პროსპეროს წიგნები – ეს სახელი წიგნის მოყვარულებმა უკვე ძალიან კარგად იციან. ორ ათეულ წელზე მეტია, რაც რუსთაველის 34 ქართველი და უცხოელი მკითხველების საყვარელი ადგილია. თუმცა, აქ მოსულ ვიზიტორებს ადგილზე წიგნებზე უფრო მეტი ხვდებათ. ეს არის ადგილი, რომელიც ერთი ნახვით უყვარდებათ და ემოცია, რის გამოც ყოველთვის ბრუნდებიან. წიგნების მაღაზია, კაფე და პატარა, საყვარელი ეზო, რომელიც სიყვარულით, სითბოთი და შთაგონებით არის სავსე. შეუძლებელია ამ ადგილმა ვინმე გულგრილი დატოვოს.
პროსპერო მხოლოდ წიგნები არ არის. ეს 22 წლიანი ისტორიის მქონე ბრენდია, რომელმაც საქართველოში პირველმა შესთავაზა მომხმარებლებს ინგლისური წიგნები და ახლად მოხალული ყავა და ეს ორი მიმართულება ერთ, დღეს უკვე ძალიან პოპულარულ ბიზნეს მოდელად ჯერ კიდევ 1999 წელს გააერთიანა.
დღეს გვინდა, რომ პროსპეროს ყავაზე გესაუბროთ. აღსანიშნავია, რომ პროსპერო საქართველოში ყავის იმპორტს თავად ახორციელებს. მწვანე მარცვლები საქართველოში მხოლოდ წარმოშობის ქვეყნებიდან: კოლუმბიიდან, ბრაზილიიდან, ინდონეზიიდან, კენიიდან და ინდოეთიდან ჩამოდის. ამის შემდეგ იგი ადგილზე იხლება, იქმნება გამორჩეული გემოს მქონდე ბლენდი და მიიღება უმაღლესი ხარისხის ყავა, რომელსაც გამორჩეული გემო და არომატი აქვს.
ყავის ბლენდი სხვადასხვა წარმოშობის ყავის მარცვლების შერევის შედეგად მიიღება. ყავის შერევა საუკეთესო გემოსა და არომატის მისაღებად განსაკუთრებულ მიდგომას საჭიროებს. პროსპეროში ყავის შეზავების განსაკუთრებული მეთოდი აქვთ. აქ ერთმანეთს უხამებენ სხვადასხვა არომატის ყავას, რათა გემოს საუკეთესო ბალანსი მიიღონ.
პროსპეროს ბლენდის შედეგად მიიღება ყავის იდეალური გემო, რომელიც სრულად აკმაყოფილებს განსხავებული გემოვნების მოთხოვნებს. მიღებული შედეგი კი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს სახლისა თუ ოფისის პირობებში უგემრიელესი ყავა მარტივად მოამზადონ.
პროსპეროს ყავა გამორჩევა იმითაც, რომ იგი ყოველთვის ადგილზე იხალება და შემდეგ იფქვება. ახლად მოხალულ ყავას კი უნიკალური გემო და არომატი აქვს.
პროსპეროს ყავა მხოლოდ 100% არაბიკისგან, ყოველგვარი დანამატებისა და მინარევების გარეშე მიიღება, რაც უზრუნველყოფს მისი ბუნებრივი, უნიკალური თვისებების საუკეთესოდ შენარჩუნებას.
მნიშვნელოვანია, ყავის მიღების შემდეგ დატოვებული გემოც, რომელიც ასევე სასამოვნო უნდა იყოს.
პროსპეროსში კარგად იციან, რომ დღეს ყავა მხოლოდ მარცვალი და სასმელი აღარ არის. იგი ყოველდღიურობა, ცხოვრების სტილია. შესაბამისად, ყავა მხოლოდ საუკეთესო უნდა იყოს. პროპსეროს ყავა სრულად აკმაყოფილებს საუკეთესო ყავის მოთხოვნებს.
პროსპეროში ყავის შეძენა შესაძლებელია ნებისმიერი რაოდენობით, როგორც დაფქული, ასევე მარცვლების სახით, თურქული ყავის, ესპრესოს, ფრენჩ პრესის, მეტალის/ქაღალდის ფილტრისა თუ უკოფეინო ყავის მოსამზადებლად. ყავის შეძენა შესაძლებელია, როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ, ვებ-გვერდზე: www.prosperosbookshop.com. მოქმედებს მიტანის სერვისიც.
„პროსპერო უკვე 21 წელია ტრადიციულად ინარჩუნებს თავის უნიკალურობას იმით, რომ არა მხოლოდ რჩეული მარცვლებისგან ამზადებს ყავას, არამედ იგი ჩვენთან ყოველთვის ახალია. სწორედ ამიტომ, ჩვენმა მომხმარებლებმა კარგად იციან, რომ საუკეთესო ყავის შეძენა ტრადიციულად პროსპეროსთან არის შესაძლებელი.“
[პარტნიორის კონტენტი]