14
Mar
2019

დაიცავით კონფიდენციალურობა ინტერნეტში

14 Mar 2019

ინტერნეტ სივრცეში, კონფიდენციალურობა, აუცილებელია. ეს თქვენივე უსაფრთხოებისთვის არის მნიშვნელოვანი. ამის უზრუნველყოფა ძალიან მარტივია.

statiebi-bog
statiebi-bog

ერთ-ერთი პირველი არის Password Manager. არსებობს უამრავი უფასო პროგრამა, მაგალითად, Dashlane, რომელიც შეგიქმნით და დაგიყენებთ ძლიერ პაროლს. შემდეგ ავტომატურად შეხვალთ სასურველ ვებგვერდზე.

მიმოწერისთვის გამოიყენეთ უსაფრთხო აპლიკაციები. Facebook-ის მესენჯერისა და ჩვეულებრივი ელ.ფოსტის ნაცვლად, გამოიყენეთ უფრო უსაფრთხო Signal, WhatsApp, ProtonMail და ა.შ.

გამოიყენეთ VPN – Virtual Private Network (პირადი ვირტუალური ქსელი) არ გამოაჩენს თქვენი ბრაუზერის ისტორიას – რომელ ვებგვერდებზე შედიხართ, რა ადგილიდან ხსნით ამა თუ იმ გვერდს და ა.შ.

დაბლოკეთ რეკლამები და არ გახსნათ ბმულები, რომლებსაც ინტერნეტში, სხვადასხვა ვებგვერდებზე გიჩვენებთ ან „გიგდებთ“.

უსაფრთხოების დაცვის მიზნით, გამოიყენეთ ორმაგი ავტორიზაცია. მაგალითად, როდესაც ვებგვერდზე რეგისტრირდებით, საბოლოოდ დასადასტურებლად, მოითხოვეთ კოდი პირადი „მობილურის“ ნომერზე.

მაქსიმალურად მოერიდეთ, საერთო Wi – Fi-ით კონფიდენციალურ გვერდზე შესვლას. მაგალითად, ნუ გახსნით ინტერნეტ ბანკის „ექაუნთს“. ასევე, არ ჩამოტვირთოთ საეჭვო ელ.ფოსტის მისამართიდან მიღებული ფაილი.

წყარო: INC.



განხილვა