30
იან
2018

სახლის ფეხსაცმელი პარკინგის ფუნქციით – Nissan-ის უჩვეულო პროდუქტი 

30 იან 2018

აქამდე, თუ მხოლოდ დამბლდორს შეეძლო ჯოხის ერთი მოქნევით სახლში აყრილი ნივთები თავის ადგილას დაებრუნებინა, ახლა ამას Nissan-იც ახერხებს. კომპანია იმდენად არის მოხიბლული თავისი ავტომობილების უსაფრთხო პარკირების ფუნქციით, რომ გადაწყვიტა სისტემა სხვა ნივთებისთვისაც მოერგო, მაგალითად ისეთისთვის, რომელსაც ყოველთვის ესაჭიროება თავის ადგილზე დაბრუნება. Nissan-მა მსგავსი შესაძლებლობით სახლის ფეხსაცმელი აღჭურვა, რომელსაც შეუძლია დამოუკიდებლად დაუბრუნდეს თავის ადგილს. უჩვეულო, ახალი პროდუქტი ხელმისაწვდომი მარტიდან გახდება და პირველ ეტაპზე, ის მხოლოდ იაპონიის ბაზარს მოიცავს.

BOG xelfasi

 

განხილვა