in

პროტესტის ნიშნად შექმნილი “წიგნების სასაფლაო”

ქუვეითელმა მხატვარმა და დიზაინერმა მუჰამედ შარაფმა, პროტესტის ნიშნად, სახელმწიფოს მიერ აკრძალული “წიგნების სასაფლაო” შექმნა. ინსტალაციები, სახელად “აკრძალული წიგნების სასაფლაო” მოიცავდა 200-მდე წიგნის ქვას. ხელოვანმა იგი სწორედ იმ ადგილას შექმნა, სადაც ყოველწლიური წიგნის ბაზრობა იმართება. შექმნიდან რამდენიმე საათში სასაფლაო დაანგრიეს. როგორც თავად აცხადებს, ინსტალაციების შექმნისას ორი მოტივი ამოძრავებდა: 1. ნათელი მოეფინა იმ წიგნებისთვის, რომელსაც სახელმწიფო ბლოკავს და 2. ხალხისთვის იმის ჩვენება, რომ “არას” თქმა შესაძლებელია.

BOG
BOG

 

“ამ ყველაფერში მთავარი ის არის, რომ ეს სასაფლაო არაფერს აზიანებს. მისი არსი იმაში მდგომარეობს, რომ იგი თავად ლაპარაკობს.”

შარაფის ინსპირაცია 4 000-მდე წიგნი გახდა, რომელიც ბოლო 5 წლის განმავლობაში აიკრძალა.

წყარო: Euronews.com

ძველი ნივთების ახალი სიცოცხლე – Ikea-ს საახალწლო ვიდეორგოლი

ავტომწარმოებელი Rivian ჯიპის ტიპის ელექტრომობილს უშვებს