in

პროტესტის დროს შექმნილი მუსიკა – თამადასა და დათო ჯიქიას ნამუშევრები

უკვე მე-14 დღეა საქართველოს ქალაქები პროტესტის ხმაურმა მოიცვა. ქართველი საზოგადოების დიდი ნაწილი, ევროპული მომავლის მოთხოვნით, ყოველ საღამოს გამოდის ქუჩაში. პროტესტმა მრავალმხრივი სახე მიიღო და პოზიციას ყველა თავისებურად აფიქსირებს.

ამ მოვლენებს გამოეხმაურნენ ქართველი ხელოვანებიც. მუსიკოსებმა, Tamada-მ და დათო ჯიქიამ (Qaji Todia) თავიანთ სოციალურ ქსელებში ახალი ნამუშევრები გაგვიზიარეს, რომლებიც საქართველოში მიმდინარე პროტესტს ეძღვნება. კომპოზიციებს მსმენელისგან უკვე არაერთი გამოხმაურება, გაზიარება და უკუკავშირი მოჰყვა.

ჩემი მხარდაჭერა ყველა ადამიანს, ვისაც ტოტალიტარიზმის კლანჭები შეეხება. არავის ვუსურვებ ბრძოლის უნარისა და ჟინის დაკარგვას. ჩვენ, ქართველებს, დაბადებიდან გვაკისრია მისია – ვიბრძოლოთ თავისუფლებისთვის.

ბატონებისა და მეფეების გადაგდების დრო სულ არის. ეს ღმერთისგან ნაბოძები პროცესი ჩვენს არსს უდიდეს ხიბლს სძენს“, – ამბობს Tamada. 

კომენტარს დათო ჯიქიაც აკეთებს: ეძღვნება ყველა მოძალადე სამართალდამცავს, ყველა გაფუჭებულ ჩინოვნიკს და ყველას, ვინც ამ ქვეყანას რუსეთისკენ ექაჩება“.

აღნიშნული ნამუშევრების მოსმენა მკითხველსაც შეუძლია:

ასეთია 2025 წლის ფერების ტენდენცია, საერთაშორისო დიზაინერების შეფასებით

დიდი საახალწლო შეთავაზებები, დაბალი საახალწლო ფასები – კარფური გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს!