25
Apr
2019

ბავშვებს დაცვა სჭირდება! UNICEF-ის ანიმაცია

25 Apr 2019

Elit Electronics
Elit Electronics


პატარების იმუნიზაციის აუცილებლობას UNICEF-მა ვიდეორგოლი მიუძღვნა.  სადაც არ უნდა წავიდნენ, ბავშვები ხიფათს ყველგან იპოვიან. ძნელია დაიცვა პატარა ყველა საფრთხისგან, რასაც ის აწყდება, თუმცა, შეგიძლიათ აარიდოთ ის საშიშროება, რაც მათ ორგანიზმში შეიძლება მოხვდეს, – ნათქვამია ანიმაციაში. ერთწუთიანი ვიდეორგოლი კამპანია #VaccinesWork-ის ნაწილია. ვიდეორგოლის ილუსტრირებასა და ანიმირებაზე ბრაზილიელმა რეჟისორმა მათეუს დე პაულა სანტოსმა იმუშავა. მათეუსმა ანიმაცია 2D და 3D კომბინაციით შექმნა. კამპანიის ფარგლებში შეიქმნა ილუსტრირებული პოსტერებიც, ეთნიკური მრავალფეროვნებისა და კამპანიის შინაარსის გათვალისწინებით.

განხილვა