in

PSG-სა და Jordan-ის კოლაბორაცია, ახალი სათამაშო ფორმა და კოლექცია

გამოსვლიდან 3 დღეში რეკორდული რაოდენობის სათამაშო ფორმები გაიყიდა.

Sporti
Sporti

პარი სენ-ჟერმანი მიმდინარე სეზონში სიახლეებს ნამდვილად არ ერიდება. ახალი მთავარი მწვრთნელის ოფიციალურად დანიშვნის შემდეგ კლუბმა გულშემატკივარსა და მედიას მეოთხე სათამაშო ეკიპირება წარუდგინა. პსჟ იქნება პირველი გუნდი ტოპ გუნდებში, რომელიც მიმდინარე სეზონში ოთხი სათამაშო ფორმით იასპარეზებს.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ კლუბმა მაიკლ ჯორდანის ბრენდთან კოლაბორაცია კვლავ გააგრძელა, დედაქალაქური კლუბის საშინაო და გასვლითი ფორმები ნაიკის ბრენდის იქნება, რაც შეეხება მესამე და უკვე მეოთხე ფორმებს, მათი ტექნიკური სპონსორი „ჯორდანი“ იქნება, ფორმის კონცეფციასა და დიზაინზეც ამავე კომპანიის გუნდმა იმუშავა. Jordan x PSG 2021 არის ახალი ხაზის სახელწოდება, რომელიც სათამაშო ფორმის გარდა, დიდ საკოლექციო ეკიპირებას აერთიანებს. კლუბის ტრადიციული ფერების მიუხედავად, ახალი ფერი და სიახლე გულშემატკივრებს ძალიან მოეწონათ, პსჟ-მ უკვე 3 დღეში რეკორდული რაოდენობის სათამაშო ფორმების გაყიდვა შეძლო.

ახალი ფერი ნიშნავს ახალ სიცოცხლეს, ახალ გამოწვევებსა და მიზნებს, პსჟ მზარდი და პროგრესირებადი გუნდია, რომელიც მუდამ სიახლეებისა და ახალი სიმაღლეებისკენ მიისწრაფვის.

მაისურის შეძენას პსჟ-ს ფანშოპში 140 ევროდ მოახერხებთ.

 

🤩🌌 The stores sporting the 4𝘁𝗵 𝗸𝗶𝘁!
🤩🌌 Les boutiques aux couleurs du 4𝗲 𝗺𝗮𝗶𝗹𝗹𝗼𝘁 !

🛒▶️ http://bit.ly/2Ts9beX

#WeAreParis

Posted by PSG – Paris Saint-Germain on Friday, January 29, 2021


ოთხი წლის გოგონამ 220 მილიონი წლის წინ არსებული დინოზავრის ნაკვალევს მიაგნო

ნახეთ: ყვავილებისა და ყინულის შერწყმით შექმნილი ინსტალაცია