„ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ – ემოციური გზავნილი PSP-სგან საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ვიდეო რგოლში გაჟღერდა. სიუჟეტი მოგვითხრობს გოგოს შესახებ, რომელიც ყოველდღიურად ბაზარში ფრინველებს ყიდულობს, ტყეში უშვებს და თავისუფლებას ჩუქნის.
კლიპში კინოსა და თეატრის არაერთი ქართველი ვარსკვლავი ჩნდება: მეგი კობალაძე, ნინო კასრაძე, კახა კინწურაშვილი, ირაკლი კვირიკაძე, გივიკო ბარათაშვილი, გიგა დათიაშვილი, ქეთა შათირიშვილი, პაატა ინაური, კატო კალატოზიშვილი. მაგრამ განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ მთავარ როლს ვიდეოში ასრულებს ანდრო ჭიჭინაძე, ხოლო მისი რეჟისორი გიორგი ოკმელაშვილია.
როგორ გაჩნდა ეს იდეა და როგორ შეძლეს მისი განხორციელება, მიუხედავად ბარიერებისა – ამასთან დაკავშირებით თავად PSP-ს მარკეტინგის დირექტორი ანო გოგიჩაძე და შემოქმედებითი სააგენტო Playmakers-ის მმართველი პარტნიორი კოკა ქამუშაძე გვიყვებიან.
„ჩვენი ბრენდისთვის ტრადიციად იქცა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კამპანიები, თუმცა მთელი გუნდი ვგრძნობდით, რომ წელს განსაკუთრებული სათქმელი გვქონდა. როდესაც სააგენტომ ეს იდეა წარგვიდგინა, ერთხმად ვთქვით, რომ ეს პროექტი აუცილებლად უნდა განხორციელებულიყო. ჩვენი ბრენდი 30 წელია ქვეყანასთან ერთად ვითარდება, ყველა სირთულე თუ გამოწვევა, რაც ჩვენს საზოგადეობას აქვს, განსაზღვრავს იმას, თუ როგორი იქნება ჩვენი შემდეგი ნაბიჯი. ის ყოველთვის უნდა პასუხობდეს ადამიანების საჭიროებებს და ასახავდეს სიმართლეს. ჩვენ გვესმის, რა არის ჩვენი როლი ამ ქვეყანაში, ხალხის გვერდში დგომა, მათზე ზრუნვა და ვცდილობთ ეს შევასრულოთ ყველა მიმართულებით. ამ კამპანიით კიდევ ერთხელ გვინდოდა გვეთქვა, რომ გვჯერა, საქართველოსთვის თავისუფლება ისეთივე ბუნებრივი და გარდაუვალია, როგორც ჩიტებისთვის ფრენა.“ – ანო გოგიჩაძე.
„როდესაც კლიენტისგან გრძნობ გამბედაობას და ნდობას, შემოქმედებასაც მეტი გასაქანი ეძლევა. PSP-სთან ჩვენი პარტნიორობა სწორედ ამას ეყრდნობა. ვიცოდით, რომ დამოუკიდებლობის დღისთვის აუცილებლად განსხვავებულ კამპანიას გავაკეთებდით. არ გვინდოდა თავისუფლებაზე გველაპარაკა იმ ადამიანების გარეშე, ვინც ამ თავისუფლებისთვის ბრძოლაში ყველაზე მეტად დაზარალდნენ. მაშინვე გაგვიჩნდა იდეა, რადაც არ უნდა დაგვჯდომოდა, ჩვენი კოლეგები და მეგობრები, ჩაგვერთო შემოქმედებით პროცესში. ფოსტისა და შეზღუდული სატელეფონო კავშირების დახმარებით, შევძელით, რომ გიორგი ოკმელაშვილი ყოფილიყო კლიპის რეჟისორი, ხოლო სუბიექტური კამერის, სატელეფონო ჩანაწერების გამოყენებით – ანდრო ჭიჭინაძე გახდა მთავარი როლის შემსრულებელი. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ამ ადამიანებისთვის, ვისაც უსამართლოდ შეეზღუდათ თავისი წარმატებული პროფესიებით მუშაობა, ეს შესაძლებლობა ნაწილობრივ მაინც დაგვებრუნებინა. თუმცა ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა მთლიანი გუნდის დიდი სიყვარულით მონდომების გარეშე. მინდა მადლობა ვუთხრა მსახიობებს და მთლიანად შემოქმედებით გუნდს, რომლებმაც ჰონორარზეც კი უარი თქვეს, რომ მეგობარს და კოლეგას გვერდში დადგომოდნენ. ენკენი ფილმსს, რომელმაც ძალიან არასტანდარტულ რეალობაში შეძლო დაეგეგმა მთლიანი პროცესი და დათო ბორჩხაძეს, რეჟისორს, რომელიც ბავშვობის მეგობრის – გიორგი ოკმელაშვილის ნაცვლად იყო გადაღებაზე და მისი კადრირებით გააცოცხლა ჩანაფიქრი.“ – კოკა ქამუშაძე.
რეჟისორი: გიორგი ოკმელაშვილი
მთავარ როლებში:
მთხრობელი: ანდრო ჭიჭინაძე
სოფია: მეგი კობალაძე
მონაწილეობენ: ნინო კასრაძე, კახა კინწურაშვილი, ქეთა შათირიშვილი, ირაკლი კვირიკაძე, გივიკო ბარათაშვილი, გიგა დათიაშვილი, კატო კალატოზიშვილი, პაატა ინაური, ბაია კერესელიძე, ელენე მინდიაშვილი, ქეთი ჯავახიშვილი, მაშო მაყაშვილი, თორნიკე ლაზაშვილი, ლუკა ჯაფარიძე
კლიენტი: PSP
კრეატიული სააგენტო: Playmakers
კრეატიული გუნდი: კოკა ქამუშაძე, ნუკა შევარდნაძე, მარი ლორთქიფანიძე, მაშო სამადაშვილი, ნანუკა ნინიძე
ექაუნთ მენეჯერი: მეგი ცინცაბაძე
გრაფიკული დიზაინერი: ანა გაბუნია, მარიამ საშა
წარმოების კომპანია: ენკენი ფილმს
აღმასრულებელი პროდიუსერი: ბაჩო მებურიშვილი
ლაინ პროდიუსერი: სოფო ბენდიაშვილი
წარმოების ხელმძღვანელი: სოფო ორჯონიკიძე
პროდიუსერი: ბექა კირტავა
წარმოების მენეჯერი: გიორგი თოფურიძე
წარმოების ასისტენტი: ლევან სარალიძე
წარმოების ოფისის მენეჯერი: მარიამ ხიდირბეგიშვილი
წარმოების ბუღალტერი: ელენე სადუნიშვილი
წარმოების იურისტი: ნანუკა ჭკუასელი
რეჟისორი სეტზე: დათო ბორჩხაძე
დამდგმელი ოპერატორი: გიორგი შველიძე
რეჟისორის ასისტენტები: ნუცა ზანგურაშვილი, ნინი ნოზაძე
კამერის პირველი ასისტენტი: მანუ ელიჯარაშვილი
კამერის ოპერატორი: გოგა გოგატიშვილი
ფლეიბექ ოპერატორი: გოგა კარბელაშვილი
გაფერი: მიშა საგანელიძე
გრიპი და განათება: შოთა ხიჯაკაძე, ბექა დვალიშვილი, ილია ანსიანი, არჩილ სამხარაძე, ბექა ხარაიშვილი
ხმის რეჟისორი: თამთა მანძულაშვილი
დამდგმელი მხატვარი: დათო ჭყოიძე
დამდგმელი მხატვრის ასისტენტი: ზაზა გოგორიშვილი, ნიკა ლომიძე
სამხატვრო გუნდი: ლევან ლომსაძე, გიორგი ქარსაულიძე, ზურა ფაიქრიძე, ნიკუშა თომაძე, სანდრო თომაძე
კოსტიუმების მხატვარი: იკა ბობოხიძე
კოსტიუმების მხატვრის ასისტენტი: მარიამ საბანაძე
გრიმიორი და თმის სტილისტი: სალომე ზაქარაია
გრიმიორის და თმის სტილისტის ასისტენტი: ტაისია ერაძე
ქასთინგის რეჟისორები: მაშო სამადაშვილი, ნანუკა სიორიძე
მსახიობის დუბლიორი: ნანა ქეშელაშვილი
ლოკაციის მენეჯერი: ქეთი კვინიხიძე
ლოკაციის მომზადების მენეჯერი: ჯონი ბაიაძე
ლოკაციის მომზადების გუნდი: ვაკო დემეტრაშვილი, გიორგი ცხვედიანი, იოანე ვარამაშვილი, გიორგი ბიბილური, ლუკა ინასარიძე
სეტი და ქეითერინგი: ფიესტა
მძღოლები: გიორგი არეშიძე, გოგა ტორჩინავა, შოთა ხავთასი, გიორგი ფარქოსაძე, კახა გუგუშვილი, რევაზ ხოჭოლავა, რუსლან ბურდიაშვილი, გაბრიელ ჭინკაძე, გიორგი ზაქაიძე
დიასახლისი: ლაურა მესხი
კადრირების მხატვრები: ივანე “ვანცა” ყიფშიძე, დათო შეყრილაძე
მონტაჟი: დათო ბორჩხაძე, ლევან ბუთხუზი
ფერის კორექცია: მინდია ინასარიძე
ხმის დიზაინი: ჰეიმა ფროდაქშენ
_
Directed by Giorgi Okmelashvili
Leading Roles:
Narrator: Andro Chichinadze
Sophia: Megi Kobaladze
Starring: Nino Kasradze, Kakha Kintsurashvili, Keta Shatirishvili, Irakli Kvirikadze, Giviko Baratashvili, Giga Datiashvili, Kato Kalatozishvili, Paata Inauri, Baia Kereselidze, Elene Mindiashvili, Keti Javakhishvili, Masho Makashvili, Tornike Lazashvili, Luka Japharidze
Client: PSP
Creative Agency: Playmakers
Creative Team: Koka Kamushadze, Nuka Shevardnandze, Mari Lortkipanidze, Masho Samadashvili, Nanuka Ninidze
Account Manager: Megy Tsintsabadze
Graphic Designer: Ana Gabunia, Maryam Sasha
Production Company: Enkeny Films
Executive Producer: Bacho Meburishvili
Line Producer: Sophio Bendiashvili
Head of Production: Sophio Orjonikidze
Producer: Beqa Kirtava
Production Manager: Giorgi Topuridze
Production Assistant: Levan Saralidze
Production Office Manager: Mariam Khidirbegishvili
Production Accountant: Elene Sadunishvili
Production Lawyer: Nanuka Chkuaseli
Director on Set: Dato Borchkhadze
DP: Giorgi Shvelidze
1st AC: Manu Elijarashvili
Camera Operator: Goga Gogatishvili
Playback Operator: Goga Karbelashvili
Gaffer: Misha Saganelidze
G&E: Shota Khijakadze, Beka Dvalishvili, Ilia Ansiani, Archil Samkharadze, Beka Kharaishvili
Production Sound Mixer: Tamta Mandzulashvili
Production Designer: Dato Chkoidze
Assistants to Production Designer: Zaza Gogorishvili, Nika Lomidze
Art Department: Levan Lomsadze, Giorgi Karsaulidze, Zura Paikridze, Nikusha Tomadze, Sandro Tomadze
Costume Designer: Ika Bobokhidze
Assistant to Costume Designer: Mariam Sabanadze
Make-up Artist & Hairstylist: Salome Zakaraia
Assistant Make-up Artist & Hairstylist: Taisia Eradze
Casting Directors: Masho Samadashvili, Nanuka Sioridze
Actor’s Body Double: Nana Keshelashvili
Location Manager: Qeti Kvinikhidze
Location Prep Manager: Joni Baiadze
Location Prep Team: Vako Demetrashvili, Giorgi Tskhvediani, Ioane Varamashvili, Giorgi Bibiluri, Luka Inasaridze
Set & Catering: Fiesta
Drivers: Giorgi Areshidze, Goga Torchinava, Shota Khavtasi, Giorgi Parkosadze, Kakha Gugushvili, Revaz Khocholava, Ruslan Burdiashvili, Gabriel Chinkadze, Giorgi Zakaidze
Cleaning Services: Laura Meskhi
Storyboard Artists: Ivane “Vantsa” Kipshidze, Dato Shekriladze
Editors: Dato Borchkhadze, Levan Butkhuzi
Colour Grading: Midnia Inasaridze
Sound Design: Heima Production
[პარტნიორის კონტენტი]