოს თუნდაც ელექტროგაყვანილობის ან წყალგაყვანილობის სისტემის მწყობრიდან გამოსვლა. ასევე, არანაკლებ საფრთხეს წარმოადგენს აი ის მეზობელი, ძალიან ბევრს რომ გვყავს და რომლის დაუდევარი საქციელიც და უყურადღებოდ დატოვებული ონკანი მთელ ჩვენს ჭერსა და კედლებს რეცხავს.

როდესაც ვიცით, რომ ცხოვრება ამგვარი არასასიამოვნო მოულოდნელობებითაა სავსე, კარგი იქნება, თუ გექნება იმის გარანტია, რომ იმ სახლსა თუ იმ ნივთებს, რომლებიც ძალიან დიდი ენთუზიაზმით შევქმენით და ვაგროვეთ, მსგავსი შემთხვევების შემდეგ ასე უბრალოდ არ დავკარგავთ. სწორედ ამისთვის გაჩნდა ოდესღაც ბინის დაზღვევა, რომელიც ამგვარი “ცხოვრებისეული უსიამოვნებების” მოგვარებას სწრაფად უზრუნველყოფს.

საქართველოში ბინის დაზღვევის მიმართულებით აქტიურად მუშაობს თიბისი დაზღვევა, რომელიც გარდა ბინისა, მრავალ რისკზე ფიქრისგანაც გაზღვევთ. თიბისის ბინის დაზღვევის ნაკრების პირობებით, დაზღვევა ვრცელდება როგორც რემონტზე, ასევე ფართში განთავსებულ ავეჯსა და საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე.

და მაინც, რომელია ეს რისკები?

  • მეზობლისგან შემოსული წყლით ბინის დაზიანება ან განადგურება;
  • კანალიზაციის ან წყალგაყვანილობის მწყობრიდან უეცარი და მოულოდნელი გამოსვლით ბინის დაზიანება;
  • ელ. გაყვანილობის და გათბობის სისტემების მწყობრიდან უეცარი და მოულოდნელი გამოსვლით ბინის დაზიანება;
  • ხანძარი და აფეთქება;
  • სტიქიური მოვლენები;
  • ქურდობა შეღწევით, ძარცვა, ყაჩაღობა;
  • მესამე პირის მიერ ჩადენილი ვანდალიზმი.

როგორც ხედავთ, ბინის დაზღვევა ბევრად მეტია, ვიდრე გეგონათ და ის, თუ რა საფასურს გადაიხდით თქვენი საცხოვრებელი სახლის დასაზღვევად დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მასშტაბისაა ეს სახლი. მისი დაზღვევა თვეში 12 ლარიდანაა შესაძლებელი.

და თუმცა, ჩვენი სახლი, ძირითადად, ზემოთ მოცემული რისკების წინაშე დგება, არსებობს ისეთი რისკებიც, რომლებსაც თიბისის ბინის დაზღვევა არ ანაზღაურებს. ესენია:

  • ოჯახის წევრის მიერ ბინის განზრახ დაზიანება;
  • კომპიუტერის მყარ დისკზე განთავსებული ინფორმაციის აღდგენის ხარჯები;
  • სამოქალაქო მღელვარების შედეგად ბინის დაზიანება.

აღნიშნული ნაკრების შეძენას მარტივად შეძლებთ თიბისი დაზღვევის ციფრულ პლატფორმაზე. გარდა შეძენისა, აქ არსებული კალკულატორით მარტივად დათვლით ნაკრების საერთო ღირებულებასაც. ეს ღირებულება კი იმით განისაზღვრება, თუ რამდენია თქვენი დასაზღვევი ფართის მასშტაბი და აქირავებთ თუ არა მას. დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს. 

auczon.com – „კომფორტული ზონა ელექტრონული კომერციისთვის“

როგორ გამოვნახოთ “საკუთარი დრო” დატვირთულ გრაფიკში?