in

PR School “ისწავლე სწავლის მძებნელო”

თბილისის პიარსკოლა

საქართველოში პიარისა და მარკეტინგის შესწავლა სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებაშია შესაძლებელი.
თბილისის პიარსკოლაამ მიმართულებით პირველად ქართული-ამერიკული უნივერისტეტის (გაუ) პიარ სკოლა შეიქმნა. ტრენინგ ცენტრი 2007 წელს კომპანია “ჯეპრას”, “გაუსა” და “თი ბი სი” ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მაია ძირკველიშვილის პარტნიორობით ჩამოყალიბდა. “პიარისა და ინტეგრირეგბული მარკეტინგის კურსი” ერთ-ერთია , რისი შესწავლაც აქ შეგიძლიათ.

“მაშინ არ არსებობდა პიარის მიმართულებით მომუშავე ცენტრი. არადა, საკმაოდ მოთხოვნადი პროფესია გახლდათ. თანაც გვინდოდა მის დანიშნულებაზე საზოგადოებისთვის ცოდნა მიგვეწოდებინა. გვსურდა პიარის როლზე სწორი მიდგომა ჩამოყალიბებულიყო.”, – ამბობს “ჯეპრას”  კონსულტანტი თინათინ სამყურაშვილი.
ჩვენ კურსებზე თითო ჯგუფში 21-25-მდე სტუდენტია. სწავლის ხანგრძლივობა-სამი თვე.
სკოლაში ამბობენ, რომ კარგი განათლების მისაღებად ლექტორების კვალიფიკაცია განმსაზღვრელია. ლექციებს აქ პრაქტიკოსი სპეციალისტები კითხულობენ და ესაა მათი პრიორიტეტი. ტრენერებს შორისაა ალეკო მარგიშვილი, მაია ძირკველიშვილი, თეა გველესიანი, კახა მაღრაძე და ა. შ.

ყველაზე პრობლემატური საკითხი საქართველოში სწავლის ღირებულებაა. ხშირად არჩევანს ფასის მიხედვით აკეთებენ. პიარისა და ინტეგრირეგბული მარკეტინგის კურსი 1100 ლარი ღირს. გაუს სასერტიფიკატო პროგრამების მენეჯერის ნინო ჯოჯუას თქმით, თანხის გადახდა ნაწილ_ნაწილ, სამ ეტაპად არის შესაძლებელი.

არსებობის მანძილზე კურსები 700-ზე მეტმა ადამიანმა დაამთავრა. კურსდამთავრებულებს შორის არიან ჟურნალისტები ლევან ტაბიძე და ეკატერინე ტოგონიძე, ჟურნალ “ტაბულას” დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი და ა.შ.
პიარისა და ინტეგრირეგბული მარკეტინგის კურსი დასაქმების 100%-იან გარანტიას არ იძლევა. თუმცა, თინათინ სამყურაშვილი ამბობს, რომ ეს სასერტიფიკატო კურსებია და არა სამაგისტრო პროგრამა, და მათი მხრიდან დასაქმების დაპირება არაადექვატურიც კი იქნება. კადრებისთვის სხვადასხვა კომპანიები ხშირად მიმართავენ და ბევრი კურსდამთავრებული სწორედ ასე საქმდება. მისი თქმით, წარმატებული პროექტები, რომლებსაც სტუდენტები კურსის ბოლოს აკეთებენ და რეალურად არსებული ბრენდისა თუ კომპანიის კომუნიკაციის სტრატეგიის დაგეგმვასა და მისი განხორციელების გზებს გულისხმობს, ხელს უწყობს მათ დასაქმებას.

Tinatin samkurashviliრაც შეეხება კურსის ხანგრძლივობას. სამი თვის მანძილზე პიარსა და მის მომიჯნავე , სულ ათ საგანს სწალობენ.
პიარ სკოლაში თვლიან, რომ მათ პირდაპირი კონკურენტი არ ჰყავთ.
“პირდაპირი კონკურენტი არ გვყავს. ჩვენი პიარ სკოლა ორიენტირებულია პიარისა და მარკეტინგის კურსებზე. მთავარია ხარისხი. მივესალმებით, რომ ბევრი ასეთი სასწავლო ცენტრი იყოს. საბოლოოდ, ყველაფერი ამ სფეროს უწევს პოპულარიზაციას”,- ამბობს თინათინ სამყურაშვილი.
კურსების რეკლამისთვის სოციალურ მედიას იყენებენ. ინფორმაცია განთავსებულია ინტერნეტ ბანერებზე. რამდენჯერმე დაიბეჭდა საგაზეთო სტატიებიც. პიარ სკოლაში ამბობენ, რომ ხშირად სტუდენტები უკვე კურსადმთავრებულთა რეკომენდაციით მიდიან.
პიარ სკოლაში თვლიან, რომ მათ უპირატესობას პრაქტიკული ნაწილის პირორიტეტულობა ანიჭებთ. სასწავლო პროცესში თეორიულ მასალაზე 20%, პრაქტიკულზე კი 80% მოდის.

“ ჩვენთან არა მხოლოდ სალექციო კურსს ისმენენ, არამედ პარალელურად ბევრ ღონისძიებაში მონაწილეობენ სტუდენტები . მაგალითად , იყო Marketing Kingdom-ის მასტერკლასი თემაზე “როგორ ვაქციოთ ადგილობრივი ბრენდი გლობალურად”. პარალელურად, სტუდენტები ჩართულები არიან რეალურ პროექტებში. მაგალითად, კომპანიის “ნატახტარის” პიარ კამპანია. ამასთან, კურსის დასასრულს უნდა მოახდინონ არსებული ბრენდის ან კომპანიის კომუნიკაციის სტრატეგიის პრეზენტაცია , ასევე წარმოადგინონ მისი განხორციელების გზები.ჯგუფებში მუშაობით მათ მნიშვნელოვანი პროფესიული უნარ-ჩვევები უმუშავდებათ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია უკვე საქმიანობის დროს”,-ამბობს ნინო ჯოჯუა.

სექსუალური რეკლამა

Elit Electronics-ის “სექსუალური” რეკლამა

Ted-ის ლოგო

მეტი სწავლა და მეტი მუშაობა მეტ წარმატებას არ ნიშნავს!