11
იან
2018

შეცდომა, რომელმაც H&M სერიოზულ სკანდალში გახვია და The Weeknd-იც დააკარგვინა

11 იან 2018

ერთ გაუთვალისწინებელ დეტალს ზოგჯერ დიდი ზიანის მოტანა შეუძლია მსხვილი კომპანიებისთვის. მართალია, H&M-ის გარშემო ატეხილი სკანდალი უმნიშვნელო მიზეზით არ დაწყებულა, მაგრამ ასეა თუ ისე, ბრენდს მოსალოდნელი უსიამოვნების შესახებ ალბათ წარმოდგენაც კი არ ჰქონდა. ხმაურისა და პროტესტის მიზეზი ახალი კოლექციის ერთი კონკრეტული მოდელი, მისი წარწერა “Coolest Monkey In The Jungle” და ფერადკანიანი პატარა ბიჭი გახდა. საზოგადოებამ ფოტო დისკრიმინაციად აღიქვა და უკმაყოფილებაც საკმაოდ აგრესიულად გამოხატა. ამ ფაქტს ბევრი ცნობილი სახე გამოეხმაურა და უფრო მეტიც, მომღერალმა The Weeknd, რომელიც აქამდე ბრენდთან ერთად ერთობლივ კოლექციაზე მუშაობდა, H&M-თან თანამშრომლობა გაწყვიტა.

განხილვა