in

PS5 ჯოისტიკზე კლავიატურის დამატებას შეძლებთ

როგორც ამბობენ, გეიმერებისთვის იდეალური მოწყობილობა შეიქმნა… რადგან ისინი ხშირად ლაივში თამაშობენ და ერთმანეთთან მიმოწერაც აქვთ, მათთვის სისწრაფეც ძალიან მნიშვნელოვანია. სიტყვების აკრეფა ისე უნდა მოახერხონ, რომ ამ დროში, მაგალითად, ვინმე თავს არ დაესხას… სწორედ ამიტომ, Klipdasse-მ მათ ჯოისტიკზე კლავიატურის დამაგრების საშუალება მისცა. 

დიახ, PS5 კონტროლერზე ჩვეულებრივი QWERTY კლავიატურის მიმაგრებას შეძლებთ. მისი მოთავსება ხელებს შორის საკმაოდ მარტივადაც შეიძლება, კონტროლერთან დაკავშირებას კი Bluetooth-ით მოახერხებთ. კლავიატურა თქვენი ცერა თითების ქვეშ ექცევა, ზუსტად ისე, როგორც ტელეფონის შემთხვევაშია, შესაბამისად, ბეჭდვაც უფრო მარტივი ხდება. წარმოიდგინეთ, თამაშის დროს ჯოისტიკით ასოების სათითაოდ არჩევა რომ აღარ მოგიწევთ… 

მეტიც, კლავიატურაში დინამიკი და მიკროფონია ჩაშენებული და მასზე თქვენი ყურსასმენების დაკავშირებასაც შეძლებთ.  მას საკუთარი 500 mAh ბატარეა და LED ინდიკატორიც აქვს, რითაც მიხვდებით საჭიროებს თუ არა იგი დამუხტვას. ხოლო თუ ასეა, ამას USB-C პორტით მოახერხებთ. 

რა უნდა გავითვალისწინოთ საქმიანი მეილის წერისას?

Glovo-ს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა