30
Nov
2018

გჭირდებათ ახალი იდეები? დაუსვით თანამშრომლებს ეს 7 უჩვეულო კითხვა

30 Nov 2018

არ აქვს მნიშვნელობა რომელი ინდუსტრიის ნაწილი ხართ, ნებისმიერ კომპანიას შეუძლია სარგებლის მიღება ბრეინშტორმინგის ფორმატის შეხვედრისგან. მით უმეტეს, როცა კომპანიას სჭირდება ახალი იდეები და ნაბიჯები.

statiebi-bog
statiebi-bog

 

ბრეინშტორმინგი, როგორც იდეების გუნდურად გენერირების პროცესი, კარგი მეთოდია, თუმცა მისი ცუდად მართვის შემთხვევაში, კარგ შედეგს ვერ მოგვცემს. სხვადასხვა კომპანიის მმართველები გვაძლევენ რეკომენდაციებს, ერთგვარ რეცეპტს, თუ როგორ უნდა ვმართოთ ეს პროცესი ისე, რომ შედეგად რაც შეიძლება მეტი კრეატიული იდეა მივიღოთ. წარმოგიდგენთ 7 მეწარმის მიერ შერჩეულ კითხვებს, რომლებსაც ისინი საკუთარ გუნდს, დიდი იდეების მისაღებად უსვამენ:

რას გააკეთებდით კომპანიის წინსვლისთვის, მილიონი დოლარი რომ გქონდეთ?
Jones Therapy Services-ის დამფუძნებელი, ჯინჯერ ჯონასი დარწმუნებულია ამ კითხვის დასმის შედეგიანობაში. მისი სერვისი ფუნქციონირების 9 წლის განმავლობაში, ერთი კლინიკიდან 9 კლინიკად იქცა. ის ყოველწლიურად უსვამს გუნდის წევრებს „ერთი მილიონი დოლარის“ შეკითხვას და ამბობს: „ამ კითხვის დასმით, ჩვენ ვიღებთ ბევრ განსხვავებულ პერსპექტივას, თუ როგორ შეგვიძლია გავაუმჯობესოთ კომპანიის მდგომარეობა, თუ გარემო ჩვენ გარშემო. ეს გამოცდილი და კარგი გზაა იმისათვის, რომ თანამშრომლებმა კრეატიულად იფიქრონ და მაჩვენონ განვითარებისთვის სასარგებლო ახალი მიმართულებები“, – ამბობს ის.

როგორ შეასრულებდით იდეას, იმ რესურსების მეოთხედი რომ გვქონდეს, რაც ახლა გვაქვს?
„როცა ადამიანებს არ ეშინიათ დაღმასვლის და წარმოიდგენენ მას, ამან შეიძლება ისინი კრეატიულ გადაწყვეტებამდე მიიყვანოს. აუცილებლობა არის გამოგონების საფუძველი, ასე რომ, გარკვეული შეზღუდვების დაწესება შესაძლოა მშვენიერი გზა იყოს ადამიანებისათვის, აუცილებელი გამოსავლის საპოვნელად“, – ამბობს ნიკოლ მუნოზი, საკონსულტაციო კომპანია Nicole Munoz Consulting, Inc.-ის დამფუძნებელი და CEO.

რას უნდა გეკითხებოდეთ ისეთს, რასაც ახლა არ გეკითხებით?
ცნობილი CEO-ს, მონიკა სნაიდერს უყვარს გუნდის წევრებისთვის ამ კითხვის დასმა. ის ამბობს, რომ ეს არის მშვენიერი გზა იმისათვის, რომ გუნდის წევრებს მნიშვნელოვანი რამეები ათქმევინო. „ეს კითხვა დაგვეხმარა შეგვექმნა ახალი პროდუქტები და დავხმარებოდით ჩვენს მომხმარებელს. ეს დაგვეხმარა გაგვეუმჯობესებინა ჩვენი ბიზნესის სისტემა და გვექცია ჩვენი კომპანია სამუშაოდ სასიამოვნო ადგილად. ჩვენ, რა თქმა უნდა, ყოველთვის ყველა იდეის შესრულებას არ ვიწყებთ, თუმცა, ვახორციელებთ მათ დიდ ნაწილს. ასე რომ, მე ვაგრძელებ ერთი და იმავე კითხვის დასმას“, – ამბობს ის.

როგორი იქნებოდა ჩვენი, უკვე არსებული პროდუქტი/სერვისი, მას ახლა თქვენ რომ ქმნიდეთ?
მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენი პროდუქტი წარმატებულია, არ გაქვთ საფუძველი იფიქროთ, რომ ის სრულყოფილია. Silicon Valley Startup Marketing-ის დამფუძნებლის, სვიტა პატელის მიხედვით, ამ კითხვის დასმით, თქვენი პროდუქტი შეიძლება გაცილებით კრეატიული გზით წავიდეს. „ადამიანებს უნდათ შეეძლოთ საკუთარი იდეების გამოხატვა და ამასთან, მნიშვნელოვანია, არ გაჯობოთ კონკურენტებმა სიჭკვიანით. როდესაც არ მოდიხართ შესაბამისობაში ახალ ტენდენციებთან და თქვენი ბიზნესის მართვის გზები ჩამორჩება გარემოს, თქვენი გუნდი დემოტივირებულია“, – განმარტავს სვიტა.

რა არის თქვენი ყველაზე გიჟური იდეა?
ელექტროსიგარეტების სითხეების მწარმოებელი კომპანია LFNT Distribution-ის თანადამფუძნებელ, კოლბეი ფუნდს მოსწონს ამ ექსტრემალური კითხვის დასმა თანამშრომლებისთვის. „დასაწყისში, მე ვეკითხები ჩემი გუნდის წევრებს, თუ რა არის მათი ყველაზე გიჟური იდეა. აქ არ არსებობს მცდარი შეთავაზება. ეს გვაჩვენებს გუნდის გულწრფელობას და ხანდახან, ერთი შეხედვით არაადეკვატური იდეები იქცევა რეალობად. იფიქრეთ გიჟურად, დაინახეთ ფართე მოცემულობა, დიდი სურათი და შემდეგ დაავიწროვეთ ის“, – ამბობს კოლბეი.

რას გააკეთებდით, კომპანიის მმართველის პოზიციას რომ იკავებდეთ?
თუ ნამდვილად გინდათ თქვენი გუნდი .დიდ ოცნებებს ეჭიდებოდეს, ჰკითხეთ მას, რას იზამდნენ კომპანიას რომ მართავდნენ. ამას დროის მენეჯმენტის კომპანია Calendar-ის დამფუძნებელი, ჯონ რამპტონი გვირჩევს: „ეს არის კარგი შესაძლებლობა გახსნათ თქვენი თანამშრომლები და გაეცნოთ მათ იდეებს. მეტიც, გაიგოთ თანამშრომლების ლიდერული შესაძლებლობების შესახებ. ამ კითხვამ, ჩვენი თანატოლი სტარტაპების გვერდით, უფრო დაგვაწინაურა“.

რა არის არასწორი ამ იდეაში?
როდესაც თქვენ და თქვენი გუნდი ერთი იდეის გარშემო იწყებთ მუშაობას, თქვენი მზერა მხოლოდ მისი შესრულების მიმართულებას არ უნდა სწვდებოდეს. ჰოსტინგის სერვის Future Hosting-ის CEO, ვიკ პატელი ყოველთვის ეკითხება გუნდის წევრებს, თუ რა არის არასწორი შერჩეულ იდეაში. მას სჯერა, რომ წინააღმდეგობას და საპირისპირო აზრს უფრო მეტი სასარგებლო იდეის მოტანა შეუძლია.

წყარო: Inc.com



განხილვა