6
May
2014

საქართველოში მალე ახალი ანიმაციური სტუდია გაიხსნება

6 May 2014

Startauperi
Startauperi


ძალიან მალე ქართულ ბაზარზე ახალი აზერბაიჯანული კომპანია  Prosper Cartoon Studio დაიწყებს ფუნქციონირებას. იგი დღემდე წარმატებით ახორციელებს საკუთარ საქმიანობას აზერბაიჯანში, ხოლო ამიერიდან ქართველ მომხმარებელსაც მოემსახურება. ამასთან დაკავშირებით, ჟურნალი მარკეტერი გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს და ჩვენ Prosper Cartoon Studio-ს აღმასრულებელ დირექტორ აიდან გარაევას ვესაუბრეთ:

–  ქალბატონო აიდან, გთხოვთ გვიამბოთ თქვენი კომპანიის შესახებ? როგორ შეიქმნა ის და რა საქმიანობას ეწევა იგი დღეს?

კომპანია Prosper Cartoon Studio დაარსდა 2013 წლის ოქტომბერში. ჩვენ ვქმნით ანიმაციურ პროდუქციას. Prosper Cartoon Studio მუშაობს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო კლიენტებთან და მან პირველივე დღიდან საკმაოდ კარგი გამოხმაურება დაიმსახურა. ჩვენი კლიენტები არიან ისეთი კომპანიები, როგორიცაა HP, Oxfam, აზერბაიჯანის კულტურისა და ტურიზმის სამინისტრო, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ცენტრალური ბანკი, Unibank, Bank Standard, Bakcell, Nar Mobile, High Tech Park Azerbaijan და სხვები.

prosper-cartoon-studio2

Prosper Cartoon Studio მომხმარებელს შემდეგი სახის მომსახურებას სთავაზობს:

–  2D და 3D ანიმაციური რგოლების შექმნა

–  თამაშების შემუშავება როგორც მობილური პლატფორმისათვის, ასევე Facebook-თვის

–  ვიდეო რგოლების შექმნა ინტერაქციული ანიმაციის გამოყენებით

–  ინფოგრაფიკული ვიდეოების შექმნა

ჩვენ განვსხვავდებით ადგილობრივ ბაზარზე იმით, რომ გაგვაჩნია სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამა თნამშრომლებისათვის, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ისინი საერთო დროის 20%-ს თვითგანათლებას უთმობენ. სწორედ ამ გზით ჩვენ დღითიდღე ვაუმჯობესებთ საკუთარი სამუშაოების ხარისხს. ეს ტენდენცია კარგად ჩანს ჩვენს საქმიანობაში. სამუშაოს შესრულებისას ჩვენ ვხელმძღვანელობთ ორი პრინციპით: წესიერება და პროფესიონალიზმი.

ჩვენ მიერ შესრულებული რამდენიმე ნამუშევარი შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულებზე:

– თამაში Gobutan-ის პრეზენტაციისათვის დამზადებული რგოლი, რომელიც შეიქმნა აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროსათვის:

http://youtu.be/Nfyosq2VJNE

– სუმგაიტის ტექნოლოგიური პარკის გახსნასთან დაკავშირებით შექმნილი რგოლი:

–  რატომ გადაწყვიტეთ ქართულ ბაზარზე გამოსვლა და რა გზა გაიარეთ ამისათვის?

Prosper Cartoon Studio-ს გეგმებში თავიდანვე შედიოდა კარგი ანიმაციური სტუდიის სახელის მოპოვება არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. როგორც კი ჩვენ ვიგრძენით, რომ უკვე მზად ვართ ამისთვის, გადავწყვიტეთ პირველი ნაბიჯები გაგვეკეთებინა. მაგრამ ეს არ იყო ადვილი, ამისათვის ჩვენ დაგვჭირდა ძალიან გრძელი და რთული გზის გავლა, რათა საკმარისად გაგვევითარებინა საკუთარი უნარები როგორც მმართველობის დარგში, ასევე ანიმაციის სფეროში. ეს მოვლენა კომპანიის ისტორიაში არანაკლებ მასშტაბურ მოვლენას დაემთხვა. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ 2014 წელს ჩვენ გავხდით საერთაშორისო კონკურს Golden Crown Award-ის გამარჯვებული.

რაც შეეხება ქართულ ბაზარს, ის ჩვენთვის მიმზიდველი აღმოჩნდა რამდენიმე მიზეზის გამო. პირველ რიგში, როგორც ჩვენ მიერ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, საქართველოში არ არსებობს სპეციალიზირებული ანიმაციური სტუდია, რაც გარკვეულ ვაკუმს ქმნის, რომლის შევსებაც ჩვენ შეგვიძლია. მეორე ფაქტორი ის გახლავთ, რომ ქართული სარეკლამო ბაზარი ძალიან აქტიურად ვითარდება და იზრდება, ეს კი რა თქმა უნდა იდეალური შესაძლებლობაა ჩვენთვის. და ბოლოს, ჩვენი ქვეყნების გეოგრაფიული სიახლოვე ოპერატიულად მიმოსვლისა და ნებისმიერი გადაუდებელი საქმის სწრაფად გადაჭრის საშუალებას იძლევა. ჩვენს საქმიანობაში ხომ მთავარია უახლესი და ხარისხიანი მომსახურების მიწოდება კლიენტისთვის.

–  კონკრეტულად რას სთავაზობთ ქართველ მომხმარებელს?

ქართველ მომხმარებელს ჩვენ ვთავაზობთ 2D ანიმაციის შექმნას. 2D ანიმაციური რგოლები კი თავის მხრივ სხვადასხვა ჯგუფებად იყოფა. ჩვენს შემთხვევაში ეს არის:

  • მულტიპლიკაციური რგოლები
  • ტრაფარეტული ანიმაცია
  • ინფოგრაფიკული რგოლები
  • ვიდეო რგოლები ინტერაქციული ანიმაციის გამოყენებით

–  როგორ დააკომპლექტებთ კადრებს საქართველოს ოფისში ?

prosper-workპირველ ეტაპზე სამუშაოს შეასრულებენ ბაქოში მყოფი ანიმატორები და ილუსტრატორები. ეს არანაირად არ მოახდენს გავლენას სამუშაოს ხარისხსა და ვადებზე. უახლოეს მომავალში ჩვენ ჩამოვიყვანთ საქართველოში ჩვენს ანიმატორებსა და ილუსტრატორებს, რომლებსაც მუშაობის 10 წლიანი სტაჟი გააჩნიათ ანიმაციის სფეროში. აგრეთვე ჩვენ ვგეგმავთ სპეციალური პროგრამის შექმნას, რომელიც დაგვეხმარება საქართველოში მყოფი ანიმატორებისა და ილუსტრატორების შერჩევაში. ჩვენი სპეციალისტები ჩაუტარებენ მათ რიგ ტრენინგებს, რის შემდეგადაც ტესტირების საფუძველზე ჩვენ ავარჩევთ საუკეთესოებს Prosper Cartoon Studio-ში სამუშაოდ.

–  როგორი ტაქტიკა გაქვთ თქვენი კონკურენტების დასამარცხებლად ქართულ ბაზარზე? რა არის ის უნიკალური კონკურენტული უპირატესობა, რაც თქვენ მათგან განგასხვავებთ?

ჩვენ მზად ვართ კლიენტს შევთავაზოთ ისეთი მომსახურება, რაც სწორედ მისი მოთხოვნებისთვისაა აქტუალური. პირველადი კონსულტაცია ხორციელდება უფასოდ. ამას გარდა, ჩვენი ანიმაციური სტუდიის ფასები ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტუნარიანია ქართულ ბაზარზე. დღეისათვის Prosper Cartoon Studio-ს კონკურენტული უპრატესობაა:

–  ანიმაციური პროდუქტების უბადლო ცოდნა

–  მაღალი პროფესიონალიზმი

–  შეკვეთის დამუშავების ოპერატიულობა

–  პროდუქტების კონკურენტუნარიანი საფასური

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ:

ვებგვერდი: Prosper Cartoon Studio

საკონტაქტო ინფორმაცია: [email protected]  ან +9955 51009688.

განხილვა