in

როგორ ამოვიცნოთ ფსევდოინტელექტუალი

როგორ უნდა ამოიცნოთ ფსევდოინტელექტუალი ადამიანი? – ჰკითხეთ მას, რა გააკეთა სინამდვილეში საკუთარი მიზნების მისაღწევად და თუ ის საკუთარი უმოქმედობის გამართლებას დაიწყებს, დიდი შანსია, თქვენ საქმე ფსევდოინტელექტუალთან გქონდეთ. 

რა განასხვავებთ ინტელიგენტ ადამიანებს ფსევდოინტელექტუალებისგან?

pasha-statiebi
pasha-statiebi

დაკვირვებას 4 პუნქტად გაგიზიარებთ:

1. ისინი ზედმეტს არ ფიქრობენ.
მაღალი ინტელექტის მქონე ადამიანების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმასხვავებელი თვისება თავმდაბლობა და ფიქრის ნაცვლად, ქმედებაა. ინტელექტი ხომ ცოდნისა და გამოცდილების სინთეზია და როცა ჭკვიანმა ადამიანმა რაღაც არ იცის, ან აცნობიერებს, რომ რაიმე არ შეუძლია, ამაზე თვითგვემას არ იწყებს და თავს ზედმეტი ფიქრებით არ იტანჯავს. ნამდვილი ინტელექტუალი არ იფიქრებს, რომ ამ პრობლემას მხოლოდ საკუთარ თავში პასუხების ძიებით გაუმკლავდება. ამის ნაცვლად, ის დაუყოვნებლივ ქმედებაზე გადავა. კონტრაქტებს ხელს იმპულსურად მოაწერს და ასევე, იმპულსურად გაწყვეტს. თუ მან რაიმე საინტერესო იპოვა, ენერგიის 140% -ს მხოლოდ ამ შესაძლებლობაზე მომართავს და როცა გააცნობიერებს, რომ ჩადებული რესურსი უშედეგოა, მაშინვე სხვა, ალტერნატიული გამოსავლის მოძებნაზე იზრუნებს.

როგორ უნდა ამოიცნოთ ფსევდოინტელექტუალი ადამიანი? – ჰკითხეთ მას, რა გააკეთა სინამდვილეში საკუთარი მიზნების მისაღწევად და თუ ის საკუთარი უმოქმედობის გამართლებას დაიწყებს, დიდი შანსია, თქვენ საქმე ფსევდოინტელექტუალთან გქონდეთ. 

2. ისინი არაფრისმომცემ თემებზე დროს არ ხარჯავენ.
კიდევ ერთი რამ, რაც ჭკვიან ადამიანებს სხვებისგან გამოარჩევს, უშუალობა და გულწრფელობაა.

ჭეშმარიტად ინტელიგენტი ადამიანი ისევე პატივს სცემს სხვის დროს, როგორც საკუთარს. ამიტომ, იშვიათად მოისმენთ ასეთი ადამიანისგან ნახევარი საათის განმავლობაში, ვთქვათ, ისეთ თემაზე საუბარს, რომელიც შვებულებას ეხება. ასეთი ადამიანები, უბრალოდ, ამ გამოცდილების გაზიარების აზრს ვერ ხედავენ.

ეს ერთგვარი ფილტრია, არა? მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ჭკვიან ადამიანებს არ სურთ სხვების მიმართ კეთილგანწყობის გამოხატვა და არც იმას, რომ არ იციან, როგორ შეიქმნან სხვების თვალში სასიამოვნო იმიჯი. უბრალოდ, თუ საუბარს იწყებენ, როგორც წესი, ღირებული ინფორმაციის გავრცელებას ამჯობინებენ ხოლმე.

3. მათ ქმედებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მიზეზები არ სჭირდებათ.  
ამის ნაცვლად, ისინი ხშირად საკუთარ იმპულსებს ეყრდნობიან.

ინტელექტუალმა ადამიანებმა ყოველთვის იციან, რას აკეთებენ. მაგალითად, თუ ისინი 30 წუთიან ტრენინგს არ ესწრებიან, ეს ნიშნავს, რომ ან დრო არ აქვთ, ან მათთვის ეს შეხვედრა უინტერესოა. თავს არ აიძულებენ, ვინმეს, ან რაიმეს გამო გააკეთონ ის, რაც მათ დროს აკარგვინებს.

ინტელექტი უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ ჭკუა. ინტელექტი ნიშნავს შენი საკუთარი ემოციების ცნობასა და ნდობასაც. ამიტომ, ინტელექტუალმა ადამიანმა იცის, რომ გარე ინფორმაციასთან ერთად საკუთარ შინაგან სიგნალებსაც უნდა მისდიოს და ამის მიხედვით იმოქმედოს.

4. ისინი ბევრს არ საუბრობენ.
ისინი უფრო მეტს უსმენენ, ვიდრე საუბრობენ.

მაღალი ინტელექტის მქონე ადამიანების კიდევ ერთი ნიშანია, რომ ისინი იშვიათად ხდებიან კამათის მთავარი გმირები. ნაწილობრივ, ეს იმის დამსახურებაა, რომ მრავალი წლის ცდისა და შეცდომის შემდეგ, მათ აღმოაჩინეს სიმართლე – მათ სიტყვებს იშვიათად მოჰყვებოდა რაიმე ხელშესახები შედეგი და სწორედ ასეთმა გამოცდილებებმა მიიყვანეს გადაწყვეტილებამდე – აქცენტი საუბრის ნაცვლად, ქმედებებზე გაეკეთებინათ.

სწორედ ამიტომ, ჭკვიანი ადამიანები კარგი მსმენელები არიან. ამიტომ, შეგიძლიათ, დააკვირდეთ, ხშირად, როცა ვინმე საუბარში აშკარად და შემაწუხებლად დომინირებს – „ფრთხილად იყავით“, თქვენ, სავარაუდოდ, ფსევდოინტელექტუალთან დაიჭირეთ საქმე.

წყარო: medium



ადამიანები, რომლებიც ცვლიან ყოველდღიურობას – ახალი, გამორჩეული პროექტი „მეამასგან“

მუსლიმი გულშემატკივრის თხოვნით, ბარსელონა H&M-თან სასპონსორო ხელშეკრულებას აღარ გააფორმებს