in

პსჟ-ის ახალი სპონსორი კრიპტოვალუტის პლატფორმა იქნება

სასპონსორო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხას ფრანგული კლუბი კომპანიისგან კრიპტოვალუტის სახით მიიღებს

Sporti
Sporti

Crypto.com პარიზული გრანდის ახალი სპონსორი და მთავარი კრიპტოპარტნიორი ხდება. საინტერესოა ის დეტალი, რომლის მიხედვითაც, სასპონსორო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხას ფრანგული კლუბი კომპანიისგან კრიპტოვალუტის სახით მიიღებს.

გარდა მთავარი კონტრაქტისა, მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმებით, კომპანიის ელჩად დედაქალაქური კლუბის ორი ლიდერი მოგვევლინება. ჯერჯერობით, უცნობია ფეხბურთელების ვინაობა, ან მათი პირადი სასპონსორო თანხების ოდენობა.

პსჟ-ის მარკეტინგის მენეჯერი, მარკ არმსტრონგი ამბობს, რომ კლუბი ახალ შეთავაზებას სიამოვნებით დათანხმდა, რადგან ისინი პიონერები და ინოვატორები არიან, ბაზარზე სიახლეების შემოტანა სურთ, პსჟ კი ყველა ახალ იდეასა და ინოვაციას დადებითად ეგებება. მარკის თქმით, კლუბი ამ თანამშრომლობას გრძელვადიან ჭრილში განიხილავს და წინ ბევრი საინტერესო სიახლე იქნება.

თავად კრიპტოკომპანიისთვის ეს პირველი დიდი საფეხბურთო თანამშრომლობის დასაწყისია. „ძალიან ბედნიერები ვართ, პარიზული კლუბი ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთი მოწინავე და მთავარი წარმომადგენელია, კლუბს უამრავი ფანი ჰყავს და ჩვენი მათი მიზნები და მისწრაფებები როგორც მოედანზე, ისე მოედნის მიღმა უზომოდ გვაინტერესებს“, – ამბობს Crypto.com-ის  სტრატეგიული განვითარების მენეჯერი, ლეონ ვარნაფდი.

ფრანგი ხელოვანი მიტოვებულ შენობებს შემოქმედებისთვის იყენებს

სტენფორდის კვლევა – სალაჰის გამო, ლივერპულში მუსულმანების დისკრიმინაციის შემთხვევები შემცირდა