“დაულაი-კ-ე ლიზიკოოოს რომ მოიგოს iPad-ი” “დავეხმაროთ პატარა გიოს გამარჯვებაში, სულ ცოტა დრო რჩება” – მსგავსი შინაარსის წერილი ყველას მიგიღიათ. ამაზრზენი და არაეთიკურია, როდესაც კომპანია ამ გზით ცდილობს “გამოუცდელი” მშობლების გულის მოგებას. სამწუხაროა, რომ ბევრი მშობელს მაინც იზიდავს მსგავსი კონკურსები. საწყის ეტაპზე ასეთ კომპანიებს ბოიკოტი გამოვუცხადეთ, მაგრამ დღეს, როდესაც ჩვენმა მეგობარმა 3 წლის გოგონას ფოტო დააშეარა, მივხვდით, რომ აუცილებელია საინფორმაციო კამპანიის ჩატარება მშობლებისთვის, რომლებიც ვერც კი ხვდებიან რას აკეთებენ და სადამდე შეიძლება მივიდეს ეს ყველაფერი! (მშობლის თხოვნის ფოტო წაშლილია)
FBI და UN-ის მონაცემებით 750, 000-ი პედოფილი ნებისმიერ მოცემულ დროს ინტერნეტშია! ამის ფონზე თქვენი ქმედებები საფრთხის შემცველია! ეს სვითია, ის ათი წლისაა და ყოველდღიურად ათასობით მამაკაცისთვის უწევს კამერის წინ ჯდომა! ნახეთ ვიდეო