კომპანია Proxy Live Solutions TM 2020 წელს, მალტაში დაარსდა და სწრაფად დაიწყო არა მხოლოდ ადგილობრივი, არამედ საერთაშორისო გაფართოება. დღეისათვის მისი ჰაბები, ოფისები და სტუდიები ლატვიაში, ესტონეთში, პოლონეთში, რუმინეთსა და საქართველოში მდებარეობს. მისი მთავარი სერვისი ონლაინთამაშების ინდუსტრიის უახლესი IT ტექნოლოგიით: პლატფორმებითა და სტუდიებით უზრუნველყოფაა.
კომპანიაში ამ ეტაპზე 400-ამდე თანამშრომელია, თუმცა გუნდი ამ რიცხვის გაორმაგებას აპირებს, რაც დაინტერესებული ადამიანებისთვის საერთაშორისო კომპანიაში დასაქმების შესაძლებლობებს ხსნის. Proxy Live Solutions-ში ამბობენ, რომ თავიანთი უნიკალური მიდგომით, ონლაინთამაშების მომავალს აფორმირებენ, ამიტომ ამ კომპანიაში მუშაობა ინოვაციური გუნდის წევრად გაქცევთ, რომელიც მუდმივად პროგრესირებს.
Proxy Live Solutions საქართველოს უფროსი პროექტების მენეჯერი, ქეთი ყიფშიძე გვესაუბრა საერთაშორისო კომპანიაში მუშაობის კორპორაციულ კულტურაზე, პერსპექტივებსა და მიდგომაზე.
M: რა უპირატესობა აქვს საერთაშორისო კომპანიაში მუშაობას, რა შესაძლებლობებს ქმნის ეს დასაქმებულთათვის?
ჩემი პირადი გამოცდილებით, საერთაშორისო კომპანიაში მუშაობას გააჩნია უდიდესი უპირატესობები. პირველ რიგში, საერთაშორისო კომპანიაში განსხვავებული კორპორაციული კულტურაა, რაც ძალიან დიდ კომფორტს გიქმნის, როგორც დასაქმებულს. ასევე, ასეთი კომპანიები გაძლევენ შანსს, იმუშაო საერთაშორისო პროექტებზე და გაძლევენ კარიერული წინსვლის მეტ შესაძლებლობებს, მათ შორის სხვადასხვა ქვეყანაში მუშაობის შესაძლებლობას. ასევე საინტერესოა, როდესაც თანამშრომლობ ადამიანებთან მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, ეცნობი სხვადასხვა კულტურებს, რაც ამდიდრებს თქვენს პროფესიულ უნარებს და უფრო და უფრო მოთხოვნადი ხდები ბაზარზე.
Proxy Live Solutions TM-ში პირადად მე ორ კონტინენტზე ვმართავ პროექტებს და ეს მართლაც ძალიან საინტერესოა.
M: რამდენად ხშირად გაქვთ დასაქმების ვაკანსიები?
ვინაიდან ჩვენი კომპანია მზარდია, ჩვენ ხშირად გვაქვს ვაკანსიები იმ 7 ქვეყანაში, რომლებშიც ვოპერირებთ. ამჟამად გვაქვს რამდენიმე ვაკანსია თბილისი სტუდიაში. ესენია: თურქულენოვანი თამაშების წამყვანი, ინგლისურენოვანი თამაშების წამყვანი და შაფლერი. რაც შეეხება კარიერულ ზრდას, ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, შევთავაზოთ დაწინაურება და კარიერული ზრდა პირველ რიგში ჩვენს თანამშრომლებს, თუ შესაბამის კადრს ვერ ვპოულობთ კომპანიის შიგნით, შემდეგ ვაქვეყნებთ ვაკანსიებს შემდეგ ვებგვერდზე.
კომპანიის ზრდის გათვალისწინებით, ვაკანსიებს რეგულარულად ვაახლებთ ვებგვერდზე.
M: როგორია სამუშაო პირობები Proxy Live Solutions TM-ში?
სამუშაო პირობები მოქნილია და მორგებულია თანამშრომლებზე, მაგალითად:
სამუშაო ცვლები: ბევრი ისეთი პოზიცია, რომლებიც გვაძლევს საშუალებას, ვიმუშაოთ განსხვავებულ ცვლაში. ეს სტუდენტებს ხელს უწყობს სწავლაში და უმარტივებს ბალანსის უზრუნველყოფას პირად ცხოვრებასა და სამსახურს შორის.
ჰიბრიდული სამუშაო მოდელი: თანამშრომლების დიდ ნაწილს აქვს შესაძლებლობა, იმუშაოს ჰიბრიდული მოდელის მიხედვით, რაც დასაქმებულებს აძლევს დისტანციურ და ოფისიდან მუშაობის შესაძლებლობას, სურვილისამებრ.
საგანმანათლებლო მხარდაჭერა: ჩვენს თანამშრომლებს აქვთ წვდომა წამყვან ონლაინ სასწავლო პლატფორმებზე, როგორებიცაა Udemy და LinkedIn Learning. გარდა ამისა, რეგულარულად ტარდება დარგისთვის დამახასიათებელი და მნიშვნელოვანი ტრენინგები, შიდა რესურსებითა და არსებული პროფესიონალების კვალიფიკაციის გამოყენებით.
ანაზღაურება: ჩვენი კომპანია გამოირჩევა კონკურენტული ხელფასებით, რომლებიც შეესაბამება თანამშრომლების უნარებსა და გამოცდილებას.
შესრულების წახალისება: კომპანიაში დანერგილი გვაქვს შეფასების სისტემა, რაც თანამშრომლებს დამატებითი ბონუსის აღების შესაძლებლობას აძლევს.
კულტურის წახალისება: ჩვენი კომპანია ყოველთვის ცდილობს, წაახალისოს და განავითაროს პოზიტიური და მხარდამჭერი კულტურა, სადაც თანამშრომლები მოტივირებულები არიან. ვეხმარებით, მიიღონ ახალი გამოწვევები და გაიზარდონ როგორც პიროვნულად, ასევე პროფესიულად.
Team Building აქტივობები: რეგულარულად ვაწყობთ აქტივობებს, რომლებიც ხელს უწყობს ურთიერთობების გაძლიერებას გუნდებში და სასიამოვნო ატმოსფეროს შექმნას.
დამატებითი ბენეფიტები: თითოეული ჩვენი თანამშრომელი უზრუნველყოფილია ჯანმრთელობის დაზღვევით, ფიტნესის ვაუჩერებით, ოფისში ხილით, სხვადასხვა „სნექით“ და ა.შ.
რეფერალური პროგრამა: თანამშრომლებს შეუძლიათ, რეკომენდაცია გაუწიონ სხვა ადამიანებს მიმდინარე პოზიციებზე, გამოიყენონ თავიანთი კონტაქტები, რომ უფრო მეტი ნიჭიერი და საერთო ღირებულებების მქონე ადამიანი დასაქმდეს Proxy Live Solutions TM-ში და თან, ამაში მიიღონ დამატებითი ბონუსები.
ზემოაღნიშნული აქტივობებით, რაც სრული ჩამონათვალი არ არის, ჩვენ ვცდილობთ, თანამშრომლებს შევთავაზოთ მაქსიმალურად ყველა ის რესურსი და მხარდაჭერა, რაც მათ პროგრესს შეუწყობს ხელს და შეძლებენ კარიერულ განვითარებას, როგორც ლოკალურად, თბილისის ოფისში, ასევე ჯგუფში შემავალ სხვა ლოკაციებზეც.
M: როგორ ეხმარებით თქვენი გუნდის წევრებს განვითარებაში, კვალიფიკაციის ამაღლებაში, პროფესიულ ზრდაში?
Proxy Live Solutions TM-ში ყველა მენეჯერი ცდილობს, დაეხმაროს თავისი გუნდის წევრებს პროფესიულ წინსვლაში: მუდმივად ვაწყობთ ტრენინგებს, სემინარებს, ვაგზავნით ჩვენი გუნდის წევრებს სხვადასხვა ღონისძიებაზე. მე პირადად ჩემი გუნდის წევრებს ვეხმარები იმაში, რომ თავიანთ პროფესიაში, ამ შემთხვევაში პროექტების მართვაში საუკეთესოები იყვნენ, აიღონ ისეთი სერტიფიკატები, როგორიცაა PMP და გააუმჯობესონ თავიანთი ცოდნა და უნარები.
M: რაში გამოიხატება დასაქმებულისთვის ის, რომ ევროპულ კომპანიაში მუშაობს, რა განსხვავებებია ადგილობრივ კომპანიაში მუშაობას შორის?
პირველ რიგში, ევროპულ კომპანიებს აქვთ უფრო მაღალი სტანდარტები ყველა მიმართულებით. გარდა ამისა, მეტ შესაძლებლობას გაძლევენ, განვითარდე. როგორც ზემოთ აღვნიშნე, Proxy Live Solutions TM-ში ყველა თანამშრომელს გვაქვს წვდომა საუკეთესო სასწავლო პორტალებზე და ასევე, თუ სპეციფიკური კურსი გვჭირდება, კომპანია არასდროს უკან არ იხევს დაგვიკმაყოფილოს ეს მოთხოვნა. ევროპულ კომპანიაში მუშაობა ასევე ნიშნავს ინგლისური ენის ხშირ გამოყენებას, რაც შესაძლებლობას გვაძლევს, გავიუმჯობესოთ ინგლისური ენის ცოდნა და გლობალურ სამუშაო ბაზარზე უპირატესობა მოვიპოვოთ.
ჩემი პირადი გამოცდილებით დავამატებ, რომ ევროპულ კომპანიებში გამოცდილების შემდეგ ჩვენი, როგორც კადრის მოთხოვნა იზრდება საერთაშორისო ბაზარზე და, გამოცდილებასთან ერთად, ვხდებით მაღალანაზღაურებადი კადრი, რომელსაც შეუძლია იმუშაოს არა მარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც.
M: და ბოლოს, რა უნდა გაითვალისწინოს კანდიდატმა, რომელსაც თქვენთან სურს მუშაობის დაწყება, რა რეკომენდაციებს მისცემდით?
კანდიდატმა, რომელსაც ჩვენს კომპანიაში მუშაობა სურს, უნდა გაითვალისწინოს, რომ ჩვენ ვართ საერთაშორისო კომპანია, რომელიც ორიენტირებულია ზრდასა და სრულყოფილი სერვისების შეთავაზებაზე. კანდიდატებს უნდა ახსოვდეთ, რომ მათ მუშაობა მოუწევთ საერთაშორისო მასშტაბით, სხვადასხვა კულტურისა და წარმომავლობის კოლეგებთან და მომხმარებლებთან. ამ დროს მნიშვნელოვანია, იყოთ ადაპტირებადი, პატივი სცეთ სხვა ადამიანების კულტურას და სწორად შეაფასოთ ის შეხედულებები და პერსპექტივები, რომლებიც მოდის გლობალურ გუნდთან მუშაობისას:
- უნდა აჩვენოთ ენთუზიაზმი და იყოთ მოტივირებულები. ჩვენ ვეძებთ ადამიანებს, რომლებსაც მოსწონთ, რასაც აკეთებენ და შეუძლიათ, ჩადონ ენერგია საყვარელ საქმეში. ასეთი ადამიანები არა მარტო თვითონ არიან წარმატებულები, არამედ კოლეგების ინსპირაციის წყაროც ხდებიან.
- ვინაიდან ჩვენი კომპანია არის მუდმივად მზარდი და განვითარებადი, ვეძებთ კანდიდატებს, რომლებსაც შეუძლიათ იყვნენ ადაპტირებადი განვითარებად გარემოში. ცვლილებთან შეგუება, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი უნარია.
- ზოგადად, მივესალმებით, როდესაც კანდიდატმა იცის საკუთარი მიზნები. ჩვენს გუნდში თითოეულ წევრს აქვს მკაფიო და ამბიციური მიზნები და იმავეს ვეძებთ პოტენციურ კოლეგებში;
- ჩვენი კომპანიისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია ჰქონდეთ მუდმივი განვითარებისა და ზრდის როგორც სურვილი, ამასთანავე უნარი. ჩვენ ვეძებთ მათ, ვისაც სურთ სწავლა და მზად არიან, მიიღონ ახალი გამოწვევები, ჩვენ კი ჩვენი მხრიდან ყველანაირად შევუწყობთ ხელს განვითარებაში.
Proxy Live Solutions-ში დასაქმებით დაინტერესების შემთხვევაში, სასურველი ვაკანსიის მოძიება სხვადასხვა არხის მეშვეობით შეგიძლიათ. ესენია:
- ვებგვერდი
- ვაკანსიების ლოკალური ვებგვერდები
- LinkeDIn-ის ვაკანსიები
- პირდაპირი კომუნიკაცია ელფოსტაზე: [email protected]
- დასაქმების ფორუმები და სხვადასხვა ღონისძიება
#pls #proxylivesolutions #jobopportunities #work #gaming #tbilisi #gamepresenter
[R]